Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



უვნებლობის ნორმები: დამბინძურებლები

სურსათის უვნებლობის ნორმებში (კრიტერიუმებში) იგულისხმება სურსათის ამა თუ იმ პარამეტრის კონკრეტული (ციფრობრივი) მნიშვნელობა, რომლის დაცვა (არ-გადაჭარბება) სურსათის უვნებლობისთვის აუცილებელია. 

სურსათის "დამბინძურებლებად" მიიჩნევა სურსათში არსებული ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური მასალა, რომელიც მასში განგებ არ დაუმატებიათ, არამედ შემთხვევით, უნებლიედ მოხვდა სურსათში.

სურსათი მიიჩნევა უვნებლად, თუკი მასში დამბინძურებელთა შემცველობა დადგენილ ნორმებს (ზღვრულ ოდენობებს) არ აჭარბებს.

განასხვავებენ:

  • მიკრობების დასაშვებ რაოდენობებს / მიკრობიოლოგიური სისუფთავის მაჩვენებლებს;
  • ქიმიურ ნივთიერებათა (მეტალების, ტოქსინების) ზღვრულ დასაშვებ ოდენობებს სურსათში;
  • სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოყვანისას ან შენახვისას გამოყენებული აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის ზღვრულ დასაშვებ ოდენობებს სურსათში;
  • ცხოველების/ფრინველების მოშენებისას გამოყენებული ფარმაკოლოგიური პრეპარატების ნარჩენი რაოდენობის ზღვრულ დასაშვებ ოდენობებს სურსათში;

სურსათის უვნებლობის ევროპული კრიტერიუმების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა ჯერ კიდევ 2010 წლის "სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით" იყო გათვალისწინებული. თუმცა ეს მოთხოვნა არ შესრულებულა.

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადებული აპროქსიმაციის განრიგის მიხედვით ამ ნორმების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა 2015-26 წლებშია გათვალისწინებული. თუმცა ძირითადი აქტების გადმოტანა 2015-2016 წლებში მოხდება. კერძოდ, 2015 წელს გადმოტანილი უნდა იყოს სურსათის მიკრობიოლოგიური ნორმები და ქიმიურ დამბინძურებელთა ზღვრული დასაშვები ნორმები (რეგულაციები 2073/2005 და 1881/2006); 2016 წელს კი - პესტიციდებისა და ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების ზღვრული ოდენობების დამდგენი აქტები (რეგულაციები 396/2005 და 37/2010). შემდგომ წლებში გადმოტანილი იქნება ამ ნორმების შესრულებისთვის საჭირო ქვენორმატიული აქტები: სინჯის აღების და ლაბორატორიული გაზომვის მეთოდები, მონიტორინგის მოთხოვნები, რეკომენდაციები დაბინძურების შესამცირებლად და სხვა.

ცალკე საკითხია სასმელი წყლის და მინერალური წყლების სისუფთავის საკითხი. აქ ნორმები როგორც წესი უფრო მკაცრია, ვიდრე სურსათში. სასმელი წყლის ხარისხის ევროპული, 98/83/EC დირექტივის შესაბამისი ნორმა საქართველომ 2018 წლის სექტემბრამდე უნდა მიიღოს[1], ხოლო მინერალური წყლების ხარისხის ევროპული ნორმების გადმოღება კი 2022 წელს არის გათვალისწინებული (2003/40/EC და 2009/54/EC დირექტივა).

----------------------

[1] სასმელი წყლის ხარისხის განმსაზღვრელი 98/83/EC დირექტივა შესულია არა სურსათის უვნებლობის, არამედ გარემოსდაცვითი დირექტივების აპროქსიმაციის განრიგში (ასოცირების შეთანხმების XXVI დანართი), რომელიც ითვალისწინებს დირექტივის შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნას შეთანხმების ამოქმედებიდან 4 წელიწადში, ხოლო მონიტორინგის სისტემის ამოქმედებას - 7 წელიწადში.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2073/2005 რეგულაცია - სურსათის მიკრობიოლოგიური სისუფთავის ნორმები;
  • 1881/2006 რეგულაცია  და 315/93 - ქიმიურ დამბინძურებელთა ზღვრულად დაშვებული დონეები სურსათში; დაბინძურების შემოწმების მეთოდები: რეგულაციები 401/2006 (მიკოტოქსინები), 333/2007 (მძიმე მეტალები და ზოგიერთი ტოქსიკური ორგანიკა), 1882/2006 (ნიტრატები), 589/2014 (დიოქსინები);
  • 396/2005 რეგულაცია - პესტიციდების ნარჩენების დასაშვები დონე სურსათში; რეგულაცია 645/2000 - მონიტორინგის წესები, 2002/63/EC დირექტივა - სინჯის აღება ინსპექტირებისას.
  • რეგულაცია 37/2010 -  ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების  ნარჩენების ზღვრული დაშვებული ოდენობი ცხოველური წარმოშობის სურსათში. მისი დამხმარე აქტები: რეგულაცია 470/2009 - ნარჩენების ზღვრული დონეების დადგენის პროცედურები; 96/23/EC დირექტივა  - ფარმაკოლოგიური ნარჩენების მონიტორინგი ცხოველური წარმოშობის სურსათში;გადაწყვეტილებები 97/747/EC და 2002/657/EC - სინჯის აღების სიხშირე და მოთხოვნები ტესტირების მეთოდებისადმი; გადაწყვეტილება 2005/34/EC - ფარმაკოლოგიური ნარჩენების ტესტირების მეთოდები მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტებისთვის; რეგულაცია 124/2009 - გამონაკლისები ზოგიერთი ნივთიერებებთან დაკავშირებით

ნორმები ცალკეული ტიპის სურსათისთვის:

დაბინძურების შემცირების რეკომენდაციები:

  • 2013/165 - T-2 და HT-2 ტოქსინები
  • 2011/516/EU - დიოქსინები და ფურანები, სურსათში მათი შემცველობის მონიტორინგი - 2006/794/EC
  • 2003/598/EC - პატულინი ვაშლის წვენში
საქართველოს კანონმდებლობა

ახალი ნორმები: