2023 წელს გათვალისწინებულია:
- ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობის მაკონტროლებელი 2004/107/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- შესაბამის დამაბინძურებლებთან მიმართებაში ჰაერის ხარისხის შენარჩუნების/გაუმჯობესების მიზნით სათანადო ზომების მიღება (მუხლი 3(1) და 3(3)).
- ორგანული გამხსნელებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების კონტროლის 2004/42/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- საღებავებსა და ლაქებში აქროლადი ორგანული ნაერთის (VOC) შემცველობის მაქსიმალური ზღვრული მნიშვნელობის დაწესება (მუხლი 3 და დანართი II);
- მოთხოვნების დაწესება, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ბაზარზე არსებული პროდუქციის ეტიკეტირება და ბაზარზე პროდუქტების განთავსება, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს (მუხლები 3 და 4).
- წყალდიდობის რისკების მართვის 2007/60/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- წყალდიდობის რისკის მართვის გეგმების შემუშავება (მუხლი 7).