Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 465056 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



სურსათის უვნებლობის მართვის პრინციპები
 
ბოლო განახლება:

ევროკავშირში სურსათის უვნებლობის სფეროს მართვის ძირითადი პრინციპები შემდეგია:

  • სურსათის წარმოება-დისტრიბუციაში ჩართული ყველა მეწარმე პასუხს აგებს სურსათის უვნებლობაზე თავის საქმიანობის ფარგლებში (ანუ იმდენად, რამდენადაც მის საქმიანობას შეუძლია ამ სურსათის უვნებლობაზე ზემოქმედება). იგი ვალდებულია უზრუნველყოს (და დარწმუნდეს), რომ სურსათი უვნებელია, და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვას ის ბაზარზე;
  • სურსათი ითვლება უვნებლად (მეწარმის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით), თუკი ის შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებს/მოთხოვნებს;
  • სურსათის უვნებლობის ნორმებს სახელმწიფო ადგენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რეალური რისკების შესწავლის საფუძველზე. მავნედ მიიჩნევა სურსათი, რომელიც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას (მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში) ან უვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებითვის (გაფუჭების, დაძველების, დაჭუჭყიანების გამო). არსებული რისკების მეცნიერული შეფასება ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. გადაწყვეტილება ამა თუ იმ რისკის მართვის თაობაზე მიიღება შესაბამისი ზომების ხარჯ-ეფექტიანობის გათვალისწინებით და შესაბამისი გათვლები აგრეთვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. იქ სადაც არსებული სამეცნიერო ინფორმაცია რისკის შესაფასებლად საკმარისი არ არის, სახელმწიფო ხელმძღვანელობს ე.წ. "წინმსწრები სიფრთხილის პრინციპით (precautionary principle), მართვის (დროებითი) ზომების დასადგენად.
  • სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმები/წესები ამცირებს ადამიანთა დაავადების რისკებს, მაგრამ შესაძლოა სრულებით არ სპობდეს მათ (ვინაიდან ამ რისკის სრული აღმოფხვრა შესაძლოა საზოგადოებას გაუმართლებლად ძვირი უჯდებოდეს). რისკის დარჩენილ ნაწილს სახელმწიფო მართავს სწრაფი რეაგირების სისტემის საშუალებით: ინფორმაცია ბაზარზე აღმოჩენილი მავნე სურსათის (ან ადამიანის დაავადების) თაობაზე დაუყოვნებლივ მიეწოდება ყველა მაკონტროლებელ ორგანოს, რომლებიც იღებენ ზომებს ამ სურსათის ბაზრიდან სწრაფად მოსაშორებლად. სიტუაციის გართულებისას ირთვება (წინასწარ აწყობილი) კრიზისების მართვის სისტემაც. ყველა მეწარმე ვალდებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ამ საქმიანობაში.
  • სახელმწიფოს უფლება აქვს ბაზრიდან ამოიღოს არა მარტო ის სურსათი, რომელიც დადგენილ ნორმებს/მოთხოვნებს არღვევს, არამედ აგრეთვე ის სურსათის, რომელიც დადგენილ ნორმებს შეესაბამება, თუკი ამ სურსათმა ადამიანთა ჯანმრთელობას ზიანი შეიძლება მიაყენოს (თუმცა მეწარმის პასუხისმგებლობა ამ დროს არ დგება).
  • სახელმწიფოს სწრაფი რეაგირებისთვის აუცილებელია, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი იყოს მიკვლევადი: შესაძლებელი უნდა იყოს ყველა იმ მეწარმის დადგენა, რომლის ხელშიც გაიარა ამ კონკრეტულმა სურსათმა და მის ამა თუ იმ კომპონენტმა. ეს აუცილებელია როგორც პასუხისმგებელი მეწარმის დასადგენად, ასევე იმისთვის, რომ სწრაფად მოხერხდეს მავნე სურსათის მთელი პარტიის იდენტიფიცირება ბაზარზე და მისი ბაზრიდან ამოღება. სურსათის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად მეწარმეებმა უნდა აღრიცხონ მასალის ყველ პარტიის წყარო (მომწოდებელი) და ამ მასალის ხარჯვა საკუთარი პროდუქციის პარტიებში. ეს ინფორმაცია მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ მიეწოდება მაკონტროლებელ ორგანოებს.
  • სახელმწიფო აკონტროლებს დადგენილი ნორმების/მოთხოვნების შესრულებას მეწარმეების მიერ - როგორც ბაზარზე გატანილი სურსათის, ასევე საწარმოების მოულოდნელი შემოწმებების გზით. დარღვევებზე რეაგირება ხდება ეფექტური დამსჯელი ღონისძიებების საშუალებით;
  • სახელმწიფო მუდმივად ამოწმებს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტურობას ჯანმრთელობის რისკების აღმოფხვრის თვალსაზრისით. ახალი რისკების წარმოქმნის შემთხვევაში ხდება მათი გამოვლენა და შემცირების ზომების შემუშავება-დაწესება. ყოველივე ამის თაობაზე ინფრმაცია მიეწოდება საზოგადოებას.
ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა