მიმდინარეობს შესრულების შეფასება
2016 წელს გათვალისწინებულია გარემოსდაცვით ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის 2003/4/EC დირექტივის შესრულება. კერძოდ:
- ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ები)ს განსაზღვრა
- პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და შესაბამისი გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, (მუხლი 3 და 4);
- სახელმწიფო ორგანოების მიერ გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, (მუხლი 3(1));
- პროცედურების შემუშავება იმ გადაწყვეტილებების განსახილველად, რომელთა საფუძველზეც არ მოხდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემა ან მოხდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მხოლოდ ნაწილობრივი გაცემა (მუხლი 6);
- საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების სისტემის დანერგვა (მუხლი 7).
გარდა ამისა, გათვალისწინებულია "შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა" სამი ევროპული აქტისთვის:
- თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემზღუდავი 2016/802 დირექტივისთვის;
- გარეულ ფრინველთა დაცვის 2009/147/EC დირექტივისთვის;
- ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის დაცვის 92/43/EC დირექტივისთვის.