Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0026 465264 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



სურსათის იმპორტ-ექსპორტის რეგულირება
 
ბოლო განახლება:

სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტ-ექსპორტის მარეგულირებელი აქტების ევროპულთან აპროქსიმაცია ასოცირების შეთანხმებით 2015 წლიდანვე იწყება.

პირველ რიგში ეს არის ის ევროპული აქტები, რომლებიც სურსათის სახელმწიფო კონტროლის წესებს განსაზღვრავს: სურსათის კონტროლის ზოგადი წესების დამდგენი რეგულაცია 882/2004 და ცხოველური წარმოშობის სურსათის განსაკუთრებული კონტროლის წესების დამდგენი რეგულაცია 854/2004. ეს ორივე დოკუმენტი ითვალისწინებს როგორც შიდა ბაზრის, ასევე იმპორტირებული პროდუქციის მკაცრ კონტროლს.

დამატებით, 2017 წელს გადმოტანილი იქნება აქტები, რომელიც საბაჟოზე სხვადასხვა ტიპის სურსათის და ცხოველის საკვების პარტიების ფიზიკური შემოწმების სიხშირეს ადგენს (94/360/EC გადაწყვეტილება და 669/2009 რეგულაცია).

ამავე წელს ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს აქტები, რომელიც ადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს ევროკავშირის ფარგლებში საექსპორტო ცოცხალი ცხოველებისადმი (64/432/EEC დირექტივა - მსხვილფეხა საქონელი და ღორები), აგრეთვე მათი ნაკლავის (ტან-ხორცის) და თანა-პროდუქტებისადმი (92/118/EEC დირექტივა).

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

პროდუქცია:

ცოცხალი ცხოველები:

საქართველოს კანონმდებლობა