Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0019 465072 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2017:
ბოლო განახლება: 2018-12-16

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

2017 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს ევროპული აქტები, რომელიც ადგენს თანმიმდევრულ მიდგომას სასოფლო-სამეურნეო ცხოველების დაავადებების მონიტორინგისადმი. ეს არის დირექტივები 2003/99/EC და 64/432/EEC.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია 1069/2009 რეგულაციის აპროქსიმაცია, რომელიც ადგენს ზომებს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების თანაპროდუქტების საშუალებით ცხოველთა დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. რეგულაცია ადგენს სუბპროდუქტების კატეგორიებს, მათი უსაფრთხოების მიხედით და აწესებს მოტხოვნას, რომ ცხოველთა საკვებში შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ის თანა-პროდუქტები, რომელიც ვეტერინარულად შემოწმებული ცხოველებისგან არის მიღებული და ცხოველის საკვებად არ უნდა იყოს გამოყენებული იმავე სახეობის ცხოველისგან მიღებული მასალა.

ამავე წელს იქნება გადმოტანილი 92/118/EEC დირექტივა , რომელიც რიგ სასურსათო დანიშნულების თანაპროდუქტებს ეხება (ნაწლავი, სისხლი და სხვა).

რაც შეეხება ცხოველების კონკრეტულ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, 2017 წელს გადმოტანილი უნდა იყოს 2006/88/EC დირექტივა, რომელიც თევზების და სხვა წყლის ცხოველების დაავადებების პრევენციასა და აღმოფხვრას ეხება.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა