Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0016 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2024:
ბოლო განახლება: 2018-12-16

2024 წელს გრძელდება იმ აქტების აპროქსიმაცია, რომელიც არასასურსათო დანიშნულების ცხოველების ტრანსასაზღვრო გადაადგილების ვეტერინარულ კონტროლს ითვალისწინებს. კერძოდ, 2024 წელს გათვალისწინებულია ცხენისებრთა და ველური ფრინველების იმპორტის ღონისძიებების კონტროლის მარეგულირებელი აქტების გადმოტანა (90/426/EEC დირექტივა და139/2013 რეგულაცია).

2024 წელს გათვალისწინებულია 2002/32/EC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვებში დამბინძურებელი ან სხვა არასასურველი ნივთიერებების ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს ადგენს. დაგეგმილია აგრეთვე ცხოველთა საკვებში დიოქსინებისა და ფურანების მონიტორინგის რეკომენდაციის გათვალისწინება (2004/704/EC რეკომენდაცია).

2024 წელს აგრეთვე გათვალისწინებულია 90/167/EEC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ე.წ. პრემიქსების[1] გაყიდვის წესებს ადგენს.

------------------------

[1] პრემიქსი - ცხოველის საკვები, რომელსიც შერეულია ვეტერინარული სამკურნალო საშუალება.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა