2026 წელს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში 1999/2/EC და 1999/3/EC დირექტივების გადმოტანა, რომელიც განსაზღვრავს კონტროლის განსაკუთრებულ წესებს სურსათის ისეთი საწარმოებისათვის, რომელიც სურსათის მაიონიზებელი დასხივების მეთოდებს იყენებს.
2026 წელს დაგეგმილია ევროკომისიის 2003/598/EC რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც ადგენს კარგი პრაქტიკის კოდექსს ვაშლის წვენში ვაშლის ლპობის შედეგად მოხვედრილი მიკოტოქსინის - პატულინის შესამცირებლად.
2026 წელს გათვალისწინებულია პლასტმასის ტარის/ჭურჭლის მარეგულირებელი კიდევ ორი აქტის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში: ეს არის რეგულაცია 282/2008 , რომელიც რეციკლირებული პლასტმასის გამოყენების წესებს ადგენს და აგრეთვე რეგულაცია 284/2011, რომელიც აწესებს კონტროლის განსაკუთრებული ზომებს ჩინეთიდან და ჰონკონგიდან იმპორტირებული მელამინის ან პოლიამიდის შემცველი პლასტმასის ჭურჭლის მიმართ.
ამავე წელს გათვალისწინებულია 450/2009 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ე.წ. "აქტიური" და "გონიერი" შესაფუთი მასალის გამოყენებას ეხება.
2026 წელს გათვალისწინებულია სურსათის მომზადებისას გამოსაყენებლად დაშვებული გამხსნელების მარეგულირებელი 2009/32/EC დირექტივის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.
2026 წელს გათვალისწინებულია 2024 წელს მიღებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წარწერებთან დაკავშირებული წესების დამაზუსტებელი რეგულაციის მიღება, რომელიც ადგენს ტრადიციული, ზოგადი ხასიათის ფრაზებს, რომელთა მითითება სურსათის ეტიკეტზე მომხმარებელთა განსაკუთრებულ მოლოდინებს ამ სურსათის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით არ წარმოშობს. ასეთი წარწერები სურსათზე დაიშვება.
2026 წელს სრულდება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა დაავადებების აღმოფხრა-პრევენციის ღონისძიებების განმსაზღვრელი აქტების აპროქსიმაცია. უკანასკნელი აქტი ამ სფეროში ეხება ცხენის აფრიკულ დაავადებას (92/35/EEC დირექტივა).
2026 წელს გათვალისწინებულია იმ აქტების გადმოტანა, რომელიც მსხვილფეხა საქონლის ჯიშების დაცვა-შენარჩუნებას ეხება (2009/157/EC და 87/328/EEC დირექტივები და 84/247/EEC გადაწყვეტილება). აგრეთვე იგეგმება 94/28/EC დირექტივის გადმოტანა, რომელიც მესამე ქვეყნების სანაშენე ორგანიზაციების აღიარების პირობებს ადგენს.
2026 წელს გათვალისწინებულია მცენარეთა ორი დაავადებების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტების გადმოტანა. ესენია:
2026 წელს დასრულდება საქართველოს კანონმდებლობაში მცენარეთა ჯიშებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადმოტანა, რომელიც 2024 წელს დაიწყო. კერძოდ, გადმოტანილი იქნება მცენარეთა ჯიშების განსაზღვის, რეგისტრაციისა და მათზე უფლებების დამდგენი ძირითადი ჩარჩო რეგულაცია 2100/94 და მისი აღმასრულებელი რეგულაციები 1768/95 და 874/2009 . აგრეთვე იგეგმება იმ დირექტივების გადმოტანა, რომელიც განსაზღვრავს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ადგილობრივი სასოფო-სამეურნეო ჯიშებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებისა და დაცვის შესაძლებლობებს (დირექტივები 2008/62/EC და 2009/145/EC).
ამ წელს აგრეთვე დასრულდება სათესლე/სარგავი მასალით ვაჭრობის წესების ქვენორმატიული აქტების მიღება. გადმოტანილი იქნება აპროქსიმაციის გეგმით გათვალისწინებული უკანასკნელი აქტი ამ სფეროში, რომელიც ცხოველის საკვები ბალახის თესლების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს ეხება (გადაწყვეტილება 2004/266/EC).
- 2007/410/EC გადაწყვეტილება - კარტოფილის თითისტარისებრი ვიროიდის წინააღმდეგ მიმართული ზომები
- 2014/87/EU გადაწყვეტილება - ფოთლების ბაქტერიული სიდამწვრის წინააღმდეგ მიმართული ზომები
2027 წელს იგეგმება იმ აქტების გადმოტანა, რომელიც ღორების და ცხენების ჯიშების დაცვა-შენარჩუნებას ეხება (88/661/EEC დირექტივა და 90/428/EEC დირექტივა).