Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0009 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2020:
ბოლო განახლება: 2021-03-01

შესრულების მაჩვენებელი: 24% 

ვალდებულება

რა გაკეთდა პრობლემები შესრულება %
სამუშაო დროის ორგანიზება (ხანგრძლივობა, შესვენება, დასვენება, შვებულება) მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში სამუშაო კვირის ხანგრძლივობა  (კერძო სექტორში) არ არის შეზღუდული 48 საათით 34%
დროებით დასაქმებულთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მიღებულია კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ შრომის ინსპექცია დირექტივას არ სწავლობს. კანონის შესაბამისობა მასთან უცნობია 19%
მოთხოვნები პერსონალური დამცავი აღჭურვილობისადმი შრომის ინსპექცია 2015 წლიდან სწავლობს დირექტივას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის. ვადა გასულია 13%
უსაფრთხოების ნიშნები სამუშაო ადგილებზე შრომის ინსპექცია 2016 წლიდან სწავლობს დირექტივას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის. ვადა გასულია 13%
უსაფრთხოება სამთო-მოპოვებით მრეწველობაში (ახალი სამუშაო ადგილებისთვის) შრომის ინსპექციამ დაიწყო დირექტივის შესწავლა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის. ვადა გასულია 8%

ვალდებულებათა მოკლე აღწერა

2020 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი მოთხოვნები:

  • დაერეგულირებინა დროებით დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
  • დაედგინა მოთხოვნები სამუშაო დროის ორგანიზებისადმი. კერძოდ:
    • ყოველდღიური (ყოველ 24 საათში) დასვენების დრო არა ნაკლებ თანმიმდევრული 11 საათისა
    • სავალდებულო შესვენება, თუკი სამუშაო დღის ხანგრძლივობა აღემატება 6 საათს;
    • მინიმუმ 24-საათიანი უწყვეტი დასვენების დრო ყოველ შვიდდღიან პერიოდში;
    • არა უმეტეს 48 საათი მუშაობა ყოველ შვიდდღიან პერიოდში (ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ჩათვლით);
    • მინიმუმ 4-კვირიანი წლიური ანაზღაურებადი შვებულება;
    • ღამით მომუშავეებისთვის ყოველ 24-საათიან პერიოდში საშუალოდ 8 საათიანი მუშაობა, ხოლო თუკი სამუშაო საფრთხეს ან მძიმე დატვირთვას გულისხმობს - ყოველ 24-საათიან პერიოდში 8 საათზე მეტი მუშაობის აკრძალვა.
  • დაედგინა და აემოქმედებინა მინიმალური მოთხოვნები სამუშაო ადგილზე არსებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობისადმი;
  • დაედგინა და აემოქმედებინა მოთხოვნები უსაფრთხოების ნიშნებისადმი სამუშაო ადგილებზე;
  • დაედგინა და აემოქმედებინა უსაფრთხოების მოთხოვნები სამთო-მოპოვებითი მრეწველობაში არსებული ახალი სამუშაო ადგილებისთვის.

ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე

სახელშეკრულებო ურთიერთობები (ე.წ. შრომის სამართალი):

  • 91/383/EEC დირექტივა - დროებით დასაქმებულთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
  • 2003/88/EC დირექტივა - სამუშაო დროის ორგანიზება (მაქსიმალური ხანგრძლივობა, დასვენება, შესვენება, შვებულება)

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

  • 89/656/EEC დირექტივა - მოთხოვნები პერსონალური დამცავი აღჭურვილობისადმი
  • 92/58/EEC დირექტივა - უსაფრთხოების ნიშნები სამუშაო ადგილებზე
  • 92/91/EEC და 92/104/EEC დირექტივები - უსაფრთხოება სამთო-მოპოვებით მრეწველობაში
საქართველოს კანონმდებლობა