შესრულების მაჩვენებელი: 28%
ვალდებულება |
რა გაკეთდა | პრობლემები | შესრულება % |
---|---|---|---|
სურსათის იმიტაციების გაყიდვის აკრძალვა | მიღებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი | ბაზარზე ამ პროდუქტის არსებობა არ მოწმდება. | 28% |
მოთხოვნები სანთებელებისადმი |
მიღებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი |
შესაბამისი პროდუქციის ბაზარი არ მოწმდება |
ვალდებულებათა მოკლე აღწერა
ასოცირების შეთანხმების 29-ე დანართის მიხედვით 2016 წლის სექტემბრისთვის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი უნდა იყოს აქტები, რომელიც ორი ტიპის სამომხმარებლო პროდუქციის გაყიდვას კრძალავს:
- 87/357/EEC დირექტივით იკრძალება ისეთი ნივთების გაყიდვა, რომელიც მომხმარებელს (განსაკუთრებით ბავშვებს) შეიძლება სურსათში აერიოს;
- 2006/502/EC გადაწყვეტილებით იკრძალება ისეთი სანთებლების გაყიდვა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიმზიდველია (მუსიკალური სანთებლები, სანთებლები, რომელიც წააგავს სათამაშოს და სხვა). გარდა ამისა, ბაზარზე დაიშვება მხოლოდ ისეთი სანთებლების გაყიდვა, რომელსაც 4-წლამდე (51 თვემდე) ბავშვი ვერ აანთებს.
ორივე შემთხვევაში რეგულირების მიზანი მომხმარებელთა მეტი უსაფრთხოებაა.
ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:
- იხ. შესრულების გაანგარიშების ცხრილი და კომენტარები