2024 წელს გრძელდება იმ აქტების აპროქსიმაცია, რომელიც არასასურსათო დანიშნულების ცხოველების ტრანსასაზღვრო გადაადგილების ვეტერინარულ კონტროლს ითვალისწინებს. კერძოდ, 2024 წელს გათვალისწინებულია ცხენისებრთა და ველური ფრინველების იმპორტის ღონისძიებების კონტროლის მარეგულირებელი აქტების გადმოტანა (90/426/EEC დირექტივა და139/2013 რეგულაცია).
2024 წელს გათვალისწინებულია 2002/32/EC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვებში დამბინძურებელი ან სხვა არასასურველი ნივთიერებების ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს ადგენს. დაგეგმილია აგრეთვე ცხოველთა საკვებში დიოქსინებისა და ფურანების მონიტორინგის რეკომენდაციის გათვალისწინება (2004/704/EC რეკომენდაცია).
2024 წელს აგრეთვე გათვალისწინებულია 90/167/EEC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ე.წ. პრემიქსების[1] გაყიდვის წესებს ადგენს.
------------------------
[1] პრემიქსი - ცხოველის საკვები, რომელსიც შერეულია ვეტერინარული სამკურნალო საშუალება.