Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0020 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2018:
ბოლო განახლება: 2018-12-16

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

2018 წელს ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს სასურსათო ცხოველების ჯანმრთელობის ჩარჩო-დირექტივა 2002/99/EC, რომელიც  ადგენს ზოგად წესს: ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ უნდა დამზადდეს დაავადებული ცხოველებისგან, ან ცხოველებისგან, რომელიც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ცხოველი არც დაავადებულია და არც იმ ნახირიდანაა, რომელშიც დაავადებული ცხოველები აღმოჩნდა, არამედ უბრალოდ იმ ტერიტორიიდანაა, სადაც ეს ნახირი/ფერმა განთავსებულია, სურსათის დასამზადებლად მისი ხორცის/რძის გამოყენება დაიშვება მხოლოდ სათანადო დამუშავების/გაუვნებელყოფის შემთხვევაში.

აგრეთვე 2018 წლისთვისაა გათვალისწინებული ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელი ძირითადი აქტის, ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების კოდექსის (2001/82/EC დირექტივა) აპროქსიმაცია.

გაგრძელდება აგრეთვე ცხოველების/ფრინველების კონკრეტულ დაავადებათა აღმოფხვრაზე მიმართული ღონისძიებების აპროქსიმაცია. კერძოდ, 2018 წელს სამიზნე დაავადებებია ბლუტანგი (2000/75/EC დირექტივა) და ექინოკოკოზი (რეგულაცია 1266/2007).

2018 წელს დაიწყება არასასურსათო დანიშნულების ცხოველების გადაადგილების კონტროლის მარეგულირებელი აქტების აპროქსიმაცია. კერძოდ, გადმოტანილი იქნება 998/2003 რეგულაცია, რომელიც ადგენს შინაური ბინადარი ცხოველების ჯანმრთელობის მოთხოვნებს მათი არაკომერციული მიზნით გადაადგილებისას.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2002/99/EC დირექტივა - ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოებისა და დისტრიბუციისთვის
  • 998/2003 რეგულაცია - ჯანმრთელობის მოთხოვნები შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილებისას.
  • 2001/82/EC დირექტივა -ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების კოდექსი და მისი ცვლილება - დირექტივა 2004/28/EC;
  • 1662/95 რეგულაცია - სამედიცინო და ვეტერინარული გამოყენების პროდუქტების ბაზარზე დაშვების ღონისზიებები;
  • 470/2009 რეგულაცია - სურსათში ვეტპრეპარატების ნარჩენების ზღვრული ოდენობის დადგენის პროცედურები;
  • დაავადებები აღმოფხვრა-პრევენციის ღონისძიებები:
საქართველოს კანონმდებლობა