Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2016:
ბოლო განახლება: 2018-12-16

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

2016 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს 2008/71/EC დირექტივა, რომელიც შინაური ღორების რეგისტრაციის წესს ადგენს.

შესრულება: საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა ღორების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი თუმცა, იმის გამო, რომ რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები მწირია და ამ მოთხოვნების აღსრულების მექანიზმი უაღრესად რბილია (ყოველწლიურად კონტროლდება ცხოველთა სადგომების 1% და აღმოჩენილი დარღვევისთვის გათვალისწინებულია 100 ლარიანი ჯარიმა), ამ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი ქვეყანაში დასრულებული არ არის.

2017 წლის ბოლოს "სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" შევიდა ცვლილება (ძალაში შევიდა 2018 წლის 1 ივლისიდან), რომელიც იძლევა საშუალებას სახელმწიფო მაკონტროლებელმა შეამოწმოს, თუ რამდენად დაცულია ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესები. თუმცა, ვინაიდან 2020 წლამდე სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოთხოვნები საოჯახო მეურნეობებზე არ ვრცელდებაცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მდგომარეობის გაუმჯობესება 2021 წლამდე მოსალოდნელი არ არის

2016 წელს გრძელდება იმ ნორმატიული აქტების აპროქსიმაცია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების რიგი დაავადებების აღმოფხვრას ემსახურება. 2016 წლის განმავლობაში ახალი სამიზნე დაავადებებია ქათმის გრიპი (2005/94/EC დირექტივა) და "ძროხების სიგიჟე" (999/2001რეგულაცია). ამავე დროს გრძელდება ღონისძიებები 2015 წლის გეგმით გათვალისწინებული აქტების განსახორციელებლად. კერძოდ, გადმოტანილი უნდა იყოს 92/66/EEC დირექტივა, რომელიც ნიუკასტლის დაავადების კონტროლის ღონისძიებებს ადგენს და აგრეთვე ღორის კლასიკური და აფრიკული ჭირის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოები - გადაწყვეტილებები 2002/106/EC და 2003/422/EC.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა