2021 წელს გათვალისწინებულია:
- ევროპაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2008/50/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- ჰაერის ხარისხის გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც დაბინძურების დონე ზღვრულ /მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება (მუხლი 23);
- მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება იმ ზონებისა და აგლომერაციებისათვის, სადაც არსებობს საგანგაშო ზღვრების გადაჭარბების რისკი (მუხლი 24);
- საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 26(1)(დ));
- თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის მარეგულირებელი (EU) 2016/802 დირექტივის შესრულების მიზნით;
- სინჯების აღების ეფექტური სისტემის შექმნა და ანალიზისათვის შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების დადგენა (მუხლი 13);
- დადგენილ ზღვრებზე მეტი გოგირდის შემცველობის მქონე მძიმე საწვავისა და გაზოილის (ნავთობის გამოხდის თხევადი პროდუქტი) გამოყენების აკრძალვა, (მუხლები 3(1) და 4);
- საზღვაო ტრანსპორტის საწვავის სახეობებში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენა (მუხლები 6 და 7);
- ბენზინის შენახვისა და გაყიდვის შედეგად აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების მაკონტროლებელი 94/63/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- ყველა საგზაო ცისტერნის ჩამტვირთავ მოწყობილობასა და მოძრავი კონტეინერისთვის მოთხოვნების შესრულების ვალდებულების დაწესება (მუხლი 4 და 5).
- წყალდიდობის რისკების მართვის 2007/60/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- წყალდიდობის საფრთხეების რუკებისა და წყალდიდობის რისკების რუკების მომზადება (მუხლი 6).
- ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის უზრუნველმყოფი 91/271/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
- სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება (მუხლი 5 და დანართი II);
- სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველმყოფი 98/83/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 6 და 7);
- მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმების შემუშავება (მუხლი 13).
- სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისგან წყლების დაცვის 91/676/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
- სამოქმედო გეგმების შემუშავება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისათვის კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა (მუხლი 4 და 5)
- საზღვაო გარემოს დაცვის 2008/56/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
- მონიტორინგის პროგრამის შექმნა მიმდინარე შეფასებებისა და მიზნების რეგულარული განახლებისათვის (მუხლები 5 და 11);
- ნარჩენების მართვის ზოგადი 2008/98/EC დირექტივის, შესრულების მიზნით:
- ხარჯების ამოღების მექანიზმის შემუშავება "დამაბინძურებელი იხდის" პრინციპზე დაყრდნობით (მუხლი 14);
- ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის მარეგულირებელი 1272/2008 რეგულაციის შესასრულებლაად
- ნივთიერებების ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის იმპლემენტაცია (მუხლი 4);
- ზოგიერთი ფტორირებული სათბურის აირების კონტროლის მიზნით (517/2014 რეგულაცია):
- ოზონდამშლელი ნივთიერებების გაჟონვის მონიტორინგისა და შემოწმების პროცედურების დაწესება