Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2015:

ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებულია.

ძირითადი პრობლემა: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი 2020 წლამდე არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, გარდა რეგისტრირებული ინდმეწარმეებისა და მიკრო-ბიზნესისა (იხ. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 76-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

----------------------

ვალდებულება:

აპროქსიმაციის განრიგის მიხედვით 2015 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ბაზარზე არსებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო მართვის ძირითადი ევროპული აქტების გადმოტანა უნდა დასრულდეს. ეს მოიცავს:

  • 178/2002 რეგულაციას, ე.წ. "სურსათს ძირითადი კანონს", რომელიც სურსათის უვნებლობის სფეროში პასუხისმგებლობათა განაწილებას და მართვის მთავარ პრინციპებს ადგენს;
  • 16/2011 რეგულაციას, რომელიც ბაზარზე მავნე სურსათის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანოების ოპერატიული  ინფორმირების და რეაგირების ე.წ. RASSF სისტემას ადგენს;
  • 2004/478/EC გადაწყვეტილებას, რომელიც ადგენს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისებზე სახელმწიფო ორგანოების რეაგირების სქემას.
  • 882/2004 რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებებს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
  • 854/2004 რეგულაციას , რომელიც ადგენს სახელმწიფო კონტროლის განსაკუთრებული წესებს ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის (მათ შორის ვეტერინარული კონტროლის წესებს);
  • 931/2011 რეგულაციას, რომელიც აკონკრეტებს "სურსათის ძირითადი კანონით" დადგენილ მიკვლევადობის მოთხოვნებს ცხოველური წარმოშობის სურსათის ოპერატორებისთვის;
  • 2074/2005 რეგულაციას, რომელიც აკონკრეტებს 854/2004 რეგულაციაში მითითებული სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთ მოთხოვნას, ადგენს სერტიფიკატების და სხვა დოკუმენტების ფორმებს, ლაბორატორიული შემოწმების მეთოდებს და ა.შ.

ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობა:

ზემოთ აღწერილი მოთხოვნის ნაწილი 2014 წელს შესრულდა - კერძოდ, 2014 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო ცვლილება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში, რომლითაც კოდექსი პრაქტიკულად სრულ შესაბამისობაში მოვიდა სურსათი ძირითად კანონთან. თუმცა კოდექსის სრულფასოვანი ამოქმედება დაგეგმილია 2020 წლისთვის, მანამდე კი სახელმწიფო კონტროლი ვრცელდება სურსათის ოპერატორების მხოლოდ ნაწილზე (იხ. კოდექსის 76-ე მუხლის მე-4 პუნქტი), რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო მართვა საქართველოში ამ ეტაპზე არასრულყოფილია.

2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაახლა სურსათის სახელმწიფო კონტროლის წესი, სურსათთან დაკავშირებული კრიზისული მდგომარეობების მართვის გეგმა, და ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში საქართველოს ინტეგრირების პროცედურა, რითაც ეს აქტები ევროპულს დაუახლოვა.

რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის წესებს, შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2015 წლის თებერვალში დაამტკიცა. 2014 წლის განმავლობაში დამტკიცებული იყო თანმდევი წესები ბიზნეს-ოპერატორთა აღიარების და ხორცის დადამღვის თაობაზე (განმარტებებისთვის იხ.: ცხოველური წარმოშობის სურსათის განსაკუთრებული კონტროლი). გარდა ამისა, 2015 წლის ნოემბერში დამტკიცდა სურსათის მიკვლევადობის მოთხოვნები.

ამდენად, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სფეროში 2015 წლის აპროქსიმაციის გეგმა ნაწილობრივ შესრულებულია.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა

აქტები მოცემულია 2015 წლის ბოლოს მდგომარეობით