ინგლისური ვერსია: ასოცირების საბჭოს რეკომენდაცია, დანართი
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წწ. დღის წესრიგი
2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ („მხარეები“), ხელი მოაწერეს ამბიციურ და ინოვაციურ ასოცირების შეთანხმებას (AA), რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს. შეთანხმება ითვალისწინებს შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ დებულებებს და გაძლიერებულ თანამშრომლობას, რომელიც სცდება ტრადიციულ შეთანხმებათა მასშტაბებს და ვრცელდება ინტერესთა ყველა სფეროზე. სარატიფიკაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა 2016 წლის 1 ივლისიდან.
2014 წლის 26 ივნისს, ევროკავშირმა და საქართველომ, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მოსამზადებლად და ხელშესაწყობად მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი. დღის წესრიგი წარმოადგენს 2014-2016 წლებისთვის ერთობლივი მუშაობის პრიორიტეტთა იდენტიფიცირების ჩარჩო მექანიზმს, ასოცირების შეთანხმებით გაწერილი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად.
წინამდებარე დოკუმენტი აახლებს და რეფოკუსირებას უკეთებს 2014-2016 ასოცირების დღის წესრიგს, ასევე განსაზღვრავს ერთობლივი მუშაობის ახალ პრიორიტეტებს 2017-2020 წლების პერიოდში. იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს მოკლევადიან პრიორიტეტებსა (რომლებიც მიღწეულ უნდა იქნას ან მათი შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს 2018 წლის დასასრულისთვის) და საშუალოვადიან პრიორიტეტებს (რომლებიც მიღწეულ უნდა იქნას ან მათი შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს 2020 წლის დასასრულისთვის).
ის ფაქტი, რომ ასოცირების დღის წესრიგი ყურადღებას ამახვილებს პრიორიტეტთა შეზღუდულ რაოდენობაზე, არ ხელყოფს სხვა შესაბამისი შეთანხმებების ან აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე არსებული დიალოგის მასშტაბსა და მანდატს. იგი ასევე არ ზღუდავს AA/DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას 2016 წლის 1 ივლისიდან, მისი ძალაში შესვლის შემდეგ.
1. პრინციპები, ინსტრუმენტები და რესურსები ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის
ასოცირების დღის წესრიგი შესრულდება შემდეგი საერთო პრინციპების მიხედვით:
- ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს AA/DCFTA შესაბამისად, მათ შორის მისი პრეამბულის გათვალისწინებით.
- ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები ავსებს ევროკავშირისა და საქართველოს პასუხისმგებლობას, სრულად შეასრულონ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებები, როდესაც იგი უკვე სრულად შევიდა ძალაში;
- ასოცირების დღის წესრიგი უნდა შესრულდეს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის პრინციპების სრული დაცვით;
- ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს ორივე მხარის ჩართულობას მისი განხორციელების პროცესში;
- ასოცირების დღის წესრიგი მიზნად ისახავს ხელშესახები და განსაზღვრული მიზნების მიღწევას პრაქტიკული ღონისძიებების პროგრესულად განხორციელების გზით;
- მხარეები აღიარებენ შეთანხმებული პრიორიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, შესაბამისი პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საშუალებებით;
- ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია ითვალისწინებს ყოველწლიურ ანგარიშგებას, ზედამხედველობასა და შეფასებას. მიღწეული პროგრესი შეფასდება, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური სტრუქტურების კონტექსტში. სამოქალაქო საზოგადოება ასევე მოწოდებული იქნება მისი საზედამხედველო ღონისძიებების ფოკუსირება მოახდინოს ასოცირების დღის წესრიგზე.
- ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნებისა და პრიორიტეტების შესრულებაში. ამ მიზნით, იგი გამოიყენებს მხარდაჭერის ყველა შესაძლო წყაროს, ასევე, გამოცდილებისა და რჩევების, მოწინავე პრაქტიკისა და ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის მიწოდებას, შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციონალურ გაძლიერებასა და დახმარების ახალი ინსტრუმენტების განვითარებას. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დახმარება ექვემდებარება ერთობლივად შეთანხმებულ პირობებს, რომელიც ეხება რეფორმის პროგრესს. ევროკავშირი, ასევე, ხელს შეუწყობს და შეეცდება საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ გაწეული დახმარების კოორდინაციას. ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები. ამის მიუხედავად, წინამდებარე ასოცირების დღის წესრიგი, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ფინანსური პროგრამირების დოკუმენტს და არ ჩაანაცვლებს მხარეთა მიერ განსახორციელებელი პროგრამირებისა თუ ფორმულირების ღონისძიებებს.
ევროკავშირის დახმარება განხორციელდება საქართველოს დახმარების პრიორიტეტების საერთო კონტექსტში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (SSF) და ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის მრავალმხრივი პროგრამირების საფუძველზე, როგორც საქართველოსთვის გამოყოფილი მთლიანი დაფინანსების ნაწილი, ევროკავშირის საგარეო დახმარების იმპლემენტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რაც ამავდროულად მიზნად ისახავს ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე დადგენილი პრიორიტეტების მხედველობაში მიღებას.
წინამდებარე ასოცირების დღის წესრიგი იმოქმედებს მისი მიღების მომენტიდან 2020 წლის ბოლომდე და მისი მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეთანხმებისამებრ, დოკუმენტის განახლება ან მასში შესწორებების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
2. ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტები
2.1 საკვანძო პრიორიტეტები
ევროკავშირი და საქართველო საკვანძო პრიორიტეტად მიიჩნევენ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას, საერთო ღირებულებათა და პრინციპების კონსოლიდირებისა და წახალისებისთვის, როგორც ეს გაცხადებულ იქნა ევროკავშირისა და საქართველოს მიერ.
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მისი ეფექტური შესრულების მიზნით, საქართველომ გადადგა არსებითი ნაბიჯები და განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. ევროკავშირი აცნობიერებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
ევროკავშირი კვლავაც უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, ისევე როგორც საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტის მოგვარების მტკიცე ვალდებულებას. გარდა ამისა, აღიარებს რა საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივად და საზოგადოებრივად მდგრად სამაგალითო ერთეულს, და აგრეთვე რეგიონში, მის, როგორც წარმატებული, მშვიდობისმყოფელი და სტაბილური დემოკრატიის მოწინავე როლს, ევროკავშირი მზად არის უფრო ინტენსიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში, სამეზობლოში მისი სტრატეგიული პრიორიტეტების იმპლემენტაციის მიზნით, როგორც ეს ხაზგასმითაა აღნიშნული ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიაში.
ზემოაღნიშნულ კონტექსტში, როგორც პრიორიტეტული საკითხები, უნდა განხორციელდეს შემდეგი სარეფორმო ღონისძიებები:
ინსტიტუტების გაძლიერებისა და კარგი მმართველობის სფერო
1) სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობა
სასამართლო რეფორმის გაგრძელება, კერძოდ კი მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საკვანძო სასამართლო რეფორმების იმპლემენტაციის მეშვეობით, რომელიც ეხება inter alia იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროკურატურას, გამჭვირვალე და დამსახურების პრინციპის მიხედვით დასაქმებას, სასამართლო ანგარიშვალდებულებას, მოსამართლეთა ტრეინინგს, სასამართლოთა ინსტიტუციურ სტრუქტურას, ეფექტიან საქმეთა მართვის ელექტრონულ სისტემას, იურიდიულ დახმარებასა და მომსახურებებს, კომერციულ სამართალსა და დავების მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმებს. ყოველგვარი არასასურველი ჩარევისაგან თავისუფალი სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ზრდის გაგრძელება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმირების გაგრძელება კანონის ლიბერალიზაციისა და მოდერნიზაციის მიზნით და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთანთან მისი თანხვედრაში მოყვანის უზრუნველყოფა.
2) საჯარო ადმინისტრირების რეფორმა და საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება
საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის წარმართვა საჯარო ადმინისტრირებისა და ახლად მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ფოკუსირებული იქნება იმპლემენტაციის მონიტორინგსა და ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ეფექტური, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, დაწინაურებისა და დათხოვნის სისტემის წახალისებაზე და აგრეთვე, დამსახურების პრინციპზე დაფუძნებულ და პროფესიონალურ საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაზე, საჯარო ადმინისტრაციის ყველა სექტორში, სააგენტოსა და აგრეთვე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეთა საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებულ ტრეინინგებზე, ხარისხიანი საჯარო მომსახურების გაწევისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა კორუფციის, კერძოდ კი კომპლექსური კორუფციის პრევენციის, გამოაშკარავებისა და მოგვარებისათვის, აგრეთვე ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებისა და შემოსავლის დეკლარაციების შემოწმება.
3) ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის, ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ეფექტიანი იმპლემენტაციის გაგრძელება და მედიის პლურალიზმის, გამჭვირვალეობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შესახებ ბრალდებათა გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება; გენდერული თანასწორობის გაძლიერება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; და იმ ზომებზე ფოკუსირება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვას ძალადობის ყველა ფორმისაგან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად აუცილებელი რეფორმების გაგრძელება.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფერო
4) კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნება შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაცია კონფლიქტის გადაწყვეტასთან მიმართებით; ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობის შენარჩუნება და აღნიშნული ფორმატის მხარდაჭერა; საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობების გამოყენება სტაბილურობის, ნორმალიზებისა და ნდობის აღდგენის მიზნებისათვის; ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების მიმდებარედ ვაჭრობის, გადაადგილების თავისუფლებისა და ეკონომიკური კავშირების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობის გადახედვა; ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და შერიგება.
5) თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის გაღრმავება საერთო ინტერესებში შემავალ საკითხთა მოსაგვარებლად, მათ შორის ტერორიზმის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის და სხვ., და შემდგომი თანამშრომლობის წარმართვა; საქართველოს მონაწილეობის წახალისება ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებსა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან (CSDP) დაკავშირებულ ტრეინინგებსა და საკონსულტაციო ღონისძიებებში; ევროკავშირის სხვადასხვა ინსტრუმენტების აქტივაცია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოში მდგრადობისა და შესაძლებლობათა განვითარების მხარდასაჭერად.
ეკონომიკური განვითარებისა და საბაზრო შესაძლებლობათა სფერო
6) გაუმჯობესებული ბიზნეს-გარემო და ინვესტიციების მართვა
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიისა და 2016-2017 წლების პერიოდის შესაბამისი სამოქმედო გეგმის, აგრეთვე შემდგომი სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია; მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის სამართლებრივი ბაზის, სამოქმედო გარემოსა და მხარდაჭერის გაუმჯობესება; საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაუმჯობესება კერძო სექტორის იმ პრიორიტეტთა იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც საჭიროებს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას. ფინანსური სექტორის ინფრასტრუქტურის რეფორმების მხარდაჭერა; დეპოზიტის დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება, საბანკო სექტორის რეფორმა და კანონმდებლობა; გაუმჯობესებული საკრედიტო/იპოთეკური რეგისტრატურა, გაუმჯობესებული ფინანსური ანგარიშგება და აუდიტი, კაპიტალის ბაზრის ხელმისაწვდომობისთვის ისეთი ზომების მიღება, როგორიც არის მიკრო-კრედიტის, ლიზინგის, ფაქტორინგისა და დაზღვევის განვითარება, კომერციული დავებისა და საკონტრაქტო აღსრულებისთვის დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება.
7) სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020წწ. სტრატეგიის იმპლემენტაცია; ეფექტიანი მომარაგების ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო რეგიონებში დასაქმების განვითარება და მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა შერჩეულ სექტორებში მაღალი საექსპორტო ღირებულების მხრივ მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.
8) ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმები და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) ზომები
სავაჭრო სტრატეგიასთან დაკავშირებული ტექნიკური ბარიერების (TBT) იმპლემენტაცია; სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციების, მეტროლოგიის, საბაზრო მონიტორინგის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება; საბაზრო მონიტორინგის სტრატეგიის იმპლემენტაცია; სავაჭრო სტატისტიკის შემდგომი გაუმჯობესება; საბაჟო თანამშრომლობის ჩარჩო სტრატეგიის იმპლემენტაცია; კანონმდებლობის დაახლოება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა საბაჟო აღსრულების თაობაზე და საიმპორტო გადასახადებთან დაკავშირებული მორატორიუმის დებულების დაცვის უზრუნველყოფა.
სურსათის უვნებლობის სტრატეგიისა და დაახლოების პროგრამის იმპლემენტაცია, კერძოდ კი სურსათის უვნებლობის კოდექსის შესრულება და ჰორიზონტალური საიმპლემენტაციო კანონმდებლობის პროგრესული მიღების უზრუნველყოფა; სურსათის უვნებლობის შემოწმების უზრუნველყოფა ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებზე; სურსათის და კვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა ვარგისიანობის უსაფრთხოების ადრეული გაფრთხილების მექანიზმის მხარდაჭერა და ფიტოსანიტარიული ზომების ლაბორატორიული შესაძლებლობების გაზრდა.
კავშირგაბმულობა, ენერგოეფექტიანობა, გარემოსა და კლიმატის ცვლილები
9) ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოეფექტიანობა
ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს ფორმალური გაწევრიანებიდან გამომდინარე ვალდებულებების დროული იმპლემენტაციის მხარდაჭერა და რეგულატორული რეფორმებისა და ინვესტირების მეშვეობით ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგო ეფექტურობის მიმართულებით გაძლიერება, რაც მოიცავს ენერგო რეგულატორის მანდატის, შესაძლებლობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებასაც; ენერგო ინფრასტრუქტურის ქსელთა და ურთიერთკავშირების გაძლიერება, ისევე როგორც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მარკეტის გამჭვირვალეობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება.
10) ტრანსპორტი
ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ძირითადი ნაწილის განვითარების პროექტთა შემდგომი იმპლემენტაციის გზით.
11) გარემო და კლიმატის ცვლილება
გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით სამართალთან დაახლოების გაზრდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თაობაზე ახალი კანონმდებლობის მიღებისა და იმპლემენტაციის გზით; გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე საზოგადოებრივი წვდომის უზრუნველყოფითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობით, რაც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ისევე როგორც გარემოს საკითხების პოლიტიკური დაგეგმარების სხვა სფეროებში ინტეგრირებით და გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებით. დაბალი გამონაბოლქვის განვითარების სტრატეგიის დასრულება. კლიმატის ცვლილების ახალი გლობალური შეთანხმების (პარიზის შეთანხმება) განხორციელების დაწყება.
მობილობა და ხალხთაშორისი კონტაქტები
12) მიგრაცია, თავშესაფარი და საზღვრის მართვა
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა პირობის მტკიცე დაცვის უზრუნველყოფა, როგორც ეს მოთხოვნილია უვიზო რეჟიმის სახეცვლილი შეჩერების მექანიზმის თანახმად; ევროკავშირი-საქართველოს მობილობის პარტნიორობის, საქართველოს მიგრაციის 2016-2020წწ. სტრატეგიის და საქართველოს სახელმწიფოში ინტეგრირებული საზღვრის მართვის 2014-2018წწ. სტრატეგიის და სხვა შესაბამისი თანამდევი სამოქმედო გეგმების ეფექტიანი იმპლემენტაცია.
13) განათლება, დასაქმება, ინოვაციური კვლევა და ახალგაზრდობა
სრულყოფილი კვლევითი საგანმანათლებლო რეფორმის მეშვეობით სრული საგანმანთლებლო კვლევის განხორციელების გაუმჯობესება; დასაქმებისადმი სტრატეგიული მიდგომისა და პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის (VET) განვითარება; საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის (STI), მათ შორის საქართველოს ინოვაციური პოლიტიკის განვითარების მხარდასაჭერად ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება; ძირითადი შრომითი უფლებების შესრულება.
2.2 დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუტების გაძლიერება
წინამდებარე ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, რეფორმებისკენ მიმართული პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა მიზნად ისახავს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გაძლიერებას, ისეთს როგორიც არის პოლიტიკური პლურალიზმი, საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში, ძალაუფლების განაწილება და ოპოზიციასთან თანამშრომლობა, კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გაეროსა და ევროპის საბჭოს ძირითადი კონვენციებითა და შესაბამისი ოქმებით დაცული უმცირესობათა უფლებებისა და ადგილობრივი პოლიტიკური ფორუმების კონსოლიდირების ხელშეწყობა, კერძოდ ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis communautaire) დაახლოების გზით.
დიალოგი და თანამშრომლობა გავრცელდება შემდეგ სფეროებზე:
(i) დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა უზრუნველმყოფი ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება, განსაკუთრებით შემდეგი გზით:
- არჩევნების, მათ შორის 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თითმმართველობის არჩვენების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველყოფა, ახალ საარჩევნო ციკლში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისა (IATF) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო-ს)/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ, საკანონმდებლო და საარჩევნო ადმინისტრირების კუთხით გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზით, კერძოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით;
- კანონის უზენაესობის საკვანძო კომპონენტებზე, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, გავლენის მქონე საკანონმდებლო ცვლილებებათა ყოვლისმომცველი და დემოკრატიული განხილვების პირობებში, და საჭიროების შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან ერთად წარმართვა, რათა აღნიშნულმა ცვლილებებმა გაუძლოს დროს და დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები. ამავე პირობებში უნდა განხორციელდეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ძალაუფლების ბალანსისა და პარლამენტის საზედამხედველო და საკანონმდებლო უფლებამოსილებათა შემდგომი გაუმჯობესება.
(ii) მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის გაგრძელება, კერძოდ მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სასამართლოს სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება, რომლებიც თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი არამართლზომიერი ჩარევისაგან; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება:
მართლმსაჯულების სექტორი
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- სასამართლო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განვითარება და ეტაპობრივი იმპლემენტაცია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურებისა და გადამზადების პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობით, აგრეთვე, ადეკვატური რესურსების გამოყოფა შესაბამისი სასამართლო კომპეტენციის უზრუნველყოფისათვის; იუსტიციის უმაღლესო სკოლის დამოუკიდებლობის შემდგომი განვითარება, განსაკუთრებით უფლებამოსილებათა გაზრდით;
- კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეფექტიანობის გაუმჯობესება inter alia მისი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით.
- სასამართლოს ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესება მკაფიო და ყოვლისმომცველი დისციპლინარული წესების იმპლემენტაციით, რომლებიც ეფექტიანად სრულდება, ისევე როგორც მოსამართლეთა პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის გარანტირებით;
- სასამართლოთა ინსტიტუციონალური სტრუქტურის რაციონალიზაცია, მათ შორის, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს, სპეციალიზებული პანელებისა და პალატების ჩამოყალიბება და დაგროვებულ საქმეთა რაოდენობის შემცირება საერთო სასამართლოების სამოქალაქო დანაყოფებში;
- სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლების მიზნით, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის განვითარება და საქმეთა მართვის ელექტრონული პროგრამის გაუმჯობესება;
- პროკურატურის რეფორმის გაგრძელება მისი საქმიანობის დამოუკიდებლობის, ნებისმიერი არამართლზომიერი გავლენისგან დაცვის, მეტი გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით;
- სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის გაგრძელება სასჯელთა ლიბერალიზაციის, კანონმდებლობის მოდერნიზაციის მიზნით და მისი ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ ჩარჩოთა შემდგომი გაუმჯობესება მაღალი ხარისხის უფასო სამართლებრივი დახმარების, ისევე როგორც ფასიანი სამართლებრივი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
- სისხლის სამართლის პროცესში, სამართლიანი სასამართლოს, სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და პროცედურული უფლებების უზრუნველყოფის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ევროპის საბჭოს სხვა შესაბამისი კონვენციებით, საქართველო მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, გამომდინარე საქართველოს ვალდებულებების მიხედვით, შემდეგი პრინციპების სრულად განხორციელების გზით:
- სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულთა პროცესუალური უფლებების გარანტირება;
- დანაშაულის, მათ შორის სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლთათვის, სასამართლოს ხელმისაწვდომობის, დაცვის, მხარდაჭერისა და კომპენსაციის უფლებათა უზრუნველყოფა;
- სამართლიანი, ეფექტიანი და აგრეთვე უფრო ფართოდ გამოყენებადი, დავების მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმთა შემოღება.
- პენიტენციალურ და პრობაციის სისტემებში და მათ გარეთ, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიდგომათა იმპლემენტაცია დანაშაულის ხალახლა ჩადენის პრევენციის მიზნით და საჯარო წესრიგსა და უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფას შორის ჯეროვანი ბალანსის შენარჩუნება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- კანონმდებლობის მოდერნიზაცია კომერციულ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სფეროებში, ეროვნული სტრატეგიებისა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად;
- სასამართლოს ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადეკვატურად დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით.
სამართალაღსრულება
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის გაზრდა. პოლიციის წინააღმდეგ გამოთქმული შენიშვნები დამაჯერებელი პასუხისთვის მოითხოვს პროფესიონალურ, ეფექტიან მექანიზმს. სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოთქმული შენიშვნების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების განსავითარებლად შემდგომი ზომების მიღების განხილვა. სამართალდამცავ ორგანოთა ოფიცრებისთვის ყოვლისმომცველი ტრენინგების ჩატარება ეთიკური სტანდარტებისა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლებების თაობაზე.
- პატიმრობის ალტერნატიულ ზომათა ფართო გამოყენება, ახალი არასაპატიმრო სასჯელების შემოღებითა და პრობაციის სამსახურის შესაძლებლობათა გაზრდით.
ანტიკორუფცია, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაცია, როგორიც არის გაერო-ს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, და კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენცია და მისი დამატებით ოქმი, ისევე როგორც ევროპის საბჭოს ქვეყნების კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციები და OECD-ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის;
- მოქალაქეთა უფლების გაუმჯობესება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, როგორც კორუფციის ეფექტიანად პრევენციის ერთ-ერთ საკვანძო ზომაზე;
- მოქმედი საზედამხედველო, აუდიტისა და ფინანსური საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება;
- პოლიტიკის შემუშავების ინკლუზიური პროცესის გაგრძელება, მოქალაქეთა მონაწილეობის, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოებასა და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის მეშვეობით;
- დარგობრივ კომიტეტთა უფლებამოსილების გაუმჯობესებით, პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებათა გაძლიერება;
- საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გეგმის იმპლემენტაციის გაგრძელება და აღნიშნული გეგმის დაძირითადი სტრატეგიების კოორდინაციის, ზედამხედველობისა და ანგარიშგების გაძლიერება, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ დონეებზე;
- საჯარო სამსახურის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს იმპლემენტაცია უფრო პროფესიონალური და დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ანტიკორუფციული ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ეფექტიანი იმპლემენტაციის გაგრძელება კორუფციის, განსაკუთრებით კი კომპლექსური კორუფციის პრევენციის, გამოაშკარავებისა და გადაჭრის მიზნით;
- კორუფციის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისათვის ეფექტიანი სისტემის შექმნა;
- საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გეგმისა და ძირითადი სტრატეგიების განახლება, საჯარო ადმინისტრირების პრინციპების შესაბამისად;
- ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ეფექტური, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირების განვითარება და ხარისხიანი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება;
- ადგილობრივ დონეზე მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გაძლიერება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად
(iii) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საკითხებზე ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გზით, მათ შორის თომას ჰამარბერგის ანგარიშის „საქართველო გარდამავალ ეტაპზე“ გათვალისწინებით. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მოიცავს შემდეგ პრიორიტეტებს:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აქტიური იმპლემენტაცია, მათ შორის გაეროს ორგანოების, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო)/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), ევროპის საბჭოს / რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიისა (ECRI) და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ეხება ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას, უმცირესობათა და პირადი ცხოვრების დაცვასა და რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფას;
- ანტი-დისკრიმინაციული კანონის ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, დისკრიმინაციისგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად;
- დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროპის საბჭოს აქტების ხელმოწერის, რატიფიცირებისა და ეროვნულ კანონმდებლობაში მათი ინკორპორაციის მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. აღნიშნული ნაბიჯები ეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც სტამბულის კონვენცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციას.
- რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის მიწოდებისა და პრევენციის გაძლიერება და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ზიანის მიმყენებელ ზომებთან ბრძოლის გაგრძელება, მათ შორის სასქესო ორგანოების დასახიჩრებისა და დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფორმების აღკვეთა, განსაკუთრებით სოფლებში
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- დავების მოგვარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი წინასასამართლო და არასასამართლო მექანიზმების შენარჩუნება;
- ადამიანის უფლებათა და ანტი-დისკრიმინაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება სასამართლო, სამართალდამცავ და ადმინისტრაციის სისტემებში;
- მედია პლურალიზმის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გაძლიერების გაგრძელება, ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად;
- პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების გათვალისწინება. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა და გაძლიერება; დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და ანტი-დისკრიმინაციული კანონითა და აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ინსტიტუციონალური მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებაზე სახალხო დამცველთან თანამშრომლობა.
- ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის, მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარების გაგრძელება, ისევე როგორც იურიდიულ საკითხებზე რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებასთან;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან (CSO) და სოციალური პარტნიორებთან (პროფესიული კავშირები და დამსაქმებელთა ორგანიზაციები), როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში, მათ შორის შრომითი უფლებების, კონფიდენციალურობის, უმცირესობათა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და მედიის თავისუფლების სფეროებში, დაინტერესებულ სუბიექტებთან და მაკონტროლებლებთან, თანამშრომლობა,
- რეგიონული ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის საბჭოს ქარტიის არსებულ დებულებათა დაცვის უზრუნველყოფა.
სასტიკი მოპყრობა და წამება
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- 2017-2018 წლების პერიოდისთვის წამების საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმის მიღება და სასტიკი მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, და დაუსჯელობის სინდრომთან საბრძოლველად ძალისხმევათა ინიცირება;
- სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასტიკი მოპყრობის ბრალდებათა გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება პენიტენციურ სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო და სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნებისმიერი ბრალდების სრულყოფილი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად;
- სახალხო დამცველის ოფისთან არსებული პრევენციიც ეროვნული მექანიზმის (NPM) მხარდაჭერა და თანამშრომლობა მისი ეფექტიანი ფუნქციონირების მეშვეობით დარღვევათა პრევენციის მიზნით.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- პენიტენციური ჯანდაცვის სისტემისა და პატიმართა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, მათ შორის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გაუმჯობესებისათვის არსებულ ძალისხმევათა გაგრძელება. დახურულ დაწესებულებებში ან მათზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობათა განვითარება და მათი შესაბამისი უფლებებით აღჭურვა, მათ მიერ სასტიკი მოპყრობის დაგმობისა და შეტყობინების წახალისების მიზნით.
- არასათანადო და სასტიკი მოპყრობის ადრეული გამოვლენისა და პრევენციისთვის პენიტენციური სისტემის, პოლიციის, სამხედრო და სხვა დახურული დაწესებულებების ეფექტიანი შიდა და გარე ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება;
თანასწორი მოპყრობა
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა, ისევე როგორც უმცირესობის წარმომადგენელთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა, მათი რელიგიის ან რწმენის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან სხვა გარემოების მიუხედავად,
- გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის გაძლიერებისთვის დამატებითი ზომების მიღება, მათ შორის, საკითხთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, როგორც ზოგადად მოსახლეობაში, ისე სპეციფიურ პროფესიულ ჯგუფებში, როგორიცაა პოლიცია, და სოფლებსა და უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობა. მსხვერპლთათვის საკონსულტაციო მომსახურებებსა და თავშესაფრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესები, დედობის უფლების დაცვის წესები, მშობლისა და პროფესიული ვალდებულებების შეთავსების წესები, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
- პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების სფეროებში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად აქტიური ნაბიჯების გადადგმა.
ბავშვთა უფლებები
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- სახალხო დამცველის როლის გაძლიერება და მისი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა, ბავშვთა საკითხებზე მუშაობისა და inter alia შესაბამის ინსტიტუტებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის გაგრძელების მიზნით, მათ შორის დღის ცენტრებში;
- ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად შესაბამის ზომებზე ყურადღების გამახვილება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვების (მათ შორის შშმ ბავშვები და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები) საჭიროებათა დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა გაზრდა სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისა და გაფართოების გზით, ისევე როგორც შშმ ბავშვებისთვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამებზე ტერიტორიული წვდომის მხარდაჭერის გზით, და ბავშვთა შრომის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება;
- ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციისკენ მუშაობის გაგრძელება.
პროფესიული კავშირების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების შრომითი ინსპექციის სისტემის საზედამხედველო ფუნქციების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების შესაბამისად, არსებულ კანონმდებლობაში შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრა.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- შრომის კოდექსის (2013 წლის ივნისში მიღებული) შესრულება. კოდექსისა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. შრომის კოდექსში შრომითი დავების მოგვარების პროცედურების გაწერა და მედიატორთა სიის ფორმირებით, მოლაპარაკების კულტურის განვითარება.
- ეფექტიანი შრომითი ინსპექციის სისტემის შექმნის მიზნით მუშაობის გაგრძელება, რათა ნებისმიერი სახის შრომის პირობებისა და შრომითი ურთიერთობების ინსპექტირება შესაბამისი კომპეტენციით, შესაძლებლობებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების დაცვით განხორციელდეს;
- სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მეშვეობით, სოციალური დიალოგის გაუმჯობესების გაგრძელება.
2.3 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა
ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში (CFSP) დიალოგისა და თანამშრომლობის მიზანია ეტაპობრივი დაახლოება, მათ შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: უსაფრთხოება, კონფლიქტის პრევენცია და კრიზისის მართვის საკითხები, რეგიონული სტაბილურობა, განიარაღება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, შეიარაღების კონტროლი და ექსპორტის კონტროლი. თანამშრომლობა ემყარება ერთიან ფასეულობებსა და საერთო ინტერესებს და მის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური დაახლოებისა და ეფექტიანობის გაზრდა, ორმხრივი, საერთაშორისო და რეგიონალური ფორმატების გამოყენებით.
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დეკლარაციებთან საქართველოს მზარდ მიერთებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელება;
- ევროკავშირის ავტონომიური სანქციების ზომებთან მიერთებაზე თანამშრომლობის გაგრძელება;
- ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხების თაობაზე სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება;
- კონფლიქტის პრევენციისა და კრიზისების მართვის საკითხებზე პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის ხელშეწყობით, ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩართვის შესახებ 2013 წლის ნოემბერში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხების პანელის ფარგლებში, ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებსა და ტრენინგებში მონაწილეობით;
- ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე საკონსულტაციო და ტრენინგ-ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა და წახალისება (როგორც ორმხრივი რეგულარული კონსულტაციების ფორმატში, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პანელის ფარგლებში);
- ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირის სააგენტოებთან საქართველოს თანამშრომლობის წახალისება;
- რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საზღვრის გაუმჯობესებული მართვა, მიგრაციის მართვა, საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვა, ექსპორტის კონტროლი, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, სამოქალაქო თავდაცვა, აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაზიდვასთან ბრძოლა (როგორიც არის ბიოლოგიური და ბირთვული მასალები) და სათანადო პერსონალის წვრთნა, მათ შორის საქართველოში განთავსებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული სრულყოფილების ცენტრის (CBRN) მეშვეობით.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე პრაგმატული თანამშრომლობისა და პოლიტიკური დიალოგის განვითრებისთვის კეთილგონივრული გარემოს ერთობლივად შექმნა, მათ შორის ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში;
- კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და მულტილატერალიზმზე დაფუძნებული საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა;
- საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, შესაძლებლობებსა და მედეგობაში ინვესტირება, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის შესაძლებლობათა გაზრდის ინიციატივაში (CBSD) საქართველოს ჩართვის გზით, რაც მოიცავს ინსტიტუციონალურ მხარდაჭერას, ტრენინგსა და აღჭურვილობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის ეფექტიანობას;
- საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი რეფორმირების მიზნით, ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- გაეროს ქარტიითა და ეუთოს ჰელსინკის დასკვნითი აქტით დადგენილი პრინციპების - სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და დამოუკიდებლობის - ერთობლივი პატივისცემის ხელშეწყობა.
ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და იარაღის უკანონო ექსპორტი
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა და თანამშრომლობა, განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვითა და აღნიშნული ხელშეკრულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების გზით
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული ბრძოლის თაობაზე საერთაშორისო კონსენსუსის გაღრმავების, მათ შორის, ტერორისტული აქტების სამართლებრივი განმარტების, ასევე, საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ ყოვლისმომცველ კონვენციაზე შეთანხმების ხელშეწყობის მიზნით;
- თანამშრომლობა რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის თაობაზე, იმპორტირებული, ექსპორტირებული თუ ტრანზიტული საქონლის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- მცირე ზომის და მსუბუქი შეიარაღებითა და მათ შორის, საბრძოლო მასალებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრა, არსებული საერთაშორისო შეთანხმებების, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და აღნიშნულ სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
- ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტის კონტროლის შესახებ ევროკავშირის ერთიანი პოზიციის გათვალისწინებით. იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მარაგების განადგურების კუთხით თანამშრომლობის განვითარება;
- ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების (NPT) სამივე სვეტის დაბალანსებულ შესრულებაში წვლილის შეტანის გაგრძელება;
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნება, შეთანხმებულ ფორმატებში, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, , მათ შორის, კონსულტაციების გამართვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი - ჩართვის გზების მოძიების მიზნით;
- კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაცია, მათ შორის, რეგულარული პოლიტიკური დიალოგის წარმოების გზით;
- ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანადავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის შენარჩუნება და მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობების სრული და ეფექტიანი გამოყენება სტაბილურობის, ნორმალიზების, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების ხელშეწყობის, და ნდობის აღდგენის მიზნებისთვის, inter alia ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მეშვეობით და სხვა სათანადო მექანიზმების, ზომებისა და გეგმების გამოყენებით.
- კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარებით, საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჭრილში, რომელზეც საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობენ;
- საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებით მიღებული სარგებელისა და შესაძლებლობების, მათ შორის შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზიარების მიზნით, შესაბამისი გზების მოძიება;
- ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების მიმდებარედ, ვაჭრობის, გადაადგილების თავისუფლებისა და ეკონომიკური კავშირების წახალისების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველო კანონი. კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ხალხთაშორისი კონტაქტების, ნდობის აღდგენისა და შერიგების ძალისხმევათა მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობა;
- საქართველოს საზოგადოებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგრადი ინტეგრირების მხარდაჭერისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმა (საკუთრების უფლება, დასაქმება, მიზანმიმართული მხარდაჭერა).
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაგრძელება;
- ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის სრულყოფილი შესრულების, მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელება;
- საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით მუშაობა;
- კონფლიქტის მდგრადი გადაწტვეტის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული ფორმატების შეუზღუდავად. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება, როგორც მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის, ისე შესაბამის საერთაშორისო სუბიექტებთან დიალოგისას დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი;
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გაგრძელება რომის სტატუტისა და მასთან დაკავშირებული აქტების იმპლემენტაციით, მისი მთლიაონობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყურადღების მინიჭებით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გაგრძელება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით.
2.4 მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება
საქართველომ განგრძობითად უნდა შეასრულოს 2013 წლის 25 თებერვლის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკით დადგენილი მოთხოვნები. სამოქმედო გეგმაში შემავალი ყველა ნიშნულის, მათ შორის მე-3 პუნქტში მოცემული ნიშნულების (საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება), ეფექტიანი, განგრძობითი და მდგრადი იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის. უვიზო რეჟიმი შეჩერების შესწორებული მექანიზმის თანახმად, უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეჩერდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ კმაყოფილდება ერთი ან მეტი კონკრეტული მოთხოვნა. სამოქმედო გეგმის კონკრეტული ნიშნულების შესრულებასთან დაკავშირებით დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირს მოთხოვნისთანავე მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების პატივისცემის გაზრდის მიმართულებით, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში; მონაცემთა დაცვის სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორზე გავრცელების უზრუნველყოფა;
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- მონაცემთა დაცვის ორგანოს (ინსპექტორის აპარატის) შესაძლებლობების გაძლიერების გაგრძელება და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესრულების ზედამხედველობა.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სამართლებრივი ბაზის დანერგვის გაგრძელება ყველა სექტორში, ევროპული ინსტრუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად დადგენილ ნიშნულებთან შესაბამისობაში მყოფი მონაცემთა დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.
- მონაცემთა დაცვის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დაახლოება მონაცემთა დაცვის უახლეს ევროპულ სტანდარტებთან.
მიგრაცია და თავშესაფარი
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- გაერთიანებული მიგრაციის ანალიტიკური სისტემისა და მიგრაციის რისკის ანალიზის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საიმიგრაციო მონაცემთა ანალიზსა და რისკთა შეფასებაში არსებული შემდგომი გაუმჯოებესების შესახებ შეტყობინება.
- არარეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველი მექანიზმების განვითარება და ლეგალურ მიგრაციაზე ზრუნვა, მათ შორის განგრძობითი, მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით მიგრანტების უფლებათა და ვალდებულებათა, აგრეთვე ევროკავშირის შრომით ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმიდან გამომდინარე მათ უფლებათა დარღევევის თანამდევ შედეგებთან დაკავშირებით;
- ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად საქართველოს არაბიომეტრიული პასპორტების ხმარებიდან ამოღებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შეტყობინება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი თანხმლები სამოქმედო გეგმის ეფექტიანი იმპლემენტაცია;
- საქართველოს მიგრაციის პროფილის რეგულარული განახლება (სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ);
- ევროკავშირი-საქართველოს რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი დანერგვის გაგრძელება და მობილობის ცენტრებისა და რეინტეგრაციის ღონისძიებათა უმტკივნეულო (smooth) გადაცემა საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამისთვის;
- ევროკავშირი-საქართველოს მობილობის პარტნიორობის ფარგლებში პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების გაგრძელება.
საზღვრის მართვა
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს სახელმწიფო ინტეგრირებული საზღვრის მართვის 2014-2018წწ. სტრატეგიისა და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულება;
- სასაზღვრო შემოწმებებისა და სასაზღვრო ზედამხედველობის მაღალი დონის შენარჩუნება სასაზღვრო მიგრაციის ადმინისტრირებისა და ანგარიშგების სისტემის (BMARS) დახმარებითა და სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემის (BOMS) პროექტის იმპლემენტაციით;
- მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრის დემარკაციის პროცესში პროგრესის მიღწევა.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელება და სახელმწიფო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიებისათვის.
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიების შედეგიანობის ზედამხედველობა და ანგარიშგება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ძალისხმევის გაგრძელება;
- ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანად გამკლავების მიზნით, თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მათ შორის, ევროპის პოლიციის სამსახურთან (EUROPOL) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და CEPOL-თან თანამშრომლობის გაგრძელება სამართალდამცავი ორგანოების ტრენინგის მიზნებისთვის;
- კიბერდანაშაულთან გასამკლავებლად თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შესაბამისი ტრენინგის ჩატარება.
ბრძოლა უკანონო ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დანერგვა.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ნარკოტიკული საშუალებების საკითხთან დაკავშირებით დაბალანსებული და ინტეგრირებული მიდგომის უზრუნველყოფის გაგრძელება, რათა მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობისა და სოციალურ პრობლემებთან გამკლავება, ასევე, უზრუნველყოფილ იქნას უფრო ეფექტიანი პრევენცია და განხორციელდეს მუშაობა უკანონო ნარკოტიკული ნივთიერებების მიწოდების, ვაჭრობისა და მათზე მოთხოვნის შემცირების მიმართულებით;
- რეგულარული დიალოგის გაგრძელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ დიალოგის ფარგლებში;
- თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შემდგომი განვითარება, მათ შორის, ევროპის ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრსა (EMCDDA) და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის საუკეთესო გამოყენების გზით.
ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მეოთხე დირექტივასთან;
- დანაშაულის შედეგად მიღებული ქონების ჩამორთმევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების გაყინვისა და ჩამორთმევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობისა და გაყინული და ჩამორთმეული ქონების სავარაუდო ღირებულების მონიტორინგი და ანგარიშგება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის განვითარებისთვის ძალისხმევათა გაგრძელება, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით;
- ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაცით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვის გაგრძელება;
- ჩამორთმევის, ქონების აღდგენისა და ქონების განკარგვის საკითხებზე ოპერატიული თანამშრომლობის გაუმჯობესება საქართველოს შესაბამის ორგანოებსა და ევროკავშირის ქონების აღდგენის სამსახურს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლის გზით.
ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობა
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- 4 აპრილს ხელმოწერილი საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების სრული გამოყენება, ტერორისტული ორგანიზაციების, დაჯგუფებების, და მათი საქმიანობებისა და მხარდამჭერი ქსელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გაძლიერების მიზნით.
სამართლებრივი თანამშრომლობა
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ეფექტიანი და ინტენსიური ზომების მიღება ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და მისი შემდგომი შესრულების მიზნით.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით, კერძოდ: სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ფარგლებში მიღებული კონვენციები, ასევე, ბავშვთა დაცვის კონვენციები, განსაკუთრებით, 1965 წლის კონვენცია “სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მომსახურების გაწევის შესახებ”, 1970 წლის კონვენცია “სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში მტკიცებულების უცხოეთში გატანის შესახებ”, 2005 წლის კონვენცია „სასამართლო შეთანხმებების არჩევანის შესახებ“ და 2007 წლის ჰააგის კონვენცია „ბავშვთა დახმარებისა და სხვა ფორმების ოჯახური მზუნველობის შესახებ“ და მისი პროტოკოლი „მზუნველობის ვალდებულების მარეგულირებელი სამართლის შესახებ“.
- სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება, შესაბამის კონვენციებთან, განსაკუთრებით ევროპის საბჭოს კონვენციებთან, მიერთებისა და განხორციელების გზით.
2.5 ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტი ასოცირების შეთანხმების მოცულობითი ნაწილია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ნაწილის იმპლემენტაციას, რომელიც მოცემულია IV თავში ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, მიენიჭება პრიორიტეტის ის დონე რომელიც შეესაბამება ასოცირების შეთანხმების ზოგადი კონტექსტის მნიშვნელობას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში.
საქონლით ვაჭრობა
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის ბაზარზე დაშვების შესახებ დებულებების განხორციელებისათვის, კერძოდ, ერთობლივი კონსულტაციების გზით, რათა:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- მოხდეს ვაჭრობის სტატისტიკის სფეროს შემდგომი გაუმჯობესება;
- უზრუნველყოფილ იქნას, რომ არ მოხდება მხარეებს შორის ვაჭრობისას ამჟამად გამოყენებული იმპორტის გადასახადების გაზრდა ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (უმოქმედობის მუხლი);
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს ხელი შეეწყოს მისი საექსპორტო სტრუქტურის დივერსიფიკაციის გასაზრდელად, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე ახალი პროდუქტების ექსპორტის მხრივ;
- გვერდის ავლის საწინააღმდეგო მექანიზმის ეფექტიანი გამოყენების მიზნით წარიმართოს ახლო თანამშრომლობა;
- მოხდეს საქართველოს დახმარება იმ კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლის მომზადებასაც ის შესაძლოა გეგმავდეს ბაზარზე დაშვებასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე (ე.ი. სავაჭრო ზომებზე);
- უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებულ განვითარებებსა და ბაზარზე დაშვების პოლიტიკის შესახებ.
ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტიზაცია და შესაბამის ინფრასტრუქტურა
მხარეები ითანამშრომლებენ სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სფეროებში, რათა მიღწეულ იქნას ამ სისტემების თანდათანობითი დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად. თანამშრომლობა მოიცავს:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- იმ კანონმდებლობის შემუშავება, რომლის განხორციელების ვალდებულებაც საქართველომ აიღო ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების (TBT) სტრატეგიის შესაბამისად;
- სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის გზით;
- დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ეკონომიკური ოპერატორების, მომზადებისა და ადაპტაციის ხელშეწყობა, დაახლოებული კანონმდებლობის დანერგვისთვის;
- ინდუსტრიული ნაწარმისთვის ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგიის განხორციელება;
- ბაზრის ზედამხედველობის სფეროში, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების და ბარის ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციული უნარების გაძლიერება;
- კადრების შემდგომი ტრეინინგი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და სააგენტოების მართვისთვის;
- ინფორმაციის გაცვლა საქართველოს ვაჭრობის ტექნიკური ბარიერებისა და ბაზრის ზედამხედველობის სტრატეგიების ყველა შესაბამის ასპექტზე, მათ შორის შესაბამისი განრიგების ჩათვლით.
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს სურსათის და ცხოველის საკვების, მცენარეთა ჯანმრთელობისა და ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სტანდარტების, კეთილდღეობის კანონმდებლობის და პრაქტიკის ევროკავშირთან დაახლოებისთვის მოსამზადებლად, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით. თანამშრომლობა მოიცავს:
მოკლევადიანი პრიორიტეტები:
- სურსათის და ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა ჯანმრთელობის უვნებლობისთვის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმის მხარდაჭერა;
- საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება შესაბამის სააგენტოებთან, ბიზნესებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად საჭირო მოთხოვნების თაობაზე და ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან - სურსათისა და ცხოველთა საკვების უსაფრთხოების, შესაბამისი სამომხმარებლო ასპექტების თაობაზე;
- საქართველოსთვის შემდგომი ტექნიკური რჩევებისა და მხარდაჭერის გაწევა კანონმდებლობის შემუშავებასა და გატარებაში, მათ შორის, შესაბამისი კადრების მომზადებაში, კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობების განვითარებასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაში, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად;
- ქართული ბიზნესის ადაპტაციის შესაძლებლობის გაუმჯობესება დაახლოებული კანონმდებლობის დანერგვისათვის.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს მხარდაჭერა სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში რისკის ანალიზის გაძლიერების მიზნით; სასაზღვრო შემმოწმებელ პუნქტებზე ვეტერინარული ფიტოსანიტარიისა და საკვების უსაფრთხოების შემოწმებათა უზრუნველყოფა;
- ქართული ბიზნესების ადაპტაციის გამარტივება დაახლოებული კანონმდებლობის დანერგვისათვის;
- თანამშრომლობა ცხოველთა კეთილდღეობის სფეროში და ცხოველებში ანტიბიოტიკების შეზღუდულად გამოყენება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დასაძლევად.
საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა
მხარეები ითანამშრომლებენ ქართული კანონმდებლობის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის მოსამზადებლად. დაახლოება უნდა დაეფუძნოს კავშირის საბაჟო კოდექსს, რომელიც დანერგილია 2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით. ასოცირების შეთანხმების შესაბამის დანართში ისახება გაერთიანების საბაჟო კოდექსის ჩანაცვლება კავშირის საბაჟო კოდექსით.
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- საბაჟო თანამშრომლობისთვის სტრატეგიული ჩარჩოს დანერგვა;
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა საბაჟო აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით;
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სისტემის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სისტემასთან;
- საქართველოს საბაჟო ორგანოების მოდერნიზაციის გაგრძელება;
- საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და მოდერნიზაციის გაგრძელება;
- საქართველოსთვის დახმარების გაწევა ტრანზიტის საერთო პროცედურების კონვენციასთან შეერთების პროცესში;
- თანამშრომლობა რისკის შემცველ საბაჟო კონტროლზე და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს რისკების მართვისა და მომარაგების ჯაჭვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას და იმპორტირებული, ექსპორტირებული თუ სატრანზიტო საქონლის უვნებლობასა და უსაფრთხოებას;
- დიალოგის გაძლიერება თაღლიღობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, რათა გამოირიცხოს უკანონო ვაჭრობა, აქციზური საქონლით ვაჭრობის ჩათვლით, განსაკუთრებით საბაჟო საკითხებზე ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების ოქმის ფარგლებში გაღრმავებული თანამშრომლობის გზით;
- ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ერთობლივი აღიარების პერსპექტივის განხილვა.
წარმოშობის წესები
მხარეები ერთობლივად იმუშავებენ რომ დანერგონ ადგილწარმოშობის წესები, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმების შესაბამის პროტოკოლში და გამომდინარეობს რეგიონალური კონვენციიდან პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის უპირატესი ადგილწარმოშობის წესების შესახებ, რომელსაც მიერთებულია საქართველო. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ საკითხებზე მუშაობას:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს საბაჟო სამსახურების მიერ საქონლის სერტიფიცირებისა და წარმოშობის შემოწმების ახლანდელი პროცედურების განხილვა;
საშუალოვადიანი პრიორიტეტები:
- საქონლის წარმოშობის შესახებ ახლანდელი ოქმის (ასოცირების შეთანხმების მე-2 ოქმი) ჩანაცვლება პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთებაზე მითითებით;
- საქართველოს საბაჟო ორგანოების ტრეინინგი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიცირებასა და შემოწმებაში.
დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია
მხარეები განაგრძობენ დიალოგს დაფუძნების, მომსახურებით ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის შესახებ, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. ამასთანავე, მხარეები მოემზადებიან მომსახურების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით. აღნიშნული მოიცავს ადეკვატური ტრენინგების ჩატარებასა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდას დაგეგმილი საკანონმდებლო დაახლოების განსახორციელებლად, და ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას დაახლოების შერჩეულ სფეროებში გათვალისწინებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.
- თავსებადი ელექტრონული ვაჭრობის სავაჭრო პლატფორმათა განვითარების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა;
- საფოსტო მომსახურებათა დირექტივების საკვანძო პრინციპების შესრულებაზე დაინტერესებულ მხარეებში ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, კერძოდ მსოფლიოს საფოსტო ვალდებულებებზე, ისევე როგორც სხვა საფოსტო სექტორის პოლიტიკაზეც.
მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა
მხარეები განაგრძობენ დიალოგს კაპიტალის მოძრაობასა და გადახდებზე, განსაკუთრებით კი არსებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისათვის მზადების მიზნით.
საჯარო შესყიდვები
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესყიდვების თავისა და შესაბამისი რეფორმების განხორციელებისთვის მომზადების პროცესში. მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს :
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- შესყიდვების პოლიტიკასა და მის შესრულებაზე მოქმედი დაგეგმილი საკანონმდებლო სამუშაოს თაობაზე ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდებას, რაც გულისხმობს საჯარო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო დაახლოებასა და უწყებათა ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. 2016 წლის 31 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (comprehensive roadmap) , რომელიც მოიცავს 2016 წლიდან 2022 წლამდე შესასრულებელ მოქმედების ხუთ ფაზას. მხარეები გააგრძელებენ მსჯელობას სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისთაობაზე , უზრუნველყოფენ რა საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაახლოებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებაში.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოვებლად მომზადების პროცესში, რაც მოიცავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს და უზრუნველყოფენ ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლების ეფექტიან დაცვას, მათ შორის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასაც. თანამშრომლობა მოიცავს:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ორივე მხარის უფლებების მფლობელთათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლების მაღალ დონეზე დაცვას და უზრუნველყოფას;
- შესაბამისი სამთავრობო ორგანოების ან აღმასრულებელი სააგენტოების, აღმასრულებელი შესაძლებლობების გაძლიერებას, ისევე როგორც სასამართლო სისტემის სათანადო/გამრთული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რათა უფლებების მფლობელთათვის გარატირებული იყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სანქციების ეფექტიანი იმპლემენტაცია;
- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ფუნქციონირებისთვის მხარდაჭერას ინდუსტრიული საკუთრების უფლებათა და საავტორო უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად; მესამე ქვეყნის ორგანოებთან და სამრეწველო ასოციაციებთან თანამშრომლობის განვრცობას;
- ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლების დაცვის სფეროში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და უფლებების მფლობელებთან ეფექტიანი დიალოგის უზრუნველყოფას;
- გაყალბებისა და პირატობის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების გატარებას, მათ შორის აღნიშნულ საქმიანობათა შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, რომელიც ურთიერთგაცვილი იქნება მხარეთა შორის.
კონკურენცია
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების კონკურენციის თავისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების იმპლემენტაციაზე. თანამშრომლობა შეეხება საქართველოს ინსტიტუციური ჩარჩოსა და შესაბამისი ადმინისტრაციული შესაძლებლობების მიერ შესაბამისი კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაციის გარანტირების უზრუნველყოფას, ისევე როგორც დიალოგის გაღრმავებას კონკურენციის სფეროსა და მასთან დაკავშირებულ კანონომდებლობაში საკანონმდებლო აღსრულების თაობაზე.
გამჭვირვალობა
მოკლევადიანი პრიორიტეტები
ვაჭრობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებისას გამჭვირვალობის ვალდებულებების იმპლემენტაციისას, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ თანამშრომლობას. მხარეები განიხილავენ გამჭვირვალე პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკასა და შესაბამის გამოცდილებას, გაცვლიან ინფორმაციას და ჩაატარებენ შესაბამის ტრენინგს, მათ შორის კომუნიკაციის მექანიზმებსა და დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციების თაობაზე, აგრეთვე ფართო საზოგადოებისთვის გამართავენსემინარებს და სხვა ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და დაახლოების პროცესის განმარტებისკენ.
ვაჭრობა და მდგრადი განვითარება
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
მხარეები გააგრძელებენ დიალოგს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავში განხილული საკითხების თაობაზე, კერძოდ, ყველა საერთაშორისო ფუნდამენტალური შრომითი სტანდარტის შესაბამისი სათანადო შრომითი ინსპექციის სისტემის განვითარების თაობაზე ინფორმაციის გაცვლასთან, შრომის კოდექსის იმპლემენტაციასთან, იმ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების იმპლემენტაციასთან, რომლის მხარეც ერთ-ერთი მათგანია, და მდგრადი განვითარებიდან გამომდინარე მათი ვალდებულებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე გაიზიარებენ და გაცვლიან საუკეთესო/მოწინავე პრაქტიკას აღნიშნული თავით განსაზღვრული ვალდებულებების სამომავლო შესრულების თაობაზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის გათვალისწინებით.
2.6 ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები
მხარეები ითანამშრომლებენ, რათა დაეხმარონ საქართველოს ჩამოაყალიბოს გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და თანდათანობით დაუახლოვოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას - მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ჯანსაღი საჯარო ფინანსების, მყარი საფინანსო სისტემის და მდგრადი საგადამხდელო ბალანსის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. ამ მიზნით, ისინი ზედამხედველობას გაუწევენ მაკროეკონომიკურ განვითარებას, განიხილავენ საკვანძო პოლიტიკურ გამოწვევებს და გაცვლიან ინფორმაციას საუკეთესო/მოწინავე პრაქტიკასთან დაკავშირებით რეგულარული მაკროეკონომიკური დიალოგის გაძლიერებით, რათა გააუმჯობესონ ეკონომიკური პოლიტიკის ხარისხი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ, რათა:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- გააძლიერონ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და სარეგულაციო უფლებამოსილებები და გამოიყენონ ევროკავშირის გამოცდილება, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკიდან, სავალუტო გაცვლითი კურსისა და ფინანსური და საბანკო სექტორის რეგულაციებისა და საზედამხედველო პოლიტიკის შესახებ და დაეხმარონ საქართველოს განავითაროს შესაძლებლობები ყველა ამ სფეროში;
- გააუმჯობესონ სახელმწიფო ფინანსების მდგრადობა და მართვა, ფისკალური რეფორმების იმპლემენტაციის გზით;
- განავითარონ მდგრადი, სრულყოფილი და მიზანმიმართული სოციალური უსაფრთხოების სისტემა.
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020წწ. სტრატეგიის შემუშავება და მისი იმპლემენტაცია.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების მოდერნიზება და გაუმჯობესება მათ შორის ამ პროცესში ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გზით;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის მარკეტინგის სტანდარტების ეტაპობრივი მიღების ხელშეწყობა სურსათის უვნებლობის უფრო მაღალი სტანდარტისა და ხარისხის სქემების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და მდგრადობის გაუმჯობესება, ბაზარზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის კოოპერატივების მეშვეობით მასშტაბის ეკონომიის გაძლიერების, საკონსულტაციო და განათლების სისტემების განვითარების გზით წარმოებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით; და სიცოცხლისუნარიანი საკრედიტო და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გამარტივების გზით;
- ეფექტიანი მიწოდების განვითარება და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა შერჩეულ სექტორებში მაღალი საექსპორტო მაჩვენებლის მხრივ მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად;
- ევროკავშირის მიღებული მოდელების საფუძველზე, გადაიდგას ნაბიჯები პროგრესული დაახლოებისა და ეფექტიანი სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების პოლიტიკის განხორციელებისათვის;
- დასაქმებისა და ცხოვრების პირობების განვითარება სასოფლო რეგიონებში ბუნებრივი რესურსების გაუმჯობესებული მართვის, გაუმჯობესებული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით და სასოფლო სამეურნეო ეკონომიკის დივერსიფიკაციით;
- ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების პოპულარიზაციის მხარდაჭერა.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი და გარე აუდიტი
მხარეები ითანამშრომლებენ რათა უზრუნველყონ სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლისა და გარე აუდიტის განვითარება შემდეგი გზით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- სახელმწიფო უწყებებში უზრუნველყონ კონტროლის სისტემის შემდგომი განვითარება დეცენტრალიზირებული მართვის პასუხისმგებლობის პირობებში, რაც მოიცავს სახელმწიფო ორგანოებში ფუნქციონალურად დამოუკიდებელ შიდა აუდიტს, საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, ჩარჩოებში და ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის უზრუვნელყოფის გზით;
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- გააგრძელონ საჯარო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სისტემის გაუმჯობესება არსებულ პრაქტიკასა და საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს, სამუშაო ჩარჩოებსა და ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკას შორის არსებული სხვაობის შეფასების საფუძველზე;
- უზრუნველყონ აუდიტის სასამართლოს გარე აუდიტის ფუნქციის შემდგომი განვითარება (საქართველოს შიდა აუდიტის სამსახური) საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (INTOSAI).
დაბეგვრა
მხარეები გააღრმავებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას საქართველოს საგადასახადო სისტემისა და ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულ ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან ეტაპობრივი დაახლოებისათვის მომზადების პროცესის ჩათვლით, კერძოდ შემდეგი გზით:
- საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესება და გამარტივება;
- საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის გაუმჯობესება საგადასახადო სფეროში კარგი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, რაც გულისხმობს გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაცვლისა და სამართლიანი საგადასახადო კონკურენციის პრინციპებს;
- საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაუმჯობესება, კერძოდ, საგადასახადო კონტროლისა და აუდიტის უფრო ფოკუსირებულ და რისკზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლა;
- ზომების მიღება აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპასუხო ქმედებების განხორციელების პოლიტიკის ჰარმონიზებისთვის;ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის განვითარება საგადასახადო სფეროში ახალი გამოცდილებებისა და ტენდენციების გაზიარების გზით.
სტატისტიკა
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო მონაცემების განსაზღვრისას არსებული სტატისტიკური შეუსაბამობების მოგვარება;
- მკვლევარებისთვის, ჟურნალისტებისთვისა და ფართო საზოგადოებისთვის სტატისტიკისა და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაგრძელება;
- ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისთვის მომზადება, კერძოდ:
- სტატისტიკური კვლევების უმეტესობასთან მიმართებით ხარისხიანი ანგარიშგების შემოღება;
- SNA 2008 -ის შემოღების დასრულება;
- ბიზნესის სტატისტიკის მეთოდოლოგიის შესაბამისობის უზრუნველყოფა ევროკავშირის სტანდარტებთან და ბიზნესის სტატისტიკასთან, რომელიც ორიენტირებულია ინტეგრირებული ბიზნესის სტატისტიკის ჩარჩო რეგულაციაში მოცემულ სამომავლო მონაცემთა მოთხოვნებზე (FRIBS); FRIBS-ის იმპლემენტაციის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების წახალისება სასურველია დაკავშირების პროცესის გასაძლიერებლად;
მომხმარებელთა პოლიტიკა
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემული ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების იმპლემენტაციისათვის მომზადების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
- ასოცირების შეთანხმების XXIX დანართში დადგენილი განრიგის ფარგლებში ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების მხარდაჭერა;
- მომხარებელთა დაცვის გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეების და მომხარებელთა ინტერესების სხვა წარმომადგენელთა ტრეინინგის მეშვეობით - ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის საკითხებზე.
კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ინსტრუმენტებთან დაახლოების იმპლემენტაციისათვის საქართველოს მოსამზადებლად, კერძოდ საქართველოს ძალისხმევასთან მიმართებით, უფრო მეტად გამოიყენოს მათ შორის არსებული რეგულარული დიალოგი თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ამ მხრივ განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს.
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- სფეროების განსაზღვრა, სადაც ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს შემდგომი ტრეინინგები და შესაძლებლობების განვითარება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება;
- ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით კორპორაციული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის განვითარება;
- ინფორმაციის აუცილებელ გამოვლინებასთან დაკავშირებული ახალი საკორპორაციო სამართლით დადგენილი წესების იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
- ეროვნულ დონეზე შესაბამისი საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების დანერგვა და მათი გამოყენების ხელშეწყობა ყველა დაშვებული კომპანიის მიერ ეროვნულ დონეზე;
- დროული, შესაბამისი და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა საქართველოში არსებული კანონმდებლობის მდგომარეობისა და განვითარების და მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ და ასევე, წინასწარ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისათვის საჭირო ინსტიტუციურ და შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით (ამ მხრივ, მთავრობამ მიიღო ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს 2016 წლის 8 ივნისს მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონი).
ფინანსური მომსახურება
თანამშრომლობის მიზანი იქნება საქართველოს მომზადება მისი ფინანსური რეგულაციებისა და საზედამხედველო ჩარჩოს მოდერნიზებისთვის, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში მოცემულიევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების გამოყენებით საქართველოსთვის სათანადო წესების ერთობლიობის ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ღონისძიებებს და ხელს უწყობს შემდგომი მიზნების შესრულებას:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- იმ სფეროების განსაზღვრა, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტრეინინგები და შესაძლებლობების განვითარება;
- კონტაქტების დამყარება და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის ფინანსურ საზედამხედველო ორგანოებთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად;
- საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მდგომარეობისა და განვითარების შესახებ დროული, შესაბამისი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ახალი რეგულაციური და საზედამხედველო ჩარჩოს შექმნა საერთაშორისოდ აღიარებული რეგულაციური სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის საზედამხედველო მიდგომების, საშუალებებისა და ინსტრუმენტების მიხედვით;
- საზედამხედველო ორგანოების ადმინისტრაციული შესაძლებლობის გაუმჯობესება;
- ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფთან (FATF), ევროპის საბჭოსთან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ექსპერტთა კომიტეტთან (MONEYVAL), ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის გაგრძელება და საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საფინანსო დაზვერვის ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება
სამრეწველო და საწარმოო პოლიტიკა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება
მხარეები ითანამშრომლებენ ბიზნესისა და რეგულაციური გარემოს გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, მიკრო საწარმოების ჩათვლით, კერძოდ შემდეგი გზით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- 2016-2017 წლების საქართველოს მცირე და საშუალ საწარმოების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია;
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ქვეყანაზე ორიენტირებული გეგმისა და მცირე ბიზნესის აქტის (SBA – Small Business Act) შეფასების რეკომენდაციების იმპლემენტაცია შესაძლებლობების ფარგლებში;
- მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების დაკავშირება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით შექმნილ შესაძლებლობებთან, მათ შორის ბიზნესის (მხარდაჭერის) ქსელებისა (როგორიც არის ევროპის საწარმოთა ქსელი) და ჯგუფების მეშვეობით;
- ბიზნესის და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციების (მათ შორის სექტორული ასოციაციებიც) როლის გაძლიერება საჯარო-კერძო დიალოგის გაუმჯობესების მიზნით;
- საქართველოს დამწყები კომპანიებისთვის (სტარტერბისთვის START-UPS) ევროკავშირისა და საქართველოს ბაზრებზე შესასვლელად შესაძლებლობების განვითარება.
შესაბამისი ქვეკომიტეტის მეშვეობით მხარეები გაცვლიან ინფორმაციას საბადოებისა და მეტალების შესახებ, რათა უკეთ გააცნობიერონ საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკა, მათ შორის ევროკავშირის ნედლეულის ინიციატივის, კვლევითი პროგრამა ჰორიზონტ 2020-ისა და ნედლეულთან დაკავშირებული ევროპის ინოვაციური პარტნიორობის იმპლემენტაცია.
ტურიზმი
შესაბამისი ქვეკომიტეტის მეშვეობით, მხარეები გაცვლიან ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირში ტურიზმის განვითარების შესახებ, მათ შორის შესაბამისი ღონისძიებებისა და საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე და აგრეთვე საქართველოს მხარს დაუჭერენ 2015 წელს მიღებული საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის იმპლემენტაციაში.
დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები
მხარეები ითანამშრომლებენ, რათა:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- მოემზადონ ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შრომის კანონმდებლობა და სამუშაო პირობები, ასევე გენდერული თანასწორობა და ანტიდისკრიმინაცია, როგორც ეს მოცემულია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში, და კერძოდ შექმნან სათანადო სამართალაღსრულებითი და ზედამხედველობითი სისტემა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის მიდგომებს (უპირველეს ყოვლისა სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ) და განავითარონ სოციალური პარტნიორების შესაძლებლობები (მაგალითად, ტრეინინგი ევროკავშირის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონმდებლობასა და სტანდარტებზე და შრომის კანონის თაობაზე).
- ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო სამსახურის სერვისებისთვის ახალი მოდელის იმპლემენტაციის მიმდინარეობას;
- შეიმუშაონ საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საჭიროა ეფექტიანი შრომითი ინსპექციის სისტემის შესაქმნელად;
- გააუმჯობესონ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების სამინისტროს სოციალურ მომსახურებათა შესაძლებლობები უფლებამოსილი ადმინისტრაციის გასაძლიერებლად, რომელიც თანასწორი შესაძლებლობების პრინციპების შესაბამისად პასუხისმგებელია დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ახლად განსაზღვრული საჯარო სამსახურის სერვისები უზრუნველყონ ადეკვატური შესაძლებლობებით, რაც თანხვედრაში იქნება ევროპის საჯარო სამსახურის სერვისების მოთხოვნებთან;
- განაგრძონ ეფექტიანი შრომითი ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს, და სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროებში და შრომით კანონმდებლობაში უზრუნველყოფილ იქნეს ადმინისტრაციული და სააღმსრულებლო შესაძლებლობების განხორციელება, და გააძლიერონ შესაბამისი სასამართლო ორგანოები;
- განავითარონ დასაქმებისადმი სტრატეგიული მიდგომა, რაც მიზნად ისახავს უფრო მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას ნორმალური სამუშაო პირობებით, შრომის ბაზარზე უნარებისა და სამუშაო ადგილების უკეთეს შესაბამისობას და შრომის ბაზართან დაკავშირებით აქტიური ზომებისა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობას, განსაკუთრებული ფოკუსით ახალგაზრდებზე;
- უზრუნველყონ ფუნქციონირებადი სოციალური დიალოგი სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირებით და სოციალური პარტნიორების შესაძლებლობათა განვითარებით.
ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების სფეროში თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შეთანხმების შესაბამის დანართებში მოცემული ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის მოსამზადებლად და მხარს დაუჭერენ საქართველოს შემდეგ საკითხებში:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ძალისხმევაში;
- კომუნიკაციების სფეროში ეროვნული რეგულატორის დამოუკიდებლობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით წარმართულ საქმიანობაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერ სათანადო რეგულაციური ზომების მიღებისა და საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ყველა შესაბამისი რეგულაციის აღსრულების უნარი და ბაზრებზე სამართლიანი კონკურენცია;
- ერთიანი ციფრული მარკეტის (DSM) იმპლემენტაციის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლით გააძლიეროს შესაბამისი სექტორი;
- საკვანძო ხასიათის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სექტორებისა და საჯარო სექტორის ორგანიზაციების კიბერ-გამძლეობის გაზრდის ძალისხმევებში, ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი ევროკავშირის შესაბამისი გამოცდილების გამოყენებით.
მეთევზეობა და საზღვაო პოლიტიკა
მხარეების თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- საზღვაო საკითხებისადმი ინტეგრირებული მიდგომის წახალისება, განსაკუთრებით საზღვაო სივრცეში დარგთაშორისი ინიციატივების განვითარების მხარდაჭერის გზით; საზღვაო საკითხებზე ინსტიტუტთაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესაბამის სამინისტროებსა და სამსახურებს შორის; სამომავლო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის საკითხებზე საერთო ინტერესთა სფეროების იდენტიფიცირება ევროკავშირის ინტეგრირებული საზღვაო პოლიტიკის კონტექსტში.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- მეთევზეობისა და თევზის პროდუქტებით ვაჭრობის და მათი მიგნებადობის ზედამხედველობისა და კონტროლის გაუმჯობესება და გაძლიერება, რათა მოხდეს არალეგალურ, შეუტყობინებელ და დაურეგულირებელ მეთევზეობასთან ეფექტიანი ბრძოლა;
- შავ ზღვაზე მდგრადი მეთევზეობის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ჩარჩოში მეთევზეობის მართვისადმი ეკოსისტემური მიდგომის საფუძველზე;
- სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაზრდა მეთევზეობის მონიტორინგის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც ეფუძნება ყურადსაღებ და სარწმუნო მონაცემებს, საზღვაო რესურსების და საზღვაო გარემოს შეფასების შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
მხარეები ითანამშრომლებენ, რათა:
- მხარი დაუჭირონ საქართველოს, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით ევროკავშირის ჯანდაცვის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის მომზადებაში, განსაკუთრებით სისხლის უსაფრთხოებასთან, თამბაქოს კონტროლთან, ადამიანის ბიოლოგიური მასალის (სისხლის ქსოვილები, ორგანოები, უჯრედები) ხარისხსა და უსაფრთხოებასთან და გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით, რაც შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებს.
- გააუმჯობესონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გავრცელება და შეამცირონ პაციენტთა ხარჯები. აღნიშნული საკითხი ითვლება მთავრობის მთავარ პრიორიტეტად და მჟღავნდება სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვასა და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ სრულყოფილ რეფორმებზე გაწეული ხარჯების გაზრდაში;
- გააძლიერონ პირველადი ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა რაც მიზნად ისახავს დაავადებათა პრევენციასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას;
- ხარისხობრივი მაჩვენებლების შექმნის გზით, ღირებულებაზე დაფუძნებული შესყიდვებით და სხვა ხარისხობრივი მართვის პროცესებით, გააძლიერონ ჯანდაცვის ინსტიტუტები - რომელთა უმეტესობა კერძო მფლობელობაშია - და მათი ანგარიშვალდებულება რომელიც მოიცავს ჯანდაცვის ინსტიტუტების აკრედიტაციის აღიარებას საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოების მიერ;
- გააძლიერონ ეროვნული ანტი-სექტორული აქტივობა ანტი-მიკრობული გამძლეობის წინააღმდეგ inter alia ზედამხედველობის, ანტიმიკრობული საშუალებების ფრთხილი გამოყენების და ჯანდაცვის პირობებში ინფექციის კონტროლის გაძლიერების გზით.
2.7 ურთიერთკავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემო, კლიმატის ცვლილებები და სამოქალაქო დაცვა
ტრანსპორტი
მხარეები ითანამშრომლებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემდგომი იმპლემენტაციის გასაძლიერებლად ასოცირების შეთანხმების შესაბამის დანართებში ნახსენებ ყველა ტიპის სარანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, და მხარს დაუჭერენ საქართველოს შემდეგი მიმართულებით:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის იმპლემენტაცია საქართველო-ევროკავშირის ერთიანი საავიაციო სივრცის შეთანხმებიდან სრული სარგებლის მისაღებად;
- ღონისძიებები სატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო);
- ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ძირითადი ნაწილის განვითარების მიზნით შემდგომი პროექტების მომზადებისა და იმპლემენტაციის დაწყება, 2016 წლის როტერდამის TEN-T დღეების მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ენერგოგაერთიანების ხელშეკრულებასთან საქართველოს, როგორც ხელშემკვრელი მხარის ფორმალური მიერთების დასრულება;
- ელექტროენერგიის, განახლებადი ენერგიის, ენერგო ეფექტიანობის, ნავთობის, გაზის, ენერგეტიკული სტატისტიკის, ენერგეტიკასთან დაკავშირებული გარემოს დაცვის, ჰიდროკარბონატების აღმოჩენის სფეროებში შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაცია, რომელიც შეესაბამება ენერგოგაერთიანების ხელშეკრულებასთან შეერთების შესახებ ოქმში გაწერილ ნორმებსა და პირობებს და ასოცირების შეთანხმებას.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს ენერგობაზრის ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციის მიმართულებით, გაძლიერდეს საქართველოს ენერგო უსაფრთხოება და ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან აღაბული ვალდებულებების გათვალისწინებით, აღნიშნულ სამოქმედო ჩარჩოებში შეთანხმებული ვადების მიხედვით, მოხდეს საქართველოს შესაბამისი რეგულაციური შერწყმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მეორადი კანონმდებლობის ჩათვლით;
- მდგრადი ენერგო განვითარებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაზიდად თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო კლიმატური ფონდებიდან და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებიდან;
- საქართველოს ენერგო ინფრასტრუქტურის ქსელისა და ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, კერძოდ:
- ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების გაძლიერება, და საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაუმჯობესება;
- რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მთავარი მილსადენების გაფართოება მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიის მილსადენის განვრცობის იმპლემენტაციის ხელშეწყობა, ისევე როგორც სხვა გაზის და ნავთობის სატრანზიტო რეგიონალური მნიშვნელობის მქონე პროექტების მხარდაჭერა/წახალისება დასავლეთის ბაზარზე კასპიის ენერგო რესურსების გატანის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მიწისქვეშა გაზის მოპოვების განვითარებას აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს ენერგო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
გარემო
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან, სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის მიღებითა და იმპლემენტაციის გზით; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება, საზოგადობისთვის გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით; პოლიტიკური აქტივობის სხვადასხვა სფეროში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება და გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაზიარების მექანიზმის გაუმჯობესება, რაც შეესაბამება ერთიანი გარემოსდაცვითი ინფორმაციის სისტემის (SEIS) პრინციპებს;
- საქართველოს მე-3 გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის (2017-2021) მიღება;
- რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის დაწყება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- საქართველოს მე-3 გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის იმპლემენტაცია მასში გაწერილი განრიგის შესაბამისად;
- ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 სამოქმედო გეგმაში გაწერილ ღონისძიებათა იმპლემენტაცია;
- საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გაგრძელება და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში გაწერილი ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია;
- მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების რატიფიცირებისა და იმპლემენტაციის განრიგის გაწერა, რომელშიც შედის ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ეგიდით მიღებული ტრანსსასაზღვრო წყლებისა და საერთაშორისო ტბების გამოყენებისა და დაცვის შესახებ კონვენცია, აგრეთვე ინდუსტრიული შემთხვევების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ კონვენცია. ესპოოს კონვენციისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ მისი ოქმის მხარედ გახდომისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების წინ წაწევა.
კლიმატის ცვლილება
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- საქართველოში გამონაბოლქვის დაბალი მაჩვენებლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მიღება;
- პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყება.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის აქტებთან და საერთაშორისო აქტებთან;
- ეროვნულად განსაზღვრული მხარდაჭერის (NDC) დოკუმენტის განახლებული ვერსიის შემუშავება;
- კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული აქტივობების განვრცობა სექტორულ პოლიტიკასა და ღონისძიებებში და სხვადასხვა ორგანოების შესაძლებლობათა გაძლიერება აღნიშნულ სექტორებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული აქტივობის განსახორციელებლად;
- კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოს გამჭვირვალეობის მექანიზმის გაძლიერება, კერძოდ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტივობის, ზომებისა და სათბურის აირის გამოცემასთან მიმართებით ზედამხედველობისა და ანგარიშგების მტკიცე ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის მოდელს;
- საქართველოს ნახევარ-საუკუნოვანი, გრძელვადიანი სათბურის აირის გამოცემის დაბალი ოდენობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
სამოქალაქო დაცვა
მხარეები ითანამშრომლებენ უბედურ შემთხვევათა პრევენციის, მათთვის მომზადებისა და მათთან გამკლავების მიზნით. ამ მხრივ, მხარეები იმოქმედებენ შემდეგი მიმართულებით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები:
- სხვადასხვა გზის ძიება, რათა მოხდეს თანამშრომლობის ყველაზე შესაფერისი ელემენტების გამოკვეთა საქართველოს რისკ-პროფილთან, საკანონმდებლო და ოგანიზაციულ ჩარჩოებთან შესაბამისად; მაგალითად, განზრახულობის წერილებისა თუ ორმხრივი ადმინისტრაციული შეთანხმებების მეშვეობით;
- პროგრესის მიღწევა ქვეყნის მასშტაბით კატასტროფის რისკების შეფასებისა და მათი რუკაზე დატანის საკითხში, შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა რეგიონული რისკების ელექტრონული ატლასისათვის (ERRA) და ამ უკანასკნელის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონეულ დონეზე.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები:
- 24 საათიან პრინციპზე დაფუძნებით ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს ადრეული გაფრთხილებისა და ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირსა და საქართველოს ეფექტის მქონე ფართომასშტაბიან საგანგებო შემთხვევებთან მიმართებით, ასევე მესამე ქვეყნების შემთხვევაშიც, როდესაც მხარეები ჩართულნი არიან უბედურ შემთხვევასთან გამკლავების პროცესში.
- ურთიერთდახმარებისთვის ხელის შეწყობა გადაუდებელი აუცილებლობის დროს, მიზანშეწონილობის მიხედვით და შესაბამისი რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
- ევროკავშირის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღებისა და იმპლემენტაციის ხელშეწყობა მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის თაობაზე;
- კატასტროფათა რისკების შესახებ საბაზისო ცოდნის ამაღლება მონაცემებზე წვდომისა და შედარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების გზით;
- მთელი ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების რისკის შეფასებისა და რუკაზე დატანის განვითარებაში წინსვლა, აგრეთვე საჭიროებისამებრ, რეგიონული რისკების ელექტრონული ატლასის (ERRA) განვითარებისთვის ხელის შეწყობა, და ეროვნულ დონეზე მისი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
- წყალდიდობის გაფრთხილების ევროპული სისტემის (EFAS) საქართველოზე გავრცელების ინიცირების ხელშეწყობა, ევროკომისიის ერთობლივ კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით;
- საწარმოო ან ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების პრევენციის გაუმჯობესება;
- კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პოლიტიკის ასპექტებთან დაკავშირებით დიალოგის დამყარება, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ტრენინგების, სავარჯიშოების, სასწავლო ვიზიტების, სემინარებისა და რეალური საგანგებო ოპერაციებისა და ჩატარებული სავარჯიშოების შედეგად მიღებული გაკვეთილების გზით.
2.8 მობილობა და ხალხთაშორისი კონტაქტები
კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის სფეროებში თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- ქართული საერთაშორისო ტექნოლოგიური სისტემისთვის (როგორც საქართველოს ზოგადი განათლებისა და მეცნიერების სექტორის სტრატეგიის ნაწილი) ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება კვლევის ევროპულ სივრცეში პოლიტიკის შემმუშავებელთა, აკადემიური და კვლევითი საზოგადოების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა მონაწილეობით;
- ინოვაციური პოლიტიკის განვითარებისა და იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მათ შორის ინოვაციისთვის რეგულაციური ჩარჩოსა და ინფრასტრუქტურის მხრივ.
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- მაქსიმალური სარგებლის მიღება საქართველოს „ჰორიზონტი 2020“ პროგრამასთან ასოცირებიდან;
- კონკურენტულ საფუძველზე, ევრატომის კვლევით და ტრეინინგის პროგრამაში მონაწილეობის მიღების წახალისება, რომელიც ერთვის ჰორიზონტი 2020-ს, განსაკუთრებით ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის სფეროში;
- ადამიანური, მატერიალური და ინსტიტუციონალური რესურსები კვლევისა და ინოვაციის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით გაძლიერება.
განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა
მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს განათლების, ტრეინინგისა და ახალგაზრდობის სისტემების მთლიანი მოდერნიზაციისა და რეფორმირების პროცესში, კერძოდ შემდეგი გზით:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ერთობლივი სამუშაოსა და გაცვლების განხორციელება უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ბოლონიის პროცესში საქართველოს მონაწილეობის კონტექსტში, ხარისხის დადასტურების სისტემის დამოუკიდებლობისა და განვითარების ხელშეწყობის ჩათვლით, რეფორმის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წახალისება და კურსდამთავრებულთა დასაქმების გაზრდისთვის აკადემიურ სფეროში დასაქმების ბაზარზე თანამშრომლობის გაძლიერება;
- აკადემიური თანამშრომლობის, შესაძლებლობების განვითარებისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა ახალი Erasmus+ - ის პროგრამის და მკვლევართა მობილობისა და ტრეინინგის მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამის მეშვეობით;
- პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისადმი (VET) სტრატეგიული მიდგომის წახალისება, საქართველოს პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სისტემის ევროკავშირის პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის სტრუქტურების მოდერნიზაციასთან დაახლოების მიზნით, კოპენჰაგენის პროცესის შესაბამისად და მისი ინსტრუმენტების გამოყენებით, თანაბარ შესაძლებლობათა პრინციპების პატივისცემის მხრივ;
- ახალგაზრდობის პოლიტიკისადმი სტრატეგიული მიდგომის წახალისება და ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთათვის არაფორმალური განათლების სფეროში გაცვლებისა და თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც კულტურათაშორისი დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის საშუალება, მათ შორის ახალგაზრდობის სფეროში ევროკავშირის Erasmus+ პროგრამების მეშვეობით;
- ყველა ბავშვისა და ახალგაზრდა ინდივიდისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთათვის და ინკლუზიური დაწყებითი და მეორადი განათლების განვითარებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
კულტურის სფეროში თანამშრომლობა
მხარეები:
- ხელს შეუწყობენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ იუნესკოს 2005 წლის კონვენციის იმპლემენტაციას;
- ითანამშრომლებენ საქართველოში ინკლუზიური კულტურული პოლიტიკის განვითარებისა და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ვალორიზაციის საკითხებზე სოციო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
- მხარს დაუჭერენ საქართველოს კულტურის წარმომადგენლებისა და აუდიო-ვიზუალური ოპერატორების მონაწილეობას კულტურული/აუდიო-ვიზუალური თანამშრომლობის პროგრამებში, მათ შორის Creative Europe პროგრამაში.
აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში მოცემული ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის მოსამზადებლად, და მხარს დაუჭერენ საქართველოს შემდეგი კუთხით:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- მუშაობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მხარდაჭერისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, აუდიოვიზუალურ სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, მათ შორის აუდიოვიზუალურ პოლიტიკასა და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღდეგ ბრძოლის ჩათვლით, მოსაზრებების გაცვლის გზით;
- მოწინავე პრაქტიკის გაზიარება მედიის თავისუფლების, მედია პლურალიზმის, დეფამაციის დეკრიმინალიზაციის, ჟურნალისტური წყაროების დაცვისა და მედიის კულტურული მრავალფეროვნების ასპექტებზე, რეგულარული დიალოგის მეშვეობით;
- მედიის მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების და დამოუკიდებლობის გაძლიერება.
რეგიონული განვითარება და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ რეგიონული განვითარების პოლიტიკის ჩარჩოში და რეგიონული პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ძალისხმევის გათვალისწინებით:
მოკლევადიანი პრიორიტეტები
- წარმატებულად დაასრულოს 2015-2017 წლებისთვის რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული პროგრამის იმპლემენტაცია, მათ შორის ეფექტიანი ინსტიტუტთაშორისი კოორდინაციის ჩამოყალიბებით და მრავალშრიანი მართვის მექანიზმის მეშვეობით.
- შემდგომი წლიური პროგრამის მომზადება, მათ შორის ინოვაციისა და მცირე და საშუალო საწარმოების სფეროში პოტენციური ინვესტიციების ჩადების მხრივ, საქართველოს ყველა რეგიონში მდგრადი ზრდის ჩამოყალიბების მოტივით;
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- მხარი დაუჭიროს ორგანოებს ადგილობრივი ადმინისტრაციების და სხვა რეგიონალური განვითარების მექანიზმების მრავალშრიანი მმართველობისა და შესაძლებლობათა განვითარების გასაძლიერებლად;
- მხარი დაუჭიროს ინტეგრირებულ, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით წარმართულ საქართველოს ტერიტორიულ განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიც არის სივრცობრივი დაგეგმარება, წყლისა და ნარჩენების მართვა, გზები, ელექტროენერგია და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ტურიზმი და ბიზნესის განვითარება.
- განავითაროს თემატური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის რეგიონალური პოლიტიკის დიალოგის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ყველა სარგებლის გამოყენებით.
ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობა
მხარეები:
საშუალოვადიანი პრიორიტეტები
- ევროკავშირის სპეციფიურ პროგრამებში საქართველოს აქტუალური მონაწილეობის საფუძველზე ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის შესახებ ოქმის იმპლემენტაციის მიმოხილვა.
საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ხილვადობა
მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას კარგად ინფორმირებული დისკუსიები ფართო საზოგადოებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობებსა და მაჩვენებლებზე, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგისა და განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესახებ.