Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2012:

"სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის" მიხედვით 2012 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა ყოფილიყო ე.წ. "სურსათის გამაუმჯობესებლების" მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეიცავს:

  • 1331/2008 რეგულაციას, რომელიც "გამაუმჯობესებლების" დაშვების პრინციპებს და პროცედურას ადგენს;
  • 1332/2008 რეგულაციას, რომელიც სურსათში დაშვებული ფერმენტების ჩამონათვალს ადგენს;
  • 1333/2008 რეგულაციას, რომელიც სურსათში დაშვებული ტექნოლოგიური დანამატების ჩამონათვალს ადგენს;
  • 1334/2008 რეგულაციას, რომელიც სურსათში დაშვებული არომატიზატორების ჩამონათვალს ადგენს (გარდა ბოლის არომატიზატორებისა);

აგრეთვე გათვალისწინებული იყო სურსათის ფორტიფიკაციის მარეგულირებელი ქართული ნორმატიული აქტის ანალოგიურ ევროპულ აქტთან (1925/2006 რეგულაცია) შესაბამისობაში მოყვანა.

პროგრამის ეს მოთხოვნები არ განხორციელებულა.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა