Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2020:

2020 წელს დასრულდება 2018-2019 წლებში დაწყებული თესლებისა და სარგავი მასალით ვაჭრობის მარეგულირებელი ძირითადი ევროპული დირექტივების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. კერძოდ, გადმოტანილი იქნება ამ ტიპის ბოლო ორი დირექტივა, რომელიც ეხება სათესლე კარტოფილს (2002/56/EC დირექტივა) და ზეთოვანი და ბოჭკოვანი მცენარეების თესლებს (2002/57/EC დირექტივა).

ამ წელს დაიწყება აგრეთვე იმ ნორმების გადმოტანა, რომელიც თესლებითა და სარგავი მასალით ვაჭრობის ზოგად ნორმებს ადგენს (მიუხედავად თესლის/მასალის სახეობისა). კერძოდ, ეს არის 81/675/EEC გადაწყვეტილება, რომელიც აკონკრეტებს, თუ როგორი უნდა იყოს გასაყიდი თესლების შესაფუთი მასალა, რათა მისი ხელახალი გამოყენება გამოირიცხოს. გადმოტანილი იქნება აგრეთვე 217/2006 რეგულაცია, რომელიც ადგენს დადგენილზე დაბალი ხარისხის (აღმოცენების) თესლების გაყიდვის დროებით დაშვების წესებს. აგრეტვე გათვალისწინებულია 2003/17/EC გადაწყვეტილების გადმოტანა, რომელიც ადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელში წარმოებული თესლებიც ევროკავშირში წარმოებულის ექვივალენტურია.

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა