Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0021 465184 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



მომხმარებელთა დაცვა
ბოლო განახლება: 2021-03-28

ყურადღება: ეს შეფასება არ ეხება ბაზარზე არსებული სურსათის უვნებლობას, რომელიც შეფასებულია ცალკე.

შესრულების მაჩვენებელი: 39% 

ვალდებულება

რა გაკეთდა პრობლემები შესრულება %
ბაზარზე განთავსებული პროდუქციის უსაფრთხოების ზოგადი  რეგულირება და კონტროლი მიღებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ფუნქციონირებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო სახელმწიფო ზედამხედველობს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის მცირე ნაწილზე 44%
პროდუქციის შესაბამისობის შემოწმების გამართული სისტემა

მიღებულია და მოქმედებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, ფუნქციონირებს სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სააგენო, აკრედიტაციის ცენტრი

საქართველოში რეგისტრირებულია EN სტანდარტების მცირე ნაწილი და ისიც მხოლოდ "სათაურის თარგმნის მეთოდით"; აკრედიტაციის ცენტრის და მეტროლოგიის დეპარტამენტის კომპეტენციები საერთაშორისო დონეზე აღიარებულია შესაბამისი სფეროების მხოლოდ ნახევარში;

58%

ცალკეული პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნები მიღებულია 16 ტექნიკური რეგლამენტი მოწმდება მხოლოდ 5 რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება და ისიც ძალზე შეზღუდულად 35%
მომხმარებელთა დაცვა შეცდომაში შეყვანისგან მომზადდა 2 კანონპროექტი, ორივეს ჩაუტარდა რეგულირების ზემოქმედების შეფასება 2015 წლის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 1 მოსმენის შემდეგ შეწყდა. 2018 წლის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. 17%

ვალდებულებათა მოკლე აღწერა

მომხმარებელთა დაცვა საკითხთა ორ დიდ სფეროს მოიცავს:

  1. ბაზარზე არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების/უვნებლობის უზრუნველყოფა;
  2. მომხმარებლის დაცვა შეცდომაში შეყვანისგან.

1. საქართველოში ბაზარზე არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების/ უვნებლობის  უზრუნველყოფისადმი ევროკავშირისა და WTO-ს მიდგომების დანერგვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების დადების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. ამ პირობის შესასრულებლად 2010 წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა რამდენიმე სტრატეგია და მათი შესრულებაც დაიწყო.

ასოცირების შეთანხმებით, სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების/უვნებლობის უზრუნველსაყოფად 2011-2022 წლებში საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი:

  1. დაედგინა მეწარმეთა ზოგადი ვალდებულება ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტის განთავსების თაობაზე და შეექმნა სახელმწიფო უწყება, რომელიც მეწარმეთა მიერ ამ ვალდებულების შესრულებას გააკონტროლებდა (სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები იხ. აქ);
  2. დაედგინა რიგი პროდუქციის უსაფრთხოების კრიტერიუმები (ტექნიკური რეგლამენტი);
  3. შეექმნა ამა თუ იმ კრიტერიუმებთან პროდუქციის შესაბამისობის შემოწმების სისტემა.

2.შეცდომაში შეყვანისგან მომხმარებელთა დასაცავად კი 2019 წლისთვის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა ყოფილიყო ევროკავშირი 15  აქტი, რომელთა მიზანს მომხმარებლის, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარის განსაკუთრებული დაცვა წარმოადგენს. მაგალითად, კანონმდებლობით უნდა დადგენილიყო შემდეგი:

  • ე.წ. "კანონისმიერი გარანტია", რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელმა ნაკლის მქონე პროდუქტი შეიძინა, მიუხედავად იმისა, ახლდა თუ არა ამ პროდუქტს გარანტია, შეძენიდან 2 წლის განმავლობაში მომხმარებელს აქვს უფლება მოვაჭრეს ამ საქონლის ნაკლის გამოსწორება, საქონლის გამოცვლა ან დაბრუნება მოსთხოვოს.
  • ინტერნეტით შეძენილ საქონელზე უარის თქმის უფლება - ინტერნეტში შეძენილი საქონლის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში მომხმარებელს აქვს უფლება, ყოველგვარი მიზეზის და ახსნა განმარტების გარეშე საქონელი (უხმარი!) დააბრუნოს.
  • ხელშეკრულების უსამართლო პირობების ბათილობა. ბათილია ხელშეკრულების ისეთი პირობები, როგორიცაა მაგალითად: მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლება, მომხმარებლის გაფრთხილების და კომპენსაციის გარეშე, ან ხელშეკრულების ცალმხრივად გაგრძელების უფლება, მომხმარებლისთვის უარის თქმის საშუალების მიცემის გარეშე;
  • მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი და აგრესიული მარკეტინგული ხერხების აკრძალვა. იკრძალება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მაგალითად ისეთი ხერხებით, როგორიცაა ცრუ პრიზები და საჩუქრები, ცრუ ლიკვიდაციები და სპეციალური შეთავაზებები, ემოციური ზეწოლა მომხმარებელზე ან მათი დაშინება, ვაჭრობის პირამიდული სქემები, საქონლის დაჟინებული შეთავაზება ტელეფონით და სხვა.
  • მომხმარებელთა უფლებების/ინტერესების დარღვევის სახელმწიფო კონტროლი და აღკვეთა.

გარდა აღწერილი ზოგადი უფლებების დამდგენი კანონმდებლობისა, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია საქართვლოს კანონმდებლობაში იმ ნორმატიული აქტების გადმოტანაც, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს მომსახურების ორ კონკრეტულ სფეროში (ტურიზმი და ფინანსური მომსახურება) იცავს.

ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:

ასოცირების ხელშეკრულების მუხლები
ევროკავშირის კანონმდებლობა

მოცემულია ბმულები აქტის უკანასკნელ კოდიფიცირებულ ვერსიაზე

ზოგადი ჩარჩო:

კონკრეტული მოთხონები ბაზარზე გამოტანილი პროდუქციისადმი:

მომხმარებელთა დაცვა შეცდომაში შეყვანისგან:

საქართველოს კანონმდებლობა

საერთაშორისო ხელშეკრულებები:

კანონები:

ტექნიკური რეგლამენტები:

შესაბამისი უწყებები: