Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0011 465152 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2024:
ბოლო განახლება: 2021-07-04

2024 წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობაში ჰიგიენის დამატებითი მოთხოვნების გადმოტანა ღივების  წარმოებისათვის.

ამავე პერიოდიდან დაიწყება ღივების ან ღივების წარმოებისთვის გათვალისწინებული თესლის იმპორტის კონტროლი საგანგებო სერტიფიკატის მეშვეობით.

2024 წელს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში 210/2013 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ღივების[1] წარმოების წინასწარი აღიარების პოცედურას აფუძნებს. ღივების იმპორტზე განსაკუთრებული კონტროლის დაწესება 2025 წელს არის გათვალისწინებული.

2024 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი იყოს 2007/42/EC დირექტივა, რომელიც სურსათის შესაფუთ მასალად აღდგენილი ცელულოზის ფირის გამოყენების უვნებლობის ზომებს ეხება. დირექტივა შეიცავს იმ ნივთიერებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც დაიშვება სხვადასხვა ტიპის ცელულოზის ფირის დამზადებისას და მათი გამოყენების ნორმებს. იგი აგრეთვე ადგენს ზოგად წესს, რომ ცელულოზის ფირის შეღებილი მხარე სურსათს არ უნდა ეხებოდეს.

ამავე წელს არის გათვალისწინებული 85/572/EEC დირექტივის გადმოტანა, რომელიც 2022 წელს მისაღები პლასტმასის ტარის უვნებლობის მოთხოვნებს ავსებს პლასტმასის მასალის გამოცდის წესის დადგენის გზით.

2024 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს 432/2012 რეგულაციაში ასახული, სურსათის ეტიკეტზე გამოსაყენებლად ნებადართული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წარწერების ჩამონათვალი. ეს ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ საგანგებო რეესტრში. ჯანმრთელობაზე კონკრეტული სურსათის ზემოქმედებასთან დაკავშირებული სხვა წარწერების დატანა სასურსათო პროდუქტებზე აიკრძალება (გარდა ზოგადი ხასიათის წარწერებისა).

2024 წელს დაგეგმილია ქართულ კანონმდებლობაში 124/2009 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნარჩენების ზღვრულ დასაშვებ ოდენობებს სურსათში იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ეს ნივთიერებები ცხოველთა საკვებში არა გამიზნულად, არამედ შემთხვევით, კვალის სახით არის მოხვედრილი. რეგულაცია ეხება მხოლოდ კონკრეტული ტიპის სამკურნალო საშუალებებს (კოკციდიოსტატებს და ჰისტომონოსტატებს), რომელთა დამატება ცხოველთა საკვებში დაშვებულია და ამდენად ისინი კვალის სახით შესაძლოა ცხოველთა საკვების სხვა (უდანამატო) პარტიებშიც მოხვდეს.

2024 წელს გრძელდება იმ აქტების აპროქსიმაცია, რომელიც არასასურსათო დანიშნულების ცხოველების ტრანსასაზღვრო გადაადგილების ვეტერინარულ კონტროლს ითვალისწინებს. კერძოდ, 2024 წელს გათვალისწინებულია ცხენისებრთა და ველური ფრინველების იმპორტის ღონისძიებების კონტროლის მარეგულირებელი აქტების გადმოტანა (90/426/EEC დირექტივა და139/2013 რეგულაცია).

2024 წელს გათვალისწინებულია 2002/32/EC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვებში დამბინძურებელი ან სხვა არასასურველი ნივთიერებების ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს ადგენს. დაგეგმილია აგრეთვე ცხოველთა საკვებში დიოქსინებისა და ფურანების მონიტორინგის რეკომენდაციის გათვალისწინება (2004/704/EC რეკომენდაცია).

2024 წელს აგრეთვე გათვალისწინებულია 90/167/EEC დირექტივის გადმოტანა, რომელიც ე.წ. პრემიქსების[2] გაყიდვის წესებს ადგენს.

2024 წელს დაგეგმილია მცენარეთა შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტების მიღება:  წითელი მიხაკის ფოთლისხვევია (74/647/EEC დირექტივა) და ფიჭვის კიბო (2007/433/EC გადაწყვეტილება).

2024 წელს დაგეგმილია საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი იყოს აქტები, რომელიც მცენარეთა ჯიშების იდენტიფიცირების (2003/90/EC დირექტივა),  მათთვის დასახელებების მინიჭების (რეგულაცია 637/2009 და 90/639/EEC გადაწყვეტილება) და ახალი, საცდელი ჯიშებით ვაჭრობის წესებს ადგენს (2004/842/EC გადაწყვეტილება). საგულისხმოა, რომ ჯიშების რეგისტრაციისა და მათზე უფლების წარმოსობის წესების დადმდგენი ძირითადი 2100/94 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში მხოლოდ 2026 წლისთვის არის გათვალისწინებული.

------------------------

[1] სხვადასხვა მცენარის გაღვივებული თესლები, რომელიც სალათებში, უმად გამოიყენება.

[2] პრემიქსი - ცხოველის საკვები, რომელსიც შერეულია ვეტერინარული სამკურნალო საშუალება.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

სურსათის წარმოების და ბაზარზე განთავსების ზოგადი წესები

სურსათის უვნებლობის ნორმები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სიჯანსაღე

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სიჯანსაღე

საქართველოს კანონმდებლობა