Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0008 465024 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



სურსათის ჰიგიენის მოთხოვნები
 
ბოლო განახლება:

ევროკავშირის 852/2004 რეგულაცია ადგენს ჰიგიენის სავალდებულო მოთხოვნებს სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში მონაწილე ყველა ბიზნეს-ოპერატორისთვის.

ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნები მოიცავს:

  • მოთხოვნებს საწარმოს/ობიექტის ან მისი ცალკეული სათავსოების მოწყობისადმი:
    • საწარმოს ტერიტორიაზე ობიექტების ადგილმდებარეობა, განლაგება, აღჭურვა და ზომა უნდა იძლეოდეს მათი რეგულარული შეკეთების, დასუფთავების და დეზინფექციისსაშუალებას;
    • საწარმოში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის საპირფარეშოები და ისინი სურსათის დამუშავების სათავსოებს უშუალოდ არ უნდა უკავშირდებოდეს;
    • აგრეთვე უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ხელსაბანები, ცივი და ცხელი წყლით, საპნით და ხელის გაშრობის საშუალებებით;
    • იმ სათავსოებში, სადაც სურსათი მზადდება, იატაკი, კედლები, კარებები და სხვა ზედაპირები დამზადებული უნდა იყოს გლუვი მასალისგან, რომელსაც არ აქვს შეწოვის უნარი, ადვილად ირეცხება და ექვემდებარება დეზინფექციას.
    • ფანჯრები, ჭერი და დანადგარები მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ გამოირიცხოს სადმე ჭუჭყის დაგროვება, ან კონდენსატის წარმოქმნა, ან ობის ზრდა;
    • თუ ფანჯრები იღება, ისინი აღჭურვლი უნდა იყოს მწერებისგან დამცავი ბადეებით, რომელთა მოხსნა და გაწმენდა
      უნდა შეიძლებოდეს;
    • სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირები და ინვენტარი დამზადებული უნდა იყოს კოროზიამდგრადი და არატოქსიკური
      მასალისგან;
    • საწარმოს ვენტილაცია და დრენაჟი მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ ჰაერი და სითხეები მოძრაობდეს უფრო სუფთა ტერიტორიიდან უფრო დაბინძურებულის მიმართულებით, მაგრამ არა პირიქით;
    • უნდა არსებობდეს საკმარისი სათავსოები (თუ საჭიროა _ მაცივრები) ნედლეულისა და დამუშავებული ან მზა სურსათის ერთმანეთისგან განცალკევებით შესანახად,
    • და სხვა
  • მოთხოვნებს საწარმოს ოპერირებისადმი:
    • საწარმოს მთელი ტერიტორია, აგრეთვე ის შენობები და სათავსოები სადაც სურსათი მზადდება, უნდა იყოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში (არ საჭიროებდეს შეკეთებას), რეგულარულად სუფთავდებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია იმ სიხშირით, რაც აუცილებელია სურსათის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
    • ასევე რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს ინსტრუმენტები, ხელსაწყოები და სხვა ინვენტარი.
    • ნედლეული, შესაფუთი მასალა და სხვა ინგრედიენტები უნდა ინახებოდეს და გამოიყენებოდეს ისე, რომ მათი დაბინძურება
      ან გაფუჭება გამოირიცხოს, მ.შ. აუცილებელია ე.წ. „ცივი ჯაჭვის“ (cold chain, ანუ უწყვეტი დაბალი ტემპერატურა) დაცვა.
    • დროულად უნდა ხდებოდეს სურსათის ნარჩენების გატანა სურსათის მომზადების სათავსოებიდან და მოთავსება ცხოველებისა და მწერებისგან დაცულ დახურულ კონტეინერებში, რომლებიც აგრეთვე სათანადო სიხშირით უნდა იცლებოდეს, სუფთავდებოდეს და უტარდებოდეს დეზინფექცია.
    • აღკვეთილი უნდა იყოს შინაური ცხოველების დაშვება საწარმოში.
    • საწარმოს პერსონალს უნდა ეცვას სუფთა ტანსაცმელი (სასურველია სპეცტანსაცმელი), ზედმიწევნით უნდა იცავდეს პირად
      ჰიგიენას, უნდა იყოს ჯანმრთელი, არ იყოს სურსათით გადატანადი დაავადებების მატარებელი.
    • სურსათთან შეხებაში მყოფი პირები უნდა გადიოდნენ რეგულარულ ინსტრუქტაჟს და წვრთნას სურსათის ჰიგიენის საკითხებში,
    • და სხვა.
  • მოთხოვნებს გამოყენებული ნედლეულის ან მასალისადმი:
    • სურსათთან შეხებაში მყოფი ან სურსათში დასამატებელი წყალი, ყინული ან ორთქლი უნდა წარმოადგენდეს სასმელი
      ხარისხის წყალს (გამონაკლისის სახით, დაუმუშავებელი ზღვის ცხოველები შეიძლება იმყოფებიდნენ უბრალოდ სუფთა წყალში);
    • დაუშვებელია ისეთი ნედლეულის ან ინგრედიენტების გამოყენება, რომელიც გაფუჭებულია, ან დაბინძურებულია, თუკი ჩვეულებრივი დამუშავების შედეგად ამ საფრთხეების საიმედო განეტრალება არ ხდება;
    • სურსათის შესაფუთ მასალად ან ტარად უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ისეთი მასალა, რომელიც სურსათის დაბინძურებას არ გამოიწვევს;
    • მეორადი ტარა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მისი ადექცატურად გასუფთავება
      და დეზინფექცია,
    • და სხვა.

ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების მორგება კონკრეტულ საწარმოზე/ობიექტზე უნდა მოხდეს "ჰასპის" სისტემის დანერგვის საშუალებით.

გარდა ამისა, 853/2004 რეგულაციით დაწესებულია ჰიგიენის დამატებითი მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს-ოპერატორებისთვის.

სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში მონაწილე ყველა ბიზნეს-ოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას და გაუფრთხილებელ კონტროლს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულებაზე.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 852/2004 - სურსათის წარმოების ჰიგიენური მოთხოვნები;
  • რეგულაცია 853/2004 - ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
საქართველოს კანონმდებლობა