Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



შხამქიმიკატების კონტროლი

ასოცირების შეთანხმება შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების მაკონტროლებელი 1107/2009 ჩარჩო-რეგულაციის აპროქსიმაციას მხოლოდ 2023 წელს ითვალისწინებს[1]. თუმცა მანამდე, 2018-2022 წლებში გათვალისწინებულია მისი განმახორციელებელი რეგულაციების ეტაპობრივი გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში. ეს რეგულაციები ეხება შხამქიმიკატების დაშვების პროცედურების დეტალებს - სახელმწიფო უწყებისთვის მისაწოდებელ ინფორმაციას (544/2011, 283/2013 და 284/2013 რეგულაციები), ნებართვის განახლების პირობებს (844/2012 რეგულაცია), შხამქიმიკატების ეტიკეტირების საკითხებს (547/2011 რეგულაცია). 2021 წელს არის გათვალისწინებული იმ აღმასრულებელი რეგულაციის გადმოტანა, რომელიც შხამქიმიკატების შეფასების და ავტორიზაციის პრინციპებს განსაზღვრავს (546/2011 რეგულაცია), ხოლო 2022 წელს - საქართველოში დაშვებული შხამქიმიკატების ჰარმონიზაცია ევროპაში დაშვებულთა ჩამონათვალთან (540/2011და 541/2011 რეგულაცია).

რაც შეეხება შხამქიმიკატების გამოყენებას, 2020 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი იქნება 2009/128/EC დირექტივა, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენების პრინციპებს ადგენს. საგულისხმოა, რომ 2016 წელს დაგეგმილია სურსათში პესტიციდების ნარჩენების მარეგულირებელი 396/2005 რეგულაციის გადმოტანა, რომელიც ადგენს სხვადასხვა პესტიციდების ნარჩენების ზღვრულ დასაშვებ შემცველობას სასურსათო პროდუქტებში და სახელმწიფოს ვალდებულებას განახოციელოს პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენების მონიტორინგი.

-------------------------------

[1] უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადებამდე პესტიციდების ბაზარზე დაშვების სახელმწიფო კონტროლის სისტემა საქართველოს უკვე გააჩნდა. ასე რომ ევროკავშირის წესებთან აპროქსიმაცია ამ სისტემის დახვეწას გულისხმობს. 2013 წელს მიღებული პესტიციდების რეგისტრაციის წესები და აგრეთვე 2008-2015 წლებში საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

 

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
  • 2009/128/EC დირექტივა - მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენება
  • 1107/2009  რეგულაცია - შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების წესები და მისი აღმასრულებელი რეგულაციები:
    • 544/2011 და 283/2013 - შხამქიმიკატების აქტიურ ნივთიერებათა ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები
    • 844/2012 - აქტიურ ნივთიერებათა ავტორიზაციის განახლების პირობები
    • 284/2013 - შხამქიმიკატების ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები
    • 547/2011 - შხამქიმიკატების ეტიკეტირება
    • 546/2011 - შხამქიმიკატების შეფასების და ავტორიზაციის პრინციპები
    • 540/2011და 541/2011 -  დაშვებულ აქტიურ ნივთიერებათა ჩამონათვალი
საქართველოს კანონმდებლობა