Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 96



2016:

2016 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს 2008/71/EC დირექტივა, რომელიც შინაური ღორების რეგისტრაციის წესს ადგენს.

შესრულება: საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა ღორების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი თუმცა, იმის გამო, რომ რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები მწირია და ამ მოთხოვნების აღსრულების მექანიზმი უაღრესად რბილია (ყოველწლიურად კონტროლდება ცხოველთა სადგომების 1% და აღმოჩენილი დარღვევისთვის გათვალისწინებულია 100 ლარიანი ჯარიმა), ამ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი ქვეყანაში დასრულებული არ არის.

2017 წლის ბოლოს "სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" შევიდა ცვლილება (ძალაში შევიდა 2018 წლის 1 ივლისიდან), რომელიც იძლევა საშუალებას სახელმწიფო მაკონტროლებელმა შეამოწმოს, თუ რამდენად დაცულია ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესები. თუმცა, ვინაიდან 2020 წლამდე სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოთხოვნები საოჯახო მეურნეობებზე არ ვრცელდებაცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მდგომარეობის გაუმჯობესება 2021 წლამდე მოსალოდნელი არ არის

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობა

აქტები მოცემულია 2016 წლის ბოლოს მდგომარეობით