Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0017 465232 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა
 
ბოლო განახლება: 2021-03-28

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  • საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით;

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2021-2025 წელი

პროექტის დონორები

  • ევროკავშირი -The European Union

  • კონრად ადენაუერის ფონდი Konrad Adenauer Stiftung(KAS)

პროექტის აქტივობებში იგეგმება საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 80%-ის (800-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, მათ შორის, დაახლოებით 150 სათემო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი) ჩართვა. ასევე, პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ახალგაზრდები და სკოლის მასწავლებლები (შესაბამისად, 3000 და 600-მდე ინდივიდი), 5000-მდე სოციალური აქტივისტი და მოქალაქე. პროექტი ითვალისწინებს საჯარო უწყებების (ადგილობრივი ხელისუფლების ჩათვლით) 200-მდე წარმომადგენლის, 100 ბიზნესსუბიექტისა და მედიის 250 წარმომადგენელის ჩართულობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს რვა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.