2021 წელს დაგეგმილია ცხოველთა საკვების დანამატების მარეგულირებელი 1831/2003 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. რეგულაციის მიხედვით ცხოველის საკვების დანამატის ბაზარზე დაშვებას სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაცია ესაჭიროება. გათვალისწინებულია ქვენორმატიული აქტების გადმოტანაც, რომელიც ამ ავტორიზაციის პროცედურებს აკონკრეტებს (რეგულაციები 378/2005 და 429/2008). ევროკავშირში ამჯამად ავტორიზებული დანამატების რეესტრი ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
აგრეთვე 2021 წელს არის გათვალისწინებული ქართულ კანონმდებლობაში 152/2009 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვების შემადგენლობისა და უვნებლობის შემოწმების ლაბორატორიული მეთოდების აღწერას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ცხოველთა საკვების ჰიგიენისა და ბაზარზე განთავსების სხვა მოთხოვნების დაცვის კონტროლი სურსათის კონტროლის იმავე აქტებით რეგულირდება, რომელთა გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში 2015 წელს უნდა დასრულდეს.
----------