Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0023 464848 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ცხოველური წარმოშობის სურსათის სპეციფიკა
 
ბოლო განახლება:

ევროკავშირში განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობისადმი. ამის მიზეზებია:

  1. ამ ტიპის სურსათში უფრო ხშირია მიკრობიოლოგიური ან ქიმიური დაბინძურების შემთხვევები;
  2. ამ ტიპის სურსათში უფრო ფართოა საფრთხეთა სპექტრი: აქ მნიშვნელოვანია არა მარტო სურსათის დაბინძურება მისი მომზადებისას ან მასალის არასაკმარისი სისუფთავე, არამედ იმ ცხოველის სიჯანსაღეც, რომლისგანაც დამზადდა პროდუქტი, აგრეთვე ცხოველის ორგანიზმში არსებული ისეთი მიკრობები, რომელიც თავად ცხოველს არ ვნებდა, მაგრამ ადამიანისთვის საზიანოა (მაგალითად სალმონელა).

ამიტომ ცხოველური წარმოშობის სურსათის ოპერატორები ვალდებულნი არიან, გარდა ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით დაიცვან ჰიგიენის განსაკუთრებული მოთხოვნები.

გარდა ამისა, ყველა ასეთი პირი ვალდებულია არა მხოლოდ დარეგისტრირდეს სურსათის ბიზნეს-ოპერატორად, არამედ მიიღოს აღიარება (approval) - საიდენტიფიკაციო ნომერი ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს-ოპერატორების რეესტრში. აღიარების მისაღებად საწარმო/ობიექტი ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ შეუძლია ბიზნეს-ოპერატორს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება. ყველა თავის ნაწარმზე მან უნდა დაიტანოს ნიშანი, სადაც მისი საიდენტიფიკაციო ნომერია მითითებული.

რაც შეეხება ამ ბიზნესოპერატორთა სახელმწიფო კონტროლს, მისი სიხშირე კონკრეტულ საქმიანობაზეა დამოკიდებული. მაგალითად სასაკლაოებს ან ხორცის პირველადი დამუშავების საწარმოებს სახემწიფო მოხელეებთან ყოველდღიუეი ურთიერთობა უწევთ, ვინაიდან სავალდებულოა, რომ ყველა დაკლული ცხოველის ტან-ხორცზე, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ (ან მისი ზედამხედველობის ქვეშ), დატანილი იყოს ამ ცხოველის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დამღა.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 853/2004 - ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
  • რეგულაცია 854/2004 - სახელმწიფო კონტროლის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
საქართველოს კანონმდებლობა