Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0006 465152 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ენერგეტიკა
ბოლო განახლება: 2021-07-04

მიმდინარეობს შესრულების შეფასება

ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული ვალდებულებები ასოცირების შეთანხმების ორ ნაწილში არის განთავსებული:

ასოცირების შეთანხმების მე-6 კარის მე-2 თავი ითვალისწინებს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:

  • ენერგეტიკული სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • კონკურენტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება;
  • რეგიონული ენერგეტიკული საკითხები;
  • ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო გარემოს შექმნა;
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება ენერგორესურსების დივერსიფიცირებისათვის;
  • ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცება;
  • ენერგორესურსებით ვაჭრობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაღრმავება;
  • ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა;
  • განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება;
  • სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა;
  • ბირთვული უსაფრთხოება და რადიაციული დაცვა.

გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმების ამ ნაწილის თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შეთანხმების XXV დანართში და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს შეერთების ოქმში მითითებულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან, იქვე მითითებულ ვადებში. ეს კანონმდებლობა ეხება:

  • ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას,
  • განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ხელშეწყობას,
  • ენერგიის დაზოგვისა და ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობას,
  • გარემოს დაცვის საკითხებს (განხილულია გარემოსდაცვით ნაწილში).

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო რეგულარულად ამოწმებს წევრების მიერ ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობას. შესაბამისი ანგარიშები ხელმისაწვდომია გაერთიანების ვებ-გვერდზე.

სხვა შეფასებები:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები

შესრულების ოფიციალური შეფასებები

ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირების ინგლისურ ვერსიაზე. მითითებულია ხელმისაწვდომი ქართული თარგმანებიც.

ელექტროენერგია

ბუნებრივი აირი

  • 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი აირის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ
  • (EC) N 715/2009 რეგულაცია, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ
  • რეგულაცია 2016/1952 -  ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობა მომხმარებლებისათვის;
  • 2017/1938 რეგულაცია - ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოების ზომები.

ნავთობი

  • 2009/119/EC დირექტივა - ნავთობის ან ნავთობპროდუქტების მინიმალური მარაგების აუცილებლობა.

ნახშირწყალბადის რესურსების ძიება და მოპოვება

  • 94/22/EC დირექტივა - ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობები

განახლებადი ენერგია

  • დირექტივა N2009/28/EC - განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობა;

ენერგოეფექტურობა

ენერგეტიკული სტატისტიკა

საქართველოს კანონმდებლობა

კანონპროექტები:

გეგმები და სტრატეგიები

კომპეტენტური უწყებები

ოფიციალური ანგარიშები