Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2014:

2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის ცვლილება, რომლის მიხედვით 2014 წელს უნდა განხორციელებულიყო კანონმდებლობის მიახლოება ევროკავშირის "სურსათის ძირითად კანონთან" და აგრეთვე ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანილიყო ცხოველური წარმოშობის სურსათის კონტროლის განსაკუთრებული წესები.

ეს ორივე მოთხოვნა შესრულდა. კერძოდ, 2014 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო ცვლილება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში, რომლითაც კოდექსი პრაქტიკულად სრულ შესაბამისობაში მოვიდა სურსათი ძირითად კანონთან (თუმცა კოდექსის სრულფასოვანი ამოქმედება დაგეგმილია 2020 წლისთვის, მანამდე კი მისი მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე).

რაც შეეხება ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის წესებს, შესაბამისი დადგენილება 2014 წელს აგრეთვე მომზადდა, და მცირედი დაგვიანებით, 2015 წლის თებერვალში დამტკიცდა. 2014 წლის განმავლობაში დამტკიცდა აგრეთვე თანმდევი წესები ბიზნეს-ოპერატორთა აღიარების და ხორცის დადამღვის თაობაზე (განმარტებებისთვის იხ.: ცხოველური წარმოშობის სურსათის განსაკუთრებული კონტროლი)

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 178/2002, ე.წ. "სურსათს ძირითადი კანონი";
  • რეგულაცია 854/2004 - სახელმწიფო კონტროლის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
საქართველოს კანონმდებლობა