Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0017 465024 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ჰიგიენის დამატებითი მოთხოვნები
 
ბოლო განახლება:

ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს-ოპერატორებმა, გარდა ჰიგიენის ზოგადი ნორმებისა, უნდა დაიცვან აგრეთვე ჰიგიენის სპეციალური, დამატებითი მოთხოვნები.

ამ მოთხოვნათაგან პირველი ვრცელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის ყველა ბიზნეს-ოპერატორზე და მოიცავს მათ ვალდებულებას (საქმიანობის დაწყებამდე) მიიღონ ოფიციალური აღიარება (approval). ამისთვის მათ უნდა მიმართონ სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ ორგანოს, რომელმაც დადგენილ ვადაში უნდა მიავლინოს ინსპექტორი საწარმოს/ობიექტის შესამოწმებლად. თუ შემოწმება წარმატებულია, ბიზნესოპერატორი იღებს აღიარებას და საიდენტიფიკაციო ნომერს ცხოველური წარმოშობის სურსათის ბიზნეს-ოპერატორების რეესტრში, რომელიც მან ყველა თავის ნაწარმზე ამ სახით უნდა მიუთითოს:

(პირველი ორი ასო ქვეყნის ნიშანია, ამ შემთხვევაში - დიდი ბრიტანეთის.)

(ნიშანი აღებულია ვებ-გვერდიდან http://www.abcfoodsafety.co.uk/glossary)

სხვა მოთხოვნები დაყოფილია საქმიანობის მიხედვით და როგორც წესი, წარმოადგენს ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაკონკრეტებას.

გარდა ამისა, დაწესებულია სხვა დამატებითი მოთხოვნებიც. მაგალითად სასაკლაოებისთვის წაყენებულია მოთხოვნა ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის თაობაზე (ცხოველის წინასწარი სადგომები სასმელი წყლით, საკლავ საცავში ცხოველის გადაყვანისას მისი დაუყოვნებლივი მოკვდინება). გარდა ამისა, სასაკლაოები ვალდებულნი არიან არ მიიღონ საკლავი ცხოველი მისი ჯანმრთელობის ცნობის და მისი კვების თაობაზე დოკუმენტაციის გარეშე. სავალდებულოა დასაკლავი და დაკლული ცხოველის ვეტერინარული შემოწმება და ტან-ხორცზე ჯანმრთელობის დამღის დატანა - სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ. შესახედავად იგი ისეთივეა, როგორც ზემოთ მოცემული საიდენტიფიკაციო ნიშანი, თუმცა გარდა სასაკლაოს საიდენტიფიკაციო ნომრისა, მასზე აგრეთვე შესაძლოა ვეტერინარის საიდენტიფიკაციო ნომერიც იყოს მითიტებული.

მხოლოდ ჯანმრთელობის დამღის მქონე ხორცი შეიძლება იყოს შემდგომ გამოყენებული.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 853/2004 - ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
  • რეგულაცია 854/2004 - სახელმწიფო კონტროლის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
საქართველოს კანონმდებლობა