Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0011 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2015:
ბოლო განახლება: 2018-12-16

მიმდინარეობს სტატიის შინაარსის განახლება

ასოცირების შეთანხმების მიხედვით 2015 წელს გათვალისწინებულია მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირება-რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ ნორმებთან.

ეს მოთხოვნები ფორმალურად შესრულებულია. თუმცა მათი სრულფასოვანი აღსრულება 2021 წლამდე მოსალოდნელი არ არის :

მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა. დებულების ძირითადი ნაწილი 2015 წლის 1 იანვრიდანვე ძალაშია, თუმცა ცხოველთა სადგომების სავალდებულო რეგისტრაცია, ახალდაბადებული ცხოველის 1 კვირის ვადაში რეგისტრაციის ვალდებულება, არაიდენტიფიცირებული საქონლის სასაკლაოზე დაკვლის აკრძალვა და არარეგისტრირებული საქონლის აღმოჩენისას სააგენტოს მიერ მისი განადგურების უფლება ძალაში უნდა შესულიყო 2018 წლიდან - იგულისხმებოდა რომ ამ ვადამდე ქვეყანაში არსებული მცხვილფეხა საქონლისა და მათი სადგომების რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ძირითადად დაასრულებდა. ეს არ მოხერხდა. შესაბამისად, 2017 წლის ბოლოს ამ ვადებმა 2021 წლამდე გადაიწია.

მსხვვილფეხა საქონლის რეგისტრაციის წესებით  სეზონურ საძოვრებისა და მათზე განთავსებული ცხოველების აღრიცხვის წესები ძალაში შევა 2019 წლიდან, ხოლო ნახირების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნორმები კი - 2020 წლიდან.

2015 წლის მაისის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აგრეთვე მიიღო წვრილფეხა საქონლის რეგისტრაციის წესი. დადგენილების ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა 2015 წლის 1 ივლისიდან, თუმცა ისეთი დებულებები, როგორიცაა სადგომის (ფარის) ფარგლებში ცხოველების რეგულარული ინვენტარიზაციის ვალდებულება, აგრეთვე არაიდენტიფიცირებული საქონლის სასაკლაოზე დაკვლის აკრძალვა და არარეგისტრირებული საქონლის აღმოჩენისას სააგენტოს მიერ მისი განადგურების უფლება ძალაში შედის 2018 წლიდან (2018 წლის 1 იანვრამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ქვეყანაში არსებული წვრილფეხა საქონლისა სადგომების რეგისტრაცია ძირითადად დაასრულოს). 2018 წლამდე დებულება ითვალისწინებს ფარის გადაადგილებას მფლობელის მიერ შევსებული გადაადგილების დოკუმენტის საფუძველზე. 2018 წლიდან კი სადგომის მფლობელი ვალდებული იქნება ფარის გადაადგილების თაობაზე სააგენტოს წინასწარ (1 კვირით ადრე) აცნობოს.

2015 წელს იწყება იმ ევროპული აქტების აპროქსიმაცია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ცხოველების რიგი დაავადებების აღმოფხვრა-პრევენციაზე არის მიმართული. ესენია:

ამავე წელს გადმოტანილი უნდა იყოს 96/22/EC დირექტივა, რომელიც სასურსათო ცხოველების მკურნალობისას გარკვეული ჰორმონების გამოყენებას კრძალავს.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა