Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0010 465152 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2021:
ბოლო განახლება: 2021-07-04

2021 წელს გათვალისწინებულია ბოლის არომატიზატორების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. ესენია: 2065/2003 რეგულაცია, რომელიც ადგენს ზოგად მოთხოვნები სურსათში გამოსაყენებელ ბოლის არომატიზატორებისადმი და მათი ავტორიზაციის პროცედურას; და 1321/2013 რეგულაცია, რომელიც შეიცავს დაშვებული ბოლის არომატიზატორების ჩამონათვალს, მათი მიღებისთვის გამოსაყენებელი ინგრედიენტებისა და სურსათში ამ არომატიზატორების გამოყენების ნორმების მითითებით.

2021 წელს ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნება 93/11/EECდირექტივა, რომელიც ეხება საწოვარების უვნებლობას. დირექტივა ითხოვს, რომ საწოვრები, გამოყენებისას, არ უნდა გამოჰყოფდეს მავნე ნივთიერება ნიტროზამინს და ადგენს ამის შემოწმების მეთოდებს.

ამავე წელს გათვალისწინებულია 1895/2005 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ეპოქსიდური მასალების გამოყენება დაიშვება სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურწლის/ტარის დამზადებისას და რა პირობებით.

2021 წელს იგეგმება 2010/C 200/01 რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც იძლევა დეტალურ მითითებებს გმო და ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო მცენარეების უსაფრთხო თანაცხოვრებისათვის ეროვნული პროგრამების ჩამოყალიბებისათვის.

2021 წელს გათვალისწინებულია სურსათში ნიტრატების შემცველობის დამდგენი ლაბორატორიული მეთოდების განმსაზღვრელი 1882/2006 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. 

2021 წელს დაგეგმილია ცხოველთა საკვების დანამატების მარეგულირებელი 1831/2003 რეგულაციის გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. რეგულაციის მიხედვით ცხოველის საკვების დანამატის ბაზარზე დაშვებას სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაცია ესაჭიროება. გათვალისწინებულია ქვენორმატიული აქტების გადმოტანაც, რომელიც ამ ავტორიზაციის პროცედურებს აკონკრეტებს (რეგულაციები 378/2005 და 429/2008). ევროკავშირში ამჯამად ავტორიზებული დანამატების რეესტრი ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

აგრეთვე 2021 წელს არის გათვალისწინებული ქართულ კანონმდებლობაში 152/2009 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ცხოველთა საკვების შემადგენლობისა და უვნებლობის შემოწმების ლაბორატორიული  მეთოდების აღწერას წარმოადგენს.

2021 წელს დაგეგმილია მცენარეთა სამი პარაზიტების წინააღმდეგ დადგენილი ზომების ამსახველი აქტების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. ესენია: 2006/91/EC დირექტივა, რომელიც კალიფორნიის ფარიანას წინააღმდეგ მიმართული ზომებს ადგენს, 2006/464/EC გადაწყვეტილება, რომელიც წაბლის გალებიანი კრაზანას წინააღმდეგ არის მიმართული და პალმის აზიურ ცხვირგრძელის წინააღმდეგი ზომების შემცველი 2007/365/EC გადაწყვეტილება.

2021 წელს გადმოტანილი იქნება 546/2011 რეგულაცია, რომელიც სახელმწიფო მაკონროლებელი ორგანოს მიერ შხამქიმიკატების შეფასების და ავტორიზაციის წესებსა და პროცედურებს ადგენს.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

ზოგადი პრინციპები და სახელმწიფო კონტროლი

სურსათის უვნებლობის ნორმები

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სიჯანსაღე

სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სიჯანსაღე

საქართველოს კანონმდებლობა