Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0011 465232 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



კონკურენციის დაცვის საერთაშორისო ნორმები
 
ბოლო განახლება: 2016-01-01

1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო კონკურენციის შემზღუდავი ბიზნეს-საქმიანობის კონტროლის პრინციპები[1], სადაც მოყვანილია ყველაზე გავრცელებული შეთანხმებული ქმედებების მაგალითები, რომლითაც მეწარმეები ცდილობენ ხელოვნურად შეზღუდონ კონკურენცია ბაზარზე. ესენია:

  • ურთიერთშეთანხმება ფასების, ან ვაჭრობის სხვა პირობების თაობაზე;
  • ურთიერთშეთანხმება ტენდერში მონაწილეობისას (Collusive tendering);
  • ბაზრის ან მომხმარებლების გადანაწილება;
  • ერთმანეთისთვის ზღვრების/კვოტების დაწესება რისიმე წარმოებაზე ან გაყიდვაზე;
  • შეთანხმებული უარი რაიმეს შეძენაზე ან მიწოდებაზე (ბოიკოტი);
  • კონკურენციისთვის მნიშვნელოვან რაიმე საშუალებებისადმი (მაგალითად, საკომუნიკაციო)[2] ან გაერთიანებებში (მაგალითად, პროფესიულ გაერთიანებებში) ბაზრის მოთამაშის კოლექტიურად არდაშვება.

კონკურენციის კონტროლის პრინციპების მიხედვით, ყველა ასეთი შეთანხმებული ქმედება კონკურენტ ეკონომიკურ აგენტეს შორის უნდა აიკრძალოს.

1980 წლიდან, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითრების კონფერენცია (UNCTAD) ატარებს საერთაშორისო შეხვედრას ამ პრინციპების გადასახედად. განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ორგანიზაციის მიერ მომზადებულია კონკურენციის დაცვის სამოდელო კანონი და მისი განმარტებები, რომელიც აგრეთვე რეგულარულად გადაიხედება.

იხ. აგრეთვე: კონკურენციის დაცვა ევროკავშირში

 

[1] დოკუმენტის ზუსტი დასახელებაა: „შემზღუდავი ბიზნეს-პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული თანასწორი პრინციპებისა და წესების კრებული (Set of Multilaterally Agreed Equitable Principles and Rules for the Control of Restrictive Business Practices, მიღებულია გაერის 35/65 რეზოლუციით, იხ: The United Nations Set of Principles on Competition). შემუშავდა და დამტკიცდა 1978-80 წლებში გამართულ „შემზღუდავი ბიზნეს-პრაქტიკის თაობაზე“ გაეროს კონფერენციის მიერ.

[2] მაგალითების წყაროა UNCTAD Model law on Competition, Part II, Chapter III, par 45-46.