Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111



2016:
ბოლო განახლება: 2018-12-12

მიმდინარეობს მონაცემების შეტანა

შესრულების მაჩვენებელი: % 

ვალდებულება

შესრულების მდგომარეობა პრობლემები შესრულება %
ევროკავშირის მოთხოვნებს დაუახლოვდეს: კანონმდებლობა პრაქტიკა
სურსათში დაშვებული საკვენბდანამატები      

%

სურსათში დასამატებლად დაშვებული მინერალები და ვიტამინები  

 

  %
პესტიციდების და ვეტ-პრეპარატების ნარჩენების დაშვებული დონე სურსათში       %
სურსათის ეტიკეტი და სხვა ინფორმაცია       %

 

2016 წელს საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში  მოვა სურსათის ფორტიფიცირების[1] მარეგულირებელ ევროპულ აქტთან - 1925/2006 რეგულაციასთან. რეგულაცია ადგენს სურსათის ფორტიფიცირებისთვის დაშვებულ და აკრძალულ ნივთიერებათა ჩამონათვალს და აგრეთვე სახელმწიფოს ვალდებულებას შეაფასოს ამ გზით მოსახლეობის მიერ ნუტრიენტების მიღება.

გარდა ამისა, 2016 წელს შეიცვლება საქართველოში დაშვებული საკვებდანამატების ჩამონათვალი - გადმოტანილი იქნება 1333/2008 რეგულაცია, რომელიც შეიცავს ევროკავშირში დაშვებული საკვებდანამატების ჩამონათვალს. ეს რეგულაცია აგრეთვე  უთითებს სურსათს, რომელშიც თითოეული საკვედანამატი დაშვებულია და ამ დანამატების ზღვრულ შემცველობებს საბოლოო სურსათში (ევროპაში დაშვებული საკვებდანამატები და მათი გამოყენების პირობები ხელმისაწვდომია მონაცემთა  ბაზის სახით). ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს თავად საკვებდანამატების (როგორც ცალკე პროდუქტის) სისუფთავის მოთხოვნებს (231/2012 რეგულაცია), ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნება 2019 წელს.

2016 წელს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში სურსათის უვნებლობისათვის ორი ძალზე მნიშვნელოვანი აქტის გადმოტანა:

  • სურსათში პესტიციდების ნარჩენების ზღვრული დასაშვები ოდენობების დამდგენი ევროპული ნორმის  - 396/2005 რეგულაციის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა. ეს რეგულაცია ადგენს სხვადასხვა პესტიციდების (დღესდღეობით მითითებულია 31 აქტიური ნივთიერება) ნარჩენების ზღვრულ დასაშვებ შემცველობას სასურსათო პროდუქტებში. რეგულაცია აგრეთვე ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას ახოციელოს პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენების მონიტორინგი და რეგულარულად გამოაქვეყნოს შედეგები ინტერნეტში (პროდუქტების წარმომავლობის მითითებით). ამ რეგულაციის დამხმარე აქტები მიღებული იქნება 2017-2018 წლებში: 2017 წელს დაგეგმილია იმ ევროპული რეგულაციის გათვალისწინება, რომელიც პესტიციდების ტესტირების ლაბორატორიების  ხარისხის რეგულარულ კონტროლს ითხოვს (რეგულაცია 645/2000), 2018 წელს კი - ამ მონიტორინგისთვის სინჯის აღების წესების დამდგენი დირექტივის გადმოტანა (2002/63/EC დირექტივა).
  • ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების მარეგულირებელი 37/2010 რეგულაციის გადმოტანა. რეგულაცია კონკრეტულად ადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების  ნარჩენების ზღვრულ დაშვებულ ოდენობებს ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა სურსათში. ამ რეგულაციის დამხმარე აქტების ნაწილი 2015 წლებში უნდა იყოს გადმოტანილი, ნაწილი კი - 2016-18 წლებში გადმოვა. კერძოდ, 2015 წელს გადმოტანილი უნდა იყოს 96/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას აწარმოოს ფარმაკოლოგიური ნარჩენების მონიტორინგი ცხოველური წარმოშობის სურსათში და 97/747/EC გადაწყვეტილება, რომელიც ამ მონიტორინგისათვის სინჯების აღების მოთხოვნებს აკონკრეტებს. 2016 წელს გადმოტანილი იქნება 2002/657/EC გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ტესტირების მეთოდებისადმი; ხოლო 2018 წელს გადმოტანილი იქნება 470/2009 რეგულაცია, რომელიც ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების ზღვრული დონეების დადგენის პროცედურებს განსაზღვრავს (და ამდენად ამ დონეების გადახედვის შესაძლებლობას ქმნის).

2016 წელს აგრეთვე დაგეგმილია მიკოტოქსინების, მძიმე მეტალები და ზოგიერთი ტოქსიკური ორგანიკის განსაზღვრის ევროპული მეთოდების დამდგენი აქტების (401/2006 და 333/2007 რეგულაციები) გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

2016 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში 2006/677/EC გადაწყვეტილების დებულებების გათვალისწინება, რომელიც შეიცავს სახელმწიფო კონტროლის დროს საწარმო შემოწმების (აუდიტის) სახელმძღვანელო პრინციპებს (გაიდლაინებს).

ვალდებულების შესრულების მდგომარეობა:

2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და აწესებს ცხოველური წარმოშობის სურსათში ამ ნივთიერებების ნარჩენების მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს. რეგლამენტი ძალაშია 2016 წლის 1 ივლისიდან.

------------------------

[1] ფორტიფიცირება ნიშნავს სურსათში ვიტამინების, მინერალების და კვებითი ღირებულების მქონე სხვა ნივთიერებების (ნუტრიენტების) დამატებას.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე

  • 1333/2008 რეგულაცია - სურსათში დაშვებული საკვებდანამატები;
  • 1925/2006 რეგულაცია - სურსათში დასამატებლად დაშვებული მინერალები და ვიტამინები და 1170/2009 რეგულაცია, რომელიც ამ ჩამონათვალს ავსებს;
  • 396/2005 რეგულაცია - პესტიციდების ნარჩენების ზღვრულად დასაშვები დონე სურსათში;
  • რეგულაცია 37/2010 -  ფარმაკოლოგიური ნივთიერებების  ნარჩენების ზღვრული დასაშვები დონე  სურსათში და მისი დამხმარე აქტი ამ მაჩვენებლების ტესტირების თაობაზე - 2002/657/EC;
  • 401/2006 რეგულაცია - მიკოტოქსინების გაზომვის მეთოდები სურსათში;
  • 333/2007 რეგულაცია  - მძიმე მეტალების და ზოგიერთი ტოქსიკური ორგანული ნივთიერებების გაზომვის მეთოდები სურსათში;
  • 1169/2011რეგულაცია - სურსათის ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა;
  • 1924/2006 რეგულაცია  და 1047/2012 რეგულაცია - ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წარწერები სურსათზე;  ამ რეგულაციების განხორციელების სახელმძღვანელო - გადაწყვეტილება 2013/63/EU;
  • გადაწყვეტილება 2006/677/EC - შემოწმების (აუდიტის) წესები სახელმწიფო კონტროლის დროს;
საქართველოს კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე