Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0009 464816 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ვეტერინარია
ბოლო განახლება: 2018-12-12

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

სურსათის მომხმარებელი დაცული უნდა იყოს იმ დაავადებებისგან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს შეიძლება სჭირდეთ და, რომელთა გამომწვევი მიკობები ან პარაზტები ცხოველური წარმოშობის ნედლეულში შეიძლება იყოს ჩაბუდებული. გარდა ადამიანებისა, სასურსათო პროდუქტები და მათი ნარჩენები თავად ცხოველებშიც შეიძლება დაავადებების გავრცელების მიზეზი იყოს.

ამის აღკვეთას ევროკავშირში ემსახურება ორი ტიპის აქტები: 1) ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და 2) ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, სურსათის თუ ნარჩენების საგანგებო, ვეტერინარული კონტროლი. ამ უკანასკნელის დამდგენი აქტებია:

  • ევროკავშირის  854/2004 რეგულაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის განსაკუთრებული სახელმწიფო კონტროლის თაობაზე ("განსაკუთრებული კონტროლი" ფაქტიურად ვეტერინარულ კონტროლს ნიშნავს). ამ აქტის ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანას ასოცირების შეთანხმება 2015 წელს ითვალისწინებს.
  • 2002/99/EC დირექტივა და 92/118/EEC დირექტივა, რომლებიც  ადგენს ზოგად წესს: ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ უნდა დამზადდეს დაავადებული ცხოველებისგან, ან ცხოველებისგან, რომელიც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი ცხოველი არც დაავადებულია და არც იმ ნახირიდანაა, რომელშიც დაავადებული ცხოველები აღმოჩნდა, არამედ უბრალოდ იმ ტერიტორიიდანაა, სადაც ეს ნახირი/ფერმა განთავსებულია, სურსათის დასამზადებლად მისი ხორცის/რძის გამოყენება დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ სათანადო დამუშავების/გაუვნებელყოფის შემთხვევაში. - ქართულ კანონმდებლობაში იმ აქტების გადმოტანა 2017-2018 წლებშია გათვალისწინებული.
  • 1069/2009 რეგულაციის, რომელიც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო თანა-პროდუქტებს (ტყავი, ძვალი, ქონი, ცილა) და ნარჩენებს ეხება.  აქ ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველთა საკვებში შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ის თანა-პროდუქტები, რომელიც ვეტერინარულად შემოწმებული ცხოველებისგან არის მიღებული და ცხოველის საკვებად არ უნდა იყოს გამოყენებული იმავე სახეობის ცხოველისგან მიღებული მასალა. ქართულ კანონმდებლობაში ამ აქტის გადმოტანა  2017 წელს არის გათვალისწინებული.

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ჯანსაღი ნედლეულის გამოყენება. ამისთვის კი აუცილებელია სასოფლო სამეურნეო ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

ასოცირების შეთანხმებით 2015 წლიდან გათვალისწინებულია შინაურ ცხოველთა (ფრინველთა) მთელი რიგი დაავადებების აღმოფხვრის ღონისძიებების დამდგენი ნორმატიული აქტების აპროქსიმაცია. 2015 წელს ეს არის ბლუთანგი და ღორის კლასიკური და აფრიკული ჭირი, 2016 წელს - ქათმის გრიპი და ძროხების სიგიჟე, 2017 წელს - თევზების და წყლის სხვა ცხოველების დაავადებები,  2018 წელს  ეს იქნება ბლუტანგი და ექინოკოკოზი, 2019 წელს - ღორის ვაზიკულარული დაავადება და სალმონელა ფრინველებში, 2023 წელს - ღორის ვაზიკულარული დაავადება და 2026 წელს - ცხენის აფრიკული დაავადება.

ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის სისტემის უფრო ფართო მოქმედების აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში 2017 წლიდან დაიწყება. კერძოდ, 2017 წელს მოწესრიგდება ცხოველთა დაავადებების მონიტორინგი: გადმოტანილი იქნება დაავადებათა მონიტორინგის ჩარჩო-2003/99/EC დირექტივა და დირექტივა 64/432/EEC, რომელიც ადგენს რიგი გადამდები დაავადებების (ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ლეიკოზი) ცხოველებში გავრცელების მონიტორინგ-ანგარიშგების წესებს და აგრეთვე, მათ საფუძველზე, ნახირის, რეგიონის ან მთლიანად ქვეყნისთვის ამ დაავადებისგან-თავისუფალის სტატუსის მინიჭებს კრიტერიუმებს1.

აგრეთვე 2018 წლისთვისაა გათვალისწინებული ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელი ძირითადი აქტის, ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების კოდექსის (2001/82/EC დირექტივა) აპროქსიმაცია. 2019 წელს არის გათვალისწინებული ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების რეცეპტის გარეშე დაშვების კრიტერიუმების გადმოტანა (2006/130/EC დირექტივა). უფრო ადრე, 2015 წელს კი გათვალისწინებულის მხოლოდ ერთი საკითხის დარეგულირება - გადმოტანილი იქნება დირექტივა 96/22/EC , რომელიც სასურსათო ცხოველების მკურნალობისას გარკვეული ჰორმონების გამოყენებას კრძალავს.

ცნობილია, რომ ცხოველთა გადამდები დაავადებების გავრცელება შესაძლებელია არა მხოლოდ ცხოველების უშუალო კონტაქტის, არამედ მათგან დამზადებული პროდუქტების საშუალებითაც. 2017-2018 წელს გათვალისწინებულია ქართულ კანონმდებლობაში იმ აქტების გადმოტანა, რომელიც ასეთ შესაძლებლობების აღკვეთისკენაა მიმართული. ეს არის 2002/99/EC დირექტივა და 92/118/EEC დირექტივა ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტების თაობაზე და 1069/2009 რეგულაცია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო თანა-პროდუქტების თაობაზე (ტყავი, ძვალი, ქონი, ცილა). ეს დირექტივები ადგენს ზოგად წესს: ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ უნდა დამზადდეს დაავადებული ცხოველებისგან, ან ცხოველებისგან, რომელიც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ცხოველი არც დაავადებულია და არც იმ ნახირიდანაა, რომელშიც დაავადებული ცხოველები აღმოჩნდა, არამედ უბრალოდ იმ ტერიტორიიდანაა, სადაც ეს ნახირი/ფერმა განთავსებულია, სურსათის დასამზადებლად მისი ხორცის/რძის გამოყენება დაიშვება მხოლოდ სათანადო დამუშავების/გაუვნებელყოფის შემთხვევაში.

რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის თანა-პროდუქტებს, აქ ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველთა საკვებში შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ის თანა-პროდუქტები, რომელიც ვეტერინარულად შემოწმებული ცხოველებისგან არის მიღებული და ცხოველის საკვებად არ უნდა იყოს გამოყენებული იმავე სახეობის ცხოველისგან მიღებული მასალა.

ცხოველთა დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასურსათო დანიშნულების, არამედ სხვა  შინაური ცხოველების ჯანმრთელობაც. მისი უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლიდან გათვალისწინებულია რიგი ევროპული აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში: 2018 წელს ეს არის 998/2003 რეგულაცია, რომელიც არასასურსათო დანიშნულების შინაური ცხოველების გადაადგილებას ეხება, 2019 წელს2004/68/EC დირექტივა, რომელიც ეხება ველური ჩლიქოსნების იმპორტს, 2024 წელს - 139/2013 რეგულაცია, რომელიც ეხება ველური ფრინველების იმპორტს, 2024-25 წლებში კი - 90/426/EEC დირექტივა, რომელიც ეხება ცხენისებრთა იმპორტს.

---------------

1. საქართველოში ეს დაავადებები შინაურ ცხოველებში საკმაოდ გავრცელებულია. 2015 წლიდან დაიწყო ქვეყანაში ბრუცელოზის აღმოფხვრის პროგრამა.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2002/99/EC დირექტივა - ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოებისა და დისტრიბუციისთვის.
  • 92/118/EEC დირექტივა - მოთხოვნები რიგი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტისთვის.
  • 1069/2009 რეგულაცია და მისი აღმასრულებელი 142/2011 რეგულაცია - მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტების, მეორეული პროდუქტებისა და ნარჩენების მწარმოებლებისადმი.

ცხოველთა დაავადებების კონტროლის ღონისძიებები:

ვეტერინარული საშუალებები:

არასასურსათო დანიშნულების ცოცხალი ცხოველების გადაადგილების ვეტერინარული კონტროლი:

საქართველოს კანონმდებლობა

აქტები მოცემულია 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით

ცხოველთა დაავადებების კონტროლის ღონისძიებები:

  • ცხოველთა დაავადებების მონიტორინგი
  • ცხოველთა საკარანტინო წესები
  • თევზის დაავადებების კონტროლის წესები
  • თევზის იმპორტის პირობები
  • ღორის აფრიკული ჭირის დიაგნოსტიკა
  • ღორის კლასიკური ჭირის დიაგნოსტიკა
  • ქათმის გრიპის დიაგნოსტიკა
  • "ძროხების სიგიჟის" კონტროლის წესები
  • თევზის დაავადებების (VHS, IHN) დიაგნოსტიკა