2026 წელს გათვალისწინებულია:
- სამრეწველო ემისიების ინტეგრირებული მართვის 2010/75/EU დირექტივის შესრულებისთვის:
- „არსებული საუკეთესო ტექნოლოგიები“-ს (Best Available Techniques BAT) დანერგვა, „არსებული საუკეთესო ტექნოლოგიები“-ს შესახებ დოკუმენტის, BREF-ის (Best Available Techniques Reference Document) დასკვნების გათვალისწინებით (მუხლი 14 (3-6) და 15 (2-4))
- წვის არსებული დანადგარებისთვის გაფრქვევის ზღვრული ნორმების ლიმიტების დაწესება (მუხლი 30 და დანართი V);
- გარდამავალი ეროვნული გეგმების შემუშავება არსებული ქარხნებიდან მთლიანი ყოველწლიური ემისიის შემცირების მიზნით (არსებული ქარხნებისათვის გამონაბოლქვის ლიმიტის დაწესება ნებაყოფლობითია) (მუხლი 32).