Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2019:
ბოლო განახლება: 2018-12-16

2019 წელს ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს ცხოველთა საკვების ჰიგიენის ზოგადი წესების დამდგენი 183/2005  რეგულაცია და მისი ქვენორმატიული აქტი (141/2007 რეგულაცია), რომელიც ცხოველთა ზოგიერთი საკვებდანამატის მწარმოებელთა აღიარების პროცედურას აწესებს.

2019 წელს გრძელდება ცხოველების/ფრინველების კონკრეტულ დაავადებების ან ზოონოზური აგენტების აღმოფხვრაზე მიმართული ღონისძიებების აპროქსიმაცია. კერძოდ, დაგეგმილია გადმოტანილი იყოს 92/119/EEC დირექტივა, რომელიც ღორის ვეზიკულარული დაავადების კონტროლის ღონისძიებებს ადგენს და აგრეთვე 2160/2003 რეგულაცია , რომელიც სალმონელას და სხვა ზოონოზური აგენტების კონტროლის ღონისძიებება განსაზღვრავს.

აგრეთვე გაგრძელდება არასასურსათო დანიშნულების ცხოველების გადაადგილების კონტროლის მარეგულირებელი აქტების აპროქსიმაცია. კერძოდ, გადმოტანილი იქნება 2004/68/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ვეტერინარულ მოთხოვნებს ველური ცოცხალი ჩლიქოსანი ცხოველების იმპორტისას.

2019 წლისთვის არის გათვალისწინებული ქართულ კანონმდებლობაში ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების რეცეპტის გარეშე დაშვების კრიტერიუმების გადმოტანა (2006/130/EC დირექტივა)

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა