Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2016:

ვალდებულება:

2016 წელს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში სურსათის უვნებლობისათვის ორი ძალზე მნიშვნელოვანი აქტის გადმოტანა:

  • სურსათში პესტიციდების ნარჩენების ზღვრული დასაშვები ოდენობების დამდგენი ევროპული ნორმის  - 396/2005 რეგულაციის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა. ეს რეგულაცია ადგენს სხვადასხვა პესტიციდების (დღესდღეობით მითითებულია 31 აქტიური ნივთიერება) ნარჩენების ზღვრულ დასაშვებ შემცველობას სასურსათო პროდუქტებში. რეგულაცია აგრეთვე ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას ახოციელოს პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენების მონიტორინგი და რეგულარულად გამოაქვეყნოს შედეგები ინტერნეტში (პროდუქტების წარმომავლობის მითითებით). ამ რეგულაციის დამხმარე აქტები მიღებული იქნება 2017-2018 წლებში: 2017 წელს დაგეგმილია იმ ევროპული რეგულაციის გათვალისწინება, რომელიც პესტიციდების ტესტირების ლაბორატორიების  ხარისხის რეგულარულ კონტროლს ითხოვს (რეგულაცია 645/2000), 2018 წელს კი - ამ მონიტორინგისთვის სინჯის აღების წესების დამდგენი დირექტივის გადმოტანა (2002/63/EC დირექტივა).
  • ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების მარეგულირებელი 37/2010 რეგულაციის გადმოტანა. რეგულაცია კონკრეტულად ადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების  ნარჩენების ზღვრულ დაშვებულ ოდენობებს ცხოველური წარმოშობის სხვადასხვა სურსათში. ამ რეგულაციის დამხმარე აქტების ნაწილი 2015 წლებში უნდა იყოს გადმოტანილი, ნაწილი კი - 2016-18 წლებში გადმოვა. კერძოდ, 2015 წელს გადმოტანილი უნდა იყოს 96/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას აწარმოოს ფარმაკოლოგიური ნარჩენების მონიტორინგი ცხოველური წარმოშობის სურსათში და 97/747/EC გადაწყვეტილება, რომელიც ამ მონიტორინგისათვის სინჯების არების მოთხოვნებს აკონკრეტებს. 2016 წელს გადმოტანილი იქნება 2002/657/EC გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ტესტირების მეთოდებისადმი; ხოლო 2018 წელს გადმოტანილი იქნება 470/2009 რეგულაცია, რომელიც ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების ზღვრული დონეების დადგენის პროცედურებს განსაზღვრავს (და ამდენად ამ დონეების გადახედვის შესაძლებლობას ქმნის).

2016 წელს აგრეთვე დაგეგმილია მიკოტოქსინების, მძიმე მეტალები და ზოგიერთი ტოქსიკური ორგანიკის განსაზღვრის ევროპული მეთოდების დამდგენი აქტების (401/2006 და 333/2007 რეგულაციები) გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.

ვალდებულების შესრულების მდგომარეობა:

2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და აწესებს ცხოველური წარმოშობის სურსათში ამ ნივთიერებების ნარჩენების მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს. რეგლამენტი ძალაშია 2016 წლის 1 ივლისიდან.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 396/2005 რეგულაცია - პესტიციდების ნარჩენების დასაშვები დონე სურსათში
  • რეგულაცია 37/2010 -  ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების  ნარჩენების ზღვრული დაშვებული ოდენობი ცხოველური წარმოშობის სურსათში. მისი დამხმარე აქტი: 2002/657/EC - სინჯის აღების სიხშირე და მოთხოვნები ტესტირების მეთოდებისადმი;
  • 401/2006 რეგულაცია - მიკოტოქსინების გაზომვის მეთოდები სურსათში;
  • 333/2007 რეგულაცია  - მძიმე მეტალების და ზოგიერთი ტოქსიკური ორგანიკის გაზომვის მეთოდები სურსათში.
საქართველოს კანონმდებლობა