Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0010 465040 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



2017:
ბოლო განახლება: 2021-03-01

შესრულების მაჩვენებელი: 54% 

ვალდებულება

რა გაკეთდა პრობლემები შესრულება %
სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის და შევიწროვების აკრძალვა მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში შრომითი დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე აღმოფხვრილი არ არის 54%
საქონლისა და მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალისა და კაცისათვის მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში ქალისა და მამაკაცის შრომის თანაბრობის  შეფასების მეთოდიკა არ არსებობს 55%

ვალდებულებათა მოკლე აღწერა

2017 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი მოთხოვნები:

  • დაემკვიდრებინა სამუშაოსთან დაკავშირებით ყველა ადამიანისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპი. ანუ აეკრძალა და აღმოეფხვრა სამუშაოზე დაქირავებისას, ან სამსახურში ადამიანების დისკრიმინაცია ან შევიწროვება რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა კუთხით.
  • უზრუნველეყო პროდუქციისა და მომსახურების (მათ შორის დაზღვევის) თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალებსა და მამაკაცებისთვის.

ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე

  • 2000/43/EC დირექტივა - ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვა
  • 2000/78/EC დირექტივა - ყველა სხვა დისკრიმინაციის აკრძალვა
  •  2004/113/EC დირექტივა - საქონლისა და მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალისა და კაცისთვის
საქართველოს კანონმდებლობა