Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0011 465152 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2018:
ბოლო განახლება: 2019-01-06

მიმდინარეობს შესრულების შეფასება

2018 წელს გათვალისწინებულია:

გარემოსდაცვითი მმართველობის მიმართულებით

  • გეგმების და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2001/42/EC დირექტივის  შესრულება. კერძოდ:
    • პროცედურის ჩამოყალიბება, რომლითაც განისაზღვრება, თუ რომელი გეგმა ან პროგრამა მოითხოვს სტრატეგიულ გარემოსდაცვით    შეფასებას და შესაბამისი მოთხოვნების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული გეგმები და პროგრამები, სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაექვემდებარება (მუხლი 3);
    • გარემოსდაცვით უწყებასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციებისათვის პროცედურების განსაზღვრა (მუხლი 6);
    • ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან,  რომელთა გარემოზეც პროექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს  (მუხლი 7);
  • გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველმყოფი 2003/35/EC დირექტივისა შესრულების მიზნით:
    • საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის შემუშავება, (მუხლი 2(2)(a) და 2(2)(d);
    • საჯარო კონსულტაციების მექანიზმის შემუშავება (მუხლი 2 (2)(b) და 2(3));
    • მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მხრიდან შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღებას, მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით  (მუხლი 2(2)(c));
    • აღნიშნულ პროცედურებში საზოგადოებისათვის ადმინისტრაციულ და სამართლებრივ დონეზე  ეფექტიანი, დროული, ასევე მატერიალურად ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების  უზრუნველყოფა  (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის) (მუხლი 3(7) და მუხლი 4(4), გზშ და დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის ინტეგრირებული სისტემა);
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თაობაზე 2004/35/EC დირექტივა შესრულების მიზნით:
    • წესებისა და პროცედურების დაწესება, რომლებიც მიზნად ისახავენ გარემოზე (წყალი, ხმელეთი, ცხოველებისა და მცენარეების დაცული სახეობები და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო)   ზიანის  მიყენების პრევენციასა და დაზიანებული გარემოს აღდგენას "დამაბინძურებელი იხდის" პრინციპზე დაყრდნობით (მუხლი 5, 6, 7, დანართი II). „არსებული საუკეთესო ტექნოლოგიები“-ს (Best Available Techniques BAT) გამოყენებით, ზიანის გამოსწორების ალტერნატივების შეფასებასთან დაკავშირებული დებულებები  უნდა განხორციელდეს იგივე ვადებში, როგორც ეს მითითებულია შესაბამის დირექტივებში;
    • მკაცრი  პასუხისმგებლობის დაწესება სახიფათო საქმიანობების განმახორციელებელ საწარმოებში (მუხლი 3(1)(a) და დანართი III). წაკითხულ იქნას ამ თავში გათვალისწინებულ შესაბამის დირექტივებთან მიმართებაში.
    • ოპერატორებისათვის ვალდებულებების დაწესება, რათა განახორციელონ პრევენციული და  აღდგენითი ღონისძიებები, მათ შორის ზარალის ანაზღაურება (მუხლი 5, 6, 7, 8, 9 და 10)
    • მექანიზმების შემუშავება დაზარალებული პირებისათვის, მათ შორის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რათა მათ გარემოს დაბინძურების შემთხვევაში მოითხოვონ კომპეტენტური ორგანოებისაგან რეაგირება, მათ შორის დამოუკიდებელი დასკვნა (მუხლი 12 და 13);

ჰაერის ხარისხის დაცვის მიმართულებით:

  • ევროპაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2008/50/EC დირექტივის და ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობის მაკონტროლებელი 2004/107/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
  • ბენზინის შენახვისა და გაყიდვის შედეგად აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების მაკონტროლებელი 94/63/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
    • ყველა ტერმინალის იდენტიფიცირება, სადაც ბენზინის შენახვა და ჩატვირთვა ხდება (მუხლი 2).

წყლის ხარისხის და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით:

  • წყლის პოლიტიკის 2000/60/EC ჩარჩო-დირექტივის, შესრულების მიზნით:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
    • მდინარის აუზის უბნების განსაზღვრა და ადმინისტრაციული მექანიზმების დაწესება საერთაშორისო მდინარეების, ტბებისა და სანაპირო წყლებისათვის (მუხლი 3(1)-დან 3(7))-ის ჩათვლით);
  • წყალდიდობის რისკების მართვის 2007/60/EC დირექტივისა და ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის უზრუნველმყოფი 91/271/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
  • სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველმყოფი 98/83/EC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
    • სასმელი წყლის სტანდარტების დაწესება (მუხლი 4 და 5).
  • სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისგან წყლების დაცვის 91/676/EEC დირექტივის შესრულების მიზნით:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა.

ნარჩენების მართვის მიმართულებით:

  • ნარჩენების მართვის ზოგადი 2008/98/EC დირექტივის,  შესრულების მიზნით:
    • ნარჩენების შემგროვებელი და გადამზიდავი დაწესებულების  და საწარმოების   რეგისტრაციის შემოღება (თავი IV).

ველური ბუნების დაცვის მიმართულებით:

  • ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვის 92/43/EC დირექტივის შესრულებისთვის:
    • ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების ინვენტარიზაცია აღნიშნული ტერიტორიების მითითება და მათი მართვისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა (მუხლი 4).

სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების მიმართულებით:

  • სამრეწველო ემისიების ინტეგრირებული მართვის 2010/75/EU დირექტივის შესრულებისთვის:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;
    • წვის ახალი დანადგარებისათვის გაფრქვევის ზღვრული ნორმების ლიმიტების დაწესება (მუხლი 30 და დანართი V);
  • სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული ინდუსტრიული ავარიების კონტროლის 2012/18/EU დირექტივის შესასრულებლად:
    • ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა;

    • შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს შორის ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბება;

       

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის ბოლო ვერსიის ბოლო კოდიფიცირებაზე

გარემოსდაცვითი მმართველობა

  • 2001/42/EC დირექტივა  - გეგმების და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასება (მუხლები 3,6,7);
  • 2003/35/EC დირექტივა - საზოგადოების მონაწილეობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში (მუხლები 2(2), 3(7) და 4(4));
  • 2004/35/EC დირექტივა - პასუხისმგებლობა გარემოსათვის მიყენებულ ზიანზე (მუხლები 3(1)(a), 5.6.7.8.9.10.11.12.13. დანართები II, III).

ჰაერის ხარისხი

  • 2008/50/EC დირექტივა - ატმოსფერული ჰაერის ხარისხი;
  • 2004/107/EC დირექტივა - დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში;
  • 94/63/EC დირექტივა - ბენზინიდან აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) გაფრქვევების კონტროლი  (მუხლი 2);

წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა

ნარჩენების მართვა

ბუნების დაცვა

  • 92/43/EC დირექტივა - ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვა (მუხლი 4) .

სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები

  • 2010/75/EU დირექტივა - სამრეწველო ემისიების პრევენცია და კონტროლი (მუხლები 4-6,8,12,14(1)(d),14 (3-6),15(2-4),17(2),21,23(1),24,30,32,72(3),72(4), თავი III, დანართები IV, V);
  • 2012/18/EU დირექტივა - სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული ავარიები (მუხლები 14-15, 16-17);
საქართველოს კანონმდებლობა