მიმდინარეობს შესრულების შეფასება
ენერგეტიკული გაერთიანების შეფასებით, საქართველოს მიერ ამ გაერთიანების ფარგლებში 2017-2018 წლებისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება 23%-ს შეადგენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამზადებს:
- ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტს (2018 წლის ბოლომდე იგეგმებოდა მისი პარლამენტში წარდგენა),
- ელექტროენერგეტიკის ბაზრის დიზაინის პროექტს,
- განახლებადი ენერგიების კანონპროექტს,
- განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმას,
- ენერგოეფექტურობის კანონპროექტს.
თუმცა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის 25 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, ეს საქმიანობები კონკრეტული შედეგით ჯერ არ დასრულებულა.
2018 წლის ვალდებულებებია (უნდა განხორციელდეს 2018 წლის 31 დეკემბრამდე):
- ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ბაზრის წესების ევროპულ შესაბამის აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ენერგიის განახლებადი რესურსების გამოყენების ხელშეწყობის განმსაზღვრელი აქტის გადმოტანა საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში;
- ენერგიის ეფექტურად მოხმარების / დაზოგვის განმსაზღვრელი ზოგადი აქტის გადმოტანა/ამოქმედება
- სამომხმარებლო ელექტროსაქონლის ეტიკეტზე მოწყობილობის ენერგო-მოხმარების სავალდებულო მითითების მოთხოვნის დამდგენი ზოგადი აქტის და ორი სახის კონკრეტული საქონლისთვის შემუშავებული წესების გადმოტანაც, კერძოდ - ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის და სხვადასხვა ტიპის როუტერების ან მოდემებისთვის.