Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 465232 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს შეერთების ოქმი
 
ბოლო განახლება: 0000-00-00

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმი

შენიშვნა: საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა 2017 წლის 1 ივლისს.

ერთი მხრივ, „ენერგეტიკული გაერთიანება“, „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების“ (შემდგომში – ხელშეკრულება) თანახმად,

და, მეორე მხრივ, საქართველო,

ითვალისწინებენ რა, „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგებს,

ითვალისწინებენ რა, „ენერგეტიკული გაერთიანების“ მინისტრთა საბჭოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების თაობაზე თანხმობის შესახებ (გადაწყვეტილება 2016/18/MC-EnC),

ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო არ არის პირდაპირ დაკავშირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარისა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელთან, და რომ საჭიროა სპეციფიკური მიდგომების განსაზღვრა ბუნებრივი გაზის მთავარ გადამცემ  ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში, რომელიც ძირითადად გამოიყენება საქართველოს გავლით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის,

ითვალისწინებენ რა, რომ საქართველო 2007 წელს გახდა „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამკვირვებელი, ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურის მართვის პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

1. საქართველო უერთდება „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას“, როგორც ხელშემკვრელი მხარე იმ პირობებისა და წესების გათვალისწინებით, რომელიც ასახულია  წინამდებარე ოქმში.

2. თუ სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული ოქმში, მიერთების თარიღისთვის, საქართველო ისარგებლებს ხელშემკვრელი მხარისათვის მოქმედი ყველა უფლებით და დაეკისრება ყველა ვალდებულება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეებისთვის  ხელშეკრულება და ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პროცედურული აქტები მისი ძალაში შესვლის დღიდან.

მუხლი 2

1. „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელი ხელშეკრულების II კარსა და მასთან დაკავშირებულ დანართებთან თანხვედრაში მოყვანის მიზნით, „ენერგეტიკული გაერთიანების“ კანონმდებლობის (acquis communautaire) იმპლემენტაციის ვადებზე განრიგი განისაზღვრება შემდეგნაირად:

დირექტივა N2009/73/EC ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების დაწესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/55/ EC 2020 წლის 31 დეკემბრისთვის
რეგულაცია (EC) N715/2009 ბუნებრივი  გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC) N1775/2005 2020 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2004/67/EC ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

2020 წლის 31 დეკემბრისთვის
დირექტივა N2009/72/EC ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/54/ EC 2018 წლის 31 დეკემბრისთვის
რეგულაცია N714/2009 (EC) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის სისტემებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC) N1228/2003 2018 წლის 31 დეკემბრისთვის

დირექტივა N2005/89/EC ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ

2019 წლის 31 დეკემბრისთვის
დირექტივა N85/337/EEC ზოგიერთი სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზეგავლენის შეფასების შესახებ,  რომელშიც ცვლილებები შეტანილია 97/11/EC და 2003/35/EC დირექტივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, აღნიშნული დირექტივა სრულად შესრულდება 2017 წლის 1 სექტემბრისათვის
დირექტივა N1999/32/EC ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, აღნიშნული დირექტივა სრულად შესრულდება 2021 წლის 1 სექტემბრისათვის
დირექტივა 2001/80/EC წვის დიდი ქარხნებიდან ზოგიერთი დამაბინძურებლის ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ 2018 წლის 31 დეკემბრისთვის
სამრეწველო ემისიების შესახებ (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი) დირექტივა N2010/75/EU-ის თავი III, დანართი V და მუხლი 72(3)-(4)  - ახალი სადგურებისთვის 2018 წლის 1 სექტემბრისათვის
სამრეწველო ემისიების შესახებ (დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი) დირექტივა N2010/75/EU-ის თავი III, დანართი V და მუხლი 72(3)-(4)  - არსებული სადგურებისთვის 2026 წლის 1 სექტემბრისთვის
დირექტივა N79/409/EC, მუხლი 4(2), გარეული ფრინველების დაცვის შესახებ 2019 წლის 1 სექტემბრისთვის
დირექტივა N2009/28/EC განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა და მოგვიანებით გაუქმდა დირექტივა N2001/77/ EC და დირექტივა N2003/30/ EC 2018 წლის 31 დეკემბრისთვის
დირექტივა N2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც  ცვლილებები შეაქვს N2009/125/EC და N2010/30/EU დირექტივებში და აუქმებს დირექტივებს N2004/8/EC და N2006/32/EC 2018 წლის 31 დეკემბრისთვის
დირექტივა N2010/30/EU ენერგომოხმარების პროდუქტების მიერ ენერგიისა და სხვა წყაროების მოხმარების მითითების შესახებ ეტიკეტირებისა და პროდუქციის შესახებ სხვა სტანდარტული ინფორმაციის განთავსების გზით (შესწორებული) 2018 წლის 31 დეკემბრისთვის
დირექტივა N2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ (შესწორებული) 2019 წლის 30 ივნისისთვის
დირექტივა 2009/119/EC წევრ ქვეყნებზე ნედლი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური სარეზერვო მარაგების უზრუნველყოფის ვალდებულების შესახებ 2023 წლის 1 იანვრამდე
დირექტივა 2008/92/EC სამრეწველო სფეროში საბოლოო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით „გაერთიანების“ პროცედურის შესახებ (შესწორებული) 2017 წლის 31 დეკემბრისთვის
რეგულაცია (EC) No 1099/2008 ენერგეტიკული სტატისტიკის შესახებ 2017 წლის 31 დეკემბრისთვის

2. ევროკომისიის 2009/72/EC დირექტივისა და 2009/73/EC დირექტივის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილი მომხმარებლები გახდნენ:

[31 დეკემბერი 2018] წლიდან, ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი; და

[31 დეკემბერი 2019] წლიდან, ყველა მომხმარებელი.

3. ხელშეკრულების მე-19 მუხლში, მითითება „ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან [მეექვსე თვეს]“ ნიშნავს „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში].“ ხელშეკრულების 22-ე მუხლში, მითითება „სიის  დამტკიცებიდან [ერთ წელიწადში]“ ნიშნავს  „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში]“. ხელშეკრულების 29-ე მუხლში, მითითება „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან [ერთ წელიწადში]“ ნიშნავს „საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში]“.

4. ხელშეკრულების მე-15 მუხლის შესრულება საქართველოსთვის სავალდებულოა საქართველოს გაწევრიანების თარიღიდან [ერთ წელიწადში].

5. სამხრეთ კავკასიის მილსადენი[1] და ჩრდილოეთ-სამხრეთის[2] მაგისტრალური მილსადენი გათავისუფლებულია ევროკომისიის 2009/73/EC დირექტივისა და (EC) No 715/2009 რეგულაციის მოთხოვნების შესრულებისაგან 2026 წლის 31 აგვისტომდე, „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

6. გაწევრიანების შესახებ წინამდებარე ოქმი არ გავრცელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორის შეთანხმებაზე, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებსა და მის ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის საქმიანობებს.

7. ამ ოქმის 2(5) და 2(6) მუხლების შესრულებასთან დაკავშირებით, დადასტურებულია, რომ საქართველო გათავისუფლებულია ხელშეკრულების გავრცელებისგან ბუნებრივი გაზის საზღვართშორისი ტრანსპორტირების (ტრანზიტის)  სამართლებრივი და/ან მარეგულირებელი რეჟიმის და/ან ვადებისა და პირობების განსაზღვრის საკითხში, აგრეთვე, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული მთავრობათაშორისი შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით გაფორმებული არსებული ხელშეკრულებების ვადებსა და პირობებთან მიმართებაში.

8. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, მე-5 პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვის შემდგომ, მოცემული მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული დებულებები დაექვემდებარება გადახედვას.

მუხლი 3

1. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ბიუჯეტში საქართველოსა და სხვა ხელშემკვრელი მხარეების საწევრო შენატანი განისაზღვრება პროცედურების შესახებ აქტით, რომელიც მიიღება ხელშეკრულების 73-ე მუხლის მიხედვით. გამოყენებული მეთოდოლოგია დაეფუძნება პროპორციულ განაწილებას, რომელიც გამოითვლება მთლიანი შიდა პროდუქტისა (GDP) და მთლიანი პირველადი ენერგიის მიწოდების ცვლადების გამოყენებით.

2. საქართველოს მხრიდან პირველი საწევრო შენატანის გადახდა განხორციელდება გაწევრიანებიდან პირველ საბიუჯეტო წელს.

მუხლი 4

1. გაწევრიანების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურებს საქართველო დაიწყებს „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამაარსებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ „ენერგეტიკული გაერთიანების“ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

2. „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანება ძალაში შედის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულებიდან მეორე თვის პირველ დღეს. შეტყობინება ეგზავნება ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც იქნება ოქმის დეპოზიტარი.

       შესრულებულია სარაევოში, 14 ოქტომბერი, 2016

 

     ენერგეტიკული გაერთიანების სახელით                               საქართველოს სახელით

 

დანართი

ოქმის შესრულების შესახებ ერთობლივი განცხადება

1. ხელშემკვრელ მხარეს ან ევროკავშირის წევრ ქვეყანას შორის ენერგორესურსებით საზღვართშორისი ვაჭრობის შესახებ ოქმით გათვალისწინებული „ენერგეტიკული გაერთიანების“  კანონმდებლობის (acquis communautaire) 2(1) და 2(2) მუხლებში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის პირდაპირ დაკავშირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელთან. საქართველო დაიწყებს მოცემული წესებისა და პრინციპების ამოქმედებას ნემისმიერი ხელშემკვრელი მხარისა ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მას შემდეგ, რაც იგი ფიზიკურად დაუკავშირდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელს. იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშემკვრელი მხარე ან ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები და პრინციპები დარჩება ეროვნული კანონმდებლობის კომპეტენციის საგანი.

2. ხელშეკრულების II კარში IV თავის (კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა) დებულებების ამოქმედებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ საქართველო ამჟამად არის იზოლირებული ბაზარი, რომელსაც არ გააჩნია პირდაპირი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელები „ენერგეტიკული გაერთიანების“ რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ქსელთან. საქართველო ხელს შეუწყობს და გამოიყენებს ამ დებულებებს, როდესაც ხელშემკვრელ მხარეებს შორის ვაჭრობაზე მოახდენს გავლენას.

3. 2018 წლის 31 დეკემბრისათვის ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ 2009/72/EC დირექტივისა და 2019 წლის 31 დეკემბრისათვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ 2005/89/EC დირექტივის შესრულების მიზნით, გათვალისწინებულ იქნება ტესტირებისათვის და შესაბამისი ქმედითი დებულებებისა  და ბაზრის ინსტრუმენტების დანერგვისთვის საჭირო დამატებითი  ერთწლიანი  პერიოდი.

4. ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების განსაზღვრის მიზნით, საქართველომ შესაძლოა გააგრძელოს ინვესტორებთან აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმდა წინამდებარე ოქმის ხელმოწერამდე. „ენერგეტიკული გაერთიანების“ ხელშეკრულებასთან მოცემული ვალდებულებების პოტენციური შეუთავსებლობების აღმოფხვრის მიზნით საქართველო სამდივნოსთან ერთად ჩაერთვება საკითხის განხილვაში, არაუგვიანეს 2(1) და 2(2) მუხლების ამოქმედებისა.

5. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობის შესახებ 2009/28/EC დირექტივის იმპლემენტაცია და, შესაძლებლობების ფარგლებში,  საქართველოსთვის 2020 წლისთვის განახლებადი ენერგიის სამიზნე დონე განისაზღვრება „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოს კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ.

6. მოცემულ 2001/80/EC, 2012/27/EU, 2009/28/EC, 2010/30/EU და 2010/31/EU დირექტივებთან მიმართებაში, მინისტრთა საბჭოს მიერ შემდეგი გადაწყვეტილებების 2015/08/MC-EnC, 2013/05/MC-EnC, 2012/04/MC-EnC, 2014/02/MC-EnC და 2010/02/MC-EnC საფუძველზე მიღებულ იქნა საყოველთაო იმპლემენტაციის ვადებისაგან განსხვავებული ვადები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ექნება  ხელშემკვრელი მხარეების მსგავსად ადაპტირებული ვადები, რომელსაც დაემატება 12-თვიანი საშეღავათო პერიოდი. წინამდებარე ოქმის ხელმოწერიდან ერთ თვეში, აღნიშნულ დირექტივებთან მიმართებაში სამდივნო ცხრილის სახით გაწერს საქართველოსთვის სავალდებულო ვადებს.


[1] სამხრეთ კავკასიის მილსადენი ნიშნავს SCP პროექტს, რომელიც განისაზღვრება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების მიხედვით.

[2] ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენი არის საქართველოს  მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს 1200/1000 მმ დიამეტრის გაზსადენის ნაწილებს (როგორც შეიძლება იყოს აღდგენილი, შეკეთებული, შეცვლილი, განახლებული, გადაკეთებული და/ან გადაადგილებული), რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის.