Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



ვეტერინარული კონტროლი

სურსათის მომხმარებელი დაცული უნდა იყოს იმ დაავადებებისგან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს შეიძლება სჭირდეთ და, რომელთა გამომწვევი მიკობები ან პარაზტები ცხოველური წარმოშობის ნედლეულში შეიძლება იყოს ჩაბუდებული. გარდა ადამიანებისა, სასურსათო პროდუქტები და მათი ნარჩენები თავად ცხოველებშიც შეიძლება დაავადებების გავრცელების მიზეზი იყოს.

ამის აღკვეთას ევროკავშირში ემსახურება ორი ტიპის აქტები: 1) ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და 2) ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, სურსათის თუ ნარჩენების საგანგებო, ვეტერინარული კონტროლი. ამ უკანასკნელის დამდგენი აქტებია:

  • ევროკავშირის  854/2004 რეგულაცია ცხოველური წარმოშობის სურსათის განსაკუთრებული სახელმწიფო კონტროლის თაობაზე ("განსაკუთრებული კონტროლი" ფაქტიურად ვეტერინარულ კონტროლს ნიშნავს). ამ აქტის ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანას ასოცირების შეთანხმება 2015 წელს ითვალისწინებს.
  • 2002/99/EC დირექტივა და 92/118/EEC დირექტივა, რომლებიც  ადგენს ზოგად წესს: ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ უნდა დამზადდეს დაავადებული ცხოველებისგან, ან ცხოველებისგან, რომელიც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი ცხოველი არც დაავადებულია და არც იმ ნახირიდანაა, რომელშიც დაავადებული ცხოველები აღმოჩნდა, არამედ უბრალოდ იმ ტერიტორიიდანაა, სადაც ეს ნახირი/ფერმა განთავსებულია, სურსათის დასამზადებლად მისი ხორცის/რძის გამოყენება დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ სათანადო დამუშავების/გაუვნებელყოფის შემთხვევაში. - ქართულ კანონმდებლობაში იმ აქტების გადმოტანა 2017-2018 წლებშია გათვალისწინებული.
  • 1069/2009 რეგულაციის, რომელიც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო თანა-პროდუქტებს (ტყავი, ძვალი, ქონი, ცილა) და ნარჩენებს ეხება.  აქ ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველთა საკვებში შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ის თანა-პროდუქტები, რომელიც ვეტერინარულად შემოწმებული ცხოველებისგან არის მიღებული და ცხოველის საკვებად არ უნდა იყოს გამოყენებული იმავე სახეობის ცხოველისგან მიღებული მასალა. ქართულ კანონმდებლობაში ამ აქტის გადმოტანა  2017 წელს არის გათვალისწინებული.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 854/2004 რეგულაცია - სახელმწიფო კონტროლის განსაკუთრებული წესები ცხოველური წარმოშობის სურსათისთვის;
  • 2002/99/EC დირექტივა - ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოებისა და დისტრიბუციისთვის.
  • 92/118/EEC დირექტივა - მოთხოვნები რიგი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტისთვის.
  • 1069/2009 რეგულაცია და მისი აღმასრულებელი 142/2011 რეგულაცია - მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტების, მეორეული პროდუქტებისა და ნარჩენების მწარმოებლებისადმი.

არასასურსათო დანიშნულების ცოცხალი ცხოველების გადაადგილების ვეტერინარული კონტროლი:

საქართველოს კანონმდებლობა

აქტები მოცემულია 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით