Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



სურსათის ჰიგიენა

სურსათის ჰიგიენა მოიცავს იმ ძირითად წესებს, რომელთა დაცვა სურსათის უვნებლობისთვის აუცილებელია. უმთავრესად ეს არის სისუფთავის და ტემპერატურული რეჟიმის დაცვის წესები. ამ წესების რეალიზება უნდა ხდებოდეს ე.წ. "ჰასპის" (HACCP) საშუალებით, რაც საწარმოში სურსათის უვნებლობის ყველა საფრთხის წინასწარ გამოვლენას და აღმოფხვრას ან ამ საფრთხეების პრევენციის პროცედურების სისტემის ჩამოყალიბებას და სისტემატიურად განხორციელებას ნიშნავს.

სურსათის ჰიგიენის ევროპული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ჯერ კიდევ 2010 წლის "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით" იყო გათვალისწინებული. ეს მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ განსხვავებით ევროკავშირისგან, საქართველოში "ჰასპის" დანერგვა მხოლოდ სასაკლაოებისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არის სავალდებულო.

ასოცირების შეთანხმების XI-B დანართის მიხედვით ჰიგიენის ნორმების ძირითადი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა 2015 წელს არის გათვალისწინებული. თუმცა მხოლოდ 2020 წლისთვის არის გათვალიწინებული ჰიგიენის ძალზე მნიშვნელოვანი წესის გადმოტანა, რომელიც ე.წ. სწრაფად გაყინულ სურსათის[1] ტემპერატურული რეჟიმის დაცვას ითვალისწინებს. შემდგომში კი, 2024 წელს, ღივების წარმოებასთან დაკავშირებული ჰიგიენის განსაკუთრებული ნორმების გადმოტანა არის დაგეგმილი.

-------------------

[1] ეს არის სურსათი, რომელიც, თავისი ბუნებრივი თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის, სპეციალური კრიოგენული მეთოდების გამოყენებით, ძალზე სწრაფად იყინება -18°C ტემპერატურამდე.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • რეგულაცია 852/2004 - სურსათის წარმოების ჰიგიენური მოთხოვნები;
  • რეგულაცია 853/2004 - ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
  • 2011/91/EU დირექტივა სურსათის პარტიის (ლოტის) იდენტიფიკაციის შესახებ;
  • 89/108/EEC დირექტივა - სწრაფად გაყინული სურსათის რეგულირება
  • 92/2/EEC დირექტივა - სწრაფად გაყინული სურსათის ტემპერატურის შემოწმების წესი
  • 37/2005 რეგულაცია - ტემპერატურის მონიტორინგი სწრაფად გაყინული სურსათის ტრანსპორტირებისა და დასაწყობებისას.
  • 210/2013 რეგულაცია - ჰიგიენის დამატებითი მოთხოვნები ღივების წარმოებისთვის
საქართველოს კანონმდებლობა