შესრულების ჯამური მაჩვენებელი: 63%
ვალდებულება* |
რა გაკეთდა | ძირითადი პრობლემები | შესრულება % |
---|---|---|---|
არაცხოველური წარმოშობის სურსათის სასაზღვრო შემოწმება | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია და ძალაშია. საზღვარზე შესაბამისი კონტროლი ხორციელდება | მარეგულირებელი აქტის მოქმედი ვერსიის ტექსტის გაცნობა ფასიანია | 85% |
ქვეყანაში ზოონოზური დაავადებების და მათი გამომწვევების მონიტორინგი | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია და ძალაშია. გარკვეული მონიტორინგი ხორციელდება | დაავადებების მონიტორინგის ანგარიში არ მზადდება. მონიტორინგის შედეგები ხელმისაწვდომი არ არის | 57% |
დიეტური და საბავშვო კვებისთვის გამიზნული სურსათის რეგულირება | შესაბამისი ნორმატიული აქტი ძალაშია. შესაბამისი სურსათის მონიტორინგი ხორციელდება. დარღვევები არ არის | მარეგულირებელი აქტის მოქმედი ვერსიის გაცნობა ფასიანია | 89% |
სუბპროდუქტებით ვაჭრობის ვეტერინარული წესები | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია და ძალაშია | სააგენტო ამ სფეროს საერთოდ არ აკონტროლებს | 42% |
ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტების რეგულირების ვეტერინარული წესები | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია და ნაწილობრივ ძალაშია. 5 საწარმო აღიარებულია და უტარდება რეგულარული ინსპექტირება. ევროკავშირმა დაუშვა საქართველოში წარმოებული ბინადარი ცხოველების საკვების იმპორტი |
მარეგულირებელი აქტი ძალაშია მხოლოდ ზოგიერთი პროდუქტისთვის. აღიარებული საწარმოების ინსპექტირების და მათი პროდუქციის მონიტორინგის შედეგები არ ქვეყნდება |
|
მსხილფეხა საქონლით და ღორებით ვაჭრობის ვეტერინარული წესები | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია | აქტი ძალაში არ არის (ძალაში შედის 2023 წელს), მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს | 21% |
წყლის ცხოველებთან დაკავშირებული ვეტერინარული მოთხოვნები | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია | აქტი ძალაში არ არის (ძალაში შედის 2023 წელს), მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს | 21% |
კარტოფილის რგოლური სიდამპლის და კარტოფილის მურა სიდამპლის კონტროლი | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია და ძალაშია. ტარდება მცირე მონიტორინგი | საერთაშორისო მონაცემეებით ორივე დაავადება საქართველოში დაფიქსირებულია, თუმცა მონიტორინგის მონაცემებში ეს არ ჩანს. დაავადების სისტემატიური კვლევა და აღმოფხვრის ზომები არ ტარდება | 54% |
* ვალდებულებები დაჯგუფებულია ჩვენს მიერ. ვალდებულებათა ჯგუფის შესრულება გაშუქებულია იმ წლის პანელში, რომელშიც ამ ჯგუფის ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული აქტის ტრანსპოზიცია უნდა მომხდარიყო, თუმცა შესაბამისი ციფრული მაჩვენებელი გათვალისწინებულია ყველა იმ წლის ჯამურ შესრულების მაჩვენებელში, რომელშიც ამ ჯგუფში შესული თითოეული ევროპული აქტის ტრანსპოზიცია უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, ამ წლის ჯამური შესრულება არ წარმოადგენს მხოლოდ ზემოთ ცხრილში აღწერილი ვალდებულებების შესრულების ფუნქციას, არამედ მასში გათვალისწინებულია ამ წლის სხვა ვალდებულებებიც. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხ. თითოეული ჯგუფისა და ასევე ყოველი წლის ვალდებულებების რიცხობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების ცხრილები და მათი კომენტარები.