შესრულების ჯამური მაჩვენებელი: 67%
ვალდებულება* |
რა გაკეთდა | ძირითადი პრობლემები | შესრულება % |
---|---|---|---|
სურსათის უვნებლობის ევროპული პრინციპების და მიდგომების დანერგვა | შესაბამისი ნორმატიული აქტები ძალაშია | სურსათის უვნებლობის რისკების სამეცნიერო შეფასება არ ხორციელდება | 53% |
სურსათის ოპერატორების სახელმწიფო კონტროლი |
სურსათის ოპერატორების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო |
ინსპექტორების რაოდენობა და სახელმწიფო კონტროლის მასშტაბი მცირეა | 62% |
ცხოველებში და ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიური ნარჩენების სახელმწიფო მონიტორინგი | შესაბამისი აქტები ძალაშია, მონიტორინგი ხორციელდება | ლაბორატორიებს ზოგიერთი კვლევის ჩატარება არ შეუძლიათ, გამოკვლეული სინჯების რეპრეზენტატიულობა საეჭვოა, მონიტორინგის შედეგები სრულად ხელმისაწვდომი არ არის | 57% |
სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების დანერგვა |
შესაბამისი ნორმატიული აქტები ძალაშია. კონტროლი ხორციელდება |
ჰასპის დანერგვის საყოველთაო ვალდებულება და პასუხისმგებლობა ამოქმედებული არ არის | |
სურსათის მიკვლევადობის დანერგვა | შესაბამისი ნორმატიული აქტები ძალაშია. კონტროლი ხორციელდება | ოჯახური წარმოების სუბიექტების რეგისტრაცია დასრულებული არ არის. ინფორმაცია მიკვლევადობის დარღვევების თაობაზე ხელმისაწვდომი არ არის | 69% |
სურსათის მიკრობიოლოგიური და ზოგიერთი ქიმური დამბინძურებლების ზღვრები (მიკოტოქსინები, მძიმე მეტალები, ნიტრატები) | შესაბამისი ნორმატიული აქტები ძალაშია. პარამეტრები მოწმდება ლაბორატორიულად | მონიტორინგის მასშტაბი მცირეა და შედეგები ხელმისაწვდომია არასრულად. მარეგულირებელი აქტების მოქმედი ვერსიის გაცნობა ფასიანია | 69% |
ვეტერინარიაში ჰორმონების გამოყენების რეგულირება | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია. დაწყებულია მონიტორინგი | აქტის ამოქმედება ორჯერ გადაიდო. საბოლოოდ აქტი ამოქმედდა 2021 წლიდან. სურსათში ჰორმონების შემცველობის კვლევა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო | 56% |
მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაცია | შესაბამისი ნორმატიული აქტი ძალაშია. საქონლის რეგისტრაცია დასკვნით ფაზაშია | ცხოველთა რეგისტრაციის ბაზა სრულად გამართული არ არის | 81% |
წვრილფეხა საქონლის რეგისტრაცია | შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებულია და ნაწილობრივ ძალაშია | აქტი სრულად ძალაში არ არის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია დასრულებული არ არის | 63% |
ცხოველთა რამდენიმე დაავადების კონტროლი (თურქული, ღორის კლასიკური ჭირი, ღორის აფრიკული ჭირი, ნიუკასლის დაავადება) | შესაბამისი აქტები ძალაშია; ხორციელდება ინტენსიური ვაქცინაცია თურქულზე |
დაავადებები გავრცელებულია მეზობელ ქვეყნებში; ღორის აფრიკული ჭირი დაფიქსირდა საქართველოში 2007-2008 წლებში. სხვა დაავადებებისგან თავისუფალი სტატუსი ქვეყანას არ გააჩნია |
69% |
ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლი | შესაბამისი აქტები ძალაშია. მიმდინარეობს ექსპორტის ფიტოსანიტარული სერტიფიცირება | ინფორმაცია დარღვევათა სახეობების შესახებ ხელმისაწვდომი არ არის. მარეგულირებელი აქტის მოქმედი ვერსიის გაცნობა ფასიანია | 81% |
მცენარეთა ერთ-ერთი დაავადების კონტროლი (სიმინდის დასავლეთის ხოჭო) | შესაბამისი ნორმატიული აქტი ძალაშია, ხორციელდება მონიტორინგი, მავნებელი ქვეყანაში დაფიქსირებული არ არის | მავნებელი დაფიქსრებულია მეზობელ ქვეყანაში (რუსეთის სამხრეთ რეგიონებში). მავნებლის მონიტორინგის დეტალური შედეგები ხელმისაწვდომი არ არის | 71% |
* ვალდებულებები დაჯგუფებულია ჩვენს მიერ. ვალდებულებათა ჯგუფის შესრულება გაშუქებულია იმ წლის პანელში, რომელშიც ამ ჯგუფის ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული აქტის ტრანსპოზიცია უნდა მომხდარიყო, თუმცა შესაბამისი ციფრული მაჩვენებელი გათვალისწინებულია ყველა იმ წლის ჯამურ შესრულების მაჩვენებელში, რომელშიც ამ ჯგუფში შესული თითოეული ევროპული აქტის ტრანსპოზიცია უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, ამ წლის ჯამური შესრულება არ წარმოადგენს მხოლოდ ზემოთ ცხრილში აღწერილი ვალდებულებების შესრულების ფუნქციას, არამედ მასში გათვალისწინებულია ამ წლის სხვა ვალდებულებებიც. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხ. თითოეული ჯგუფისა და ასევე ყოველი წლის ვალდებულებების რიცხობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების ცხრილები და მათი კომენტარები.