Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0014 465216 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ცხოველური წარმოშობის სურსათი
 
ბოლო განახლება:

ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს-ოპერატორად ითვლება ყველა პირი, რომელიც კომერციული მიზნით ახორციელებს რომელიმე შემდეგ საქმიანობას:

  • შინაური ცხოველების/ფრინველების ცოცხლად ტრანსპორტირება დასაკლავად, დაკვლა-გატყავება, ხორცის დაჭრა და ძვლების მოშორება, ხორცის შენახვა და ტრანსპორტირება; აგრეთვე ნანადირევის მიღება-დამუშავება ბაზარზე განთავსების მიზნით;
  • დაკეპილი (გატარებული) ხორცის, მომზადებული (შეზავებული) ხორცის ან ძვლებიდან მექანიკურად გამოცალკევებული ხორცის ან ხორცპროდუქტების წარმოება;
  • ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების მოშენება-მოგროვება, დამუშავება, შეფუთვა, ტრანსპორტირება.
  • თევზის მოშენება, დაჭერა, მოკვლა, გამოშიგვნა, გაყინვა, შეფუთვა, ტრანსპორტირება, დამუშავება, ფილეს ან მექანიკურად გამოცალკევებული ხორცის წარმოება, თევზპროდუქტების წარმოება;
  • შინაური ჩლიქოსანი ცხოველების წველა, რძის მოგროვება, თერმული დამუშავება, შეფუთვა, ტრანსპორტირება, რძის პროდუქტების წარმოება;
  • კვერცხის წარმოება, შეფუთვა-დაფასოება, კვერცხის პროდუქტების წარმოება;
  • ბაყაყის ფეხებისა და ლოკოკინების დამუშავება-მომზადება ადამიანის მიერ მოხმარებისთვის;
  • ცხოველის ცხიმების გადადნობა. ჟელატინისა და კოლაგენის წარმოება.
  • კუჭის, შარდის ბუშტის, ნაწლავების დამუშავება ბაზარზე განთავსების მიზნით.

ყველა ასეთი პირი ვალდებულია არა მხოლოდ დარეგისტრირდეს სურსათის ბიზნეს-ოპერატორად, არამედ მიიღოს აღიარება (approval) - საიდენტიფიკაციო ნომერი ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს-ოპერატორების რეესტრში. აღიარების მისაღებად ობიექტი ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ შეუძლია ბიზნეს-ოპერატორს ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების განხორციელება.

ამ საქმიანობების წარმოებისას დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ ჰიგიენის ზოგადი წესები, არამედ აგრეთვე კონკრეტული საქმიანობისთვის დადგენილი სპეციალური წესებიც.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 853/2004 - ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
  • რეგულაცია 854/2004 - სახელმწიფო კონტროლის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
საქართველოს კანონმდებლობა