2025 წელს გათვალისწინებულია 211/2013 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც აწესებს სერტიფიკატის მოთხოვნებს ღივებისა[1] და მათი წარმოებისათვის გამიზნული თესლების იმპორტისას. თავად ღივების წარმოებაზე საგანგებო კონტროლის დაწესება 2024 წელს არის გათვალისწინებული.
2025 წელს გათვალისწინებულია ევროკომისიის ორი რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც სურსათში დიოქსინებისა და ფურანების შემცველობის რეგულარულ მონიტორინგს ითხოვს და მათი შემცველობის შემცირების ზომებს ადგენს (რეკომენდაციები 2011/516/EU და 2006/794/EC). აგრეთვე გათვალისწინებულია 589/2014 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც სურსათში დიოქსინების და ფურანების გაზომვის მეთოდებს განსაზღვრავს.
2025 წელს დაგეგმილია 1829/2003 რეგულაციის კიდევ ერთი ქვენორმატიული აქტის - 503/2013 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობეში, რომელიც გმ სურსათის ავტორიზაციის პროცედურებს აზუსტებს.
2025 წელს გრძელდება წინა წელს დაწყებული ნორმატიული პაკეტის აპროქსიმაცია, რომელიც ცხენისებრთა იმპორტის პირობებს ეხება.
2025 წელს დაგეგმილია 90/427/EEC დირექტივის გადმოტანა რომელიც რეგისტრირებული, სუფთა ჯიშის ცხენისებრი ცხოველებით ვაჭრობის წესებს ადგენს.
2025 წელს გათვლისწინებულია საქართველოს კანონმდებლობასი იმ აქტის გადმოტანა, რომელიც მცენარის იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტის - მცენარის პასპორტის ფორმას ადგენს (92/105/EEC დირექტივა). გათვალისწინებულია აგრეთვე მცირე დამატების შეტანა 2016 წელს გადმოტანილ რეგისტრაციის წესებში (93/50/EEC დირექტივა).
რაც შეეხება მცენარეთა კონკრეტულ მავნებლებთან ბრძოლის ზომებს, 2025 წელს დაგეგმილია 2012/697/EU გადაწყვეტილების გადმოტანა, რომელიც Pomacea (Perry) ჯიშის ლოკოკინას წინააღმდეგ მიმართული ზომებს ითვალისწინებს.
2025 წელს გაგრძელდება 2023 წლის საქმიანობა, ქართულ კანონმდებლობაში იმ დირექტივების ქვენორმატიული აქტების გადმოტანის მხრივ, რომელიც 2019-2020 წლებში იქნა მიღებული. კერძოდ, ამ აქტებით დადგინდება ბოსტნეულის თესლების გამოცდის წესები (დირექტივა 2003/91/EC), სათესლე კარტოფილის კატეგორიები და მოთხოვნები მათდამი (დირექტივები 2014/20/EU და 2014/21/EU) და ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები (გადაწყვეტილება 97/125/EC).
---------------------
[1] სხვადასხვა მცენარის გაღვივებული თესლები, რომელიც სალათებში, უმად გამოიყენება.