შესრულების მაჩვენებელი: 28%
ვალდებულება |
რა გაკეთდა | პრობლემები | შესრულება % |
---|---|---|---|
კოლექტიური დათხოვნის რეგულირება | დირექტივის მოთხოვნა აისახა საქართველოს შრომის კოდექსში | მიღებულია 1 წლის დაგვიანებით | 42% |
დასაქმებულთა უფლებები საწარმოს გასხვისებისას | დირექტივის მოთხოვნა აისახა საქართველოს შრომის კოდექსში | მიღებულია 1 წლის დაგვიანებით | 42% |
შრომის ზოგადი უსაფრთხოება | მიღებულია კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, შრომის ინსპექცია სწავლობს დირექტივას | კანონის სრული შესაბამისობა დირექტივასთან შესაფასებელია | 28% |
სამუშაო ადგილის უსაფრთხოების მოთხოვნები | შრომის ინსპექცია 2015 წლიდან სწავლობს დირექტივას | შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის | 10% |
სამუშაო ხელსაწყოების უსაფრთხოების მოთხოვნები | შრომის ინსპექცია 2015 წლიდან სწავლობს დირექტივას | შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის | 10% |
უსაფრთხოება მონიტორთან მუშაობისას | შრომის ინსპექცია 2016 წლიდან სწავლობს დირექტივას | შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის | 10% |
ვალდებულებათა მოკლე აღწერა
2019 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი მოთხოვნები:
- ახლებურად დაერეგულირებინა დასაქმებულთა კოლექტიური დათხოვნის საკითხები. კერძოდ:
- კოლექტიურ დათხოვნად უნდა ჩაითვალოს სამსახურიდან განთავისუფლება:
- 30 დღის განმავლობაში
- 10 ან მეტი ადამიანის - საწარმოში, სადაც 20-100 დასაქმებულია;
- დასაქმებულთა 10% ან მეტის - საწარმოში, სადაც 100-300 დასაქმებულია;
- 30 ან მეტი ადამიანის - საწარმოში, სადაც 300-ზე მეტი დასაქმებულია; ან
- 90 დღის განმავლობაში 20 დასაქმებულის გათავისუფლება - ნებისმიერი ზომის საწარმოდან
- 30 დღის განმავლობაში
- კოლექტიური დათხოვნისას დამსაქმებელი ვალდებული უნდა იყოს:
- წინასწარ აცნობოს დასაქმებულებს:
- დაგეგმილი გათავისუფლების მიზეზები;
- გასათავისუფლებელი თანამშრომლების რაოდენობა და კატეგორია;
- პერიოდი, როცა უნდა განხორციელდეს გათავისუფლება;
- გასათავისუფლებელი დასაქმებულების შერჩევის კრიტერიუმები;
- გათავისუფლების შედეგად გადასახდელი კომპენსაციები.
- გამართოს წინასწარი კონსულტაციები დასაქმებულებთან იმისთვის, რომ:
- მოიძებნოს კოლექტიური გათავისუფლების თავიდან აცილების გზები;
- შემცირდეს გათავისუფლებული დასაქმებულების რაოდენობა;
- შემსუბუქდეს უარყოფითი შედეგები გათავისუფლებულთათვის (მაგ. სოციალური დახმარებების, პროფესიული გადამზადების, ალტერნატიული დასაქმების საშუალებით).
- წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
- წინასწარ აცნობოს დასაქმებულებს:
- კოლექტიურ დათხოვნად უნდა ჩაითვალოს სამსახურიდან განთავისუფლება:
- აეკრძალა დასაქმებულთა უმიზეზო განთავისუფლება საწარმოს გასხვისებისას;
- დაეკანონებინა და აემოქმედებინა დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება და შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები;
- დაედგინა და აემოქმედებინა სამუშაო ადგილის უსაფრთხოების მოთხოვნები - ახალი სამუშაო ადგილებისთვის;
- დაედგინა და აემოქმედებინა სამუშაო ხელსაწყოების უსაფრთხოების მოთხოვნები - ახალი სამუშაო ადგილებისთვის;
- დაედგინა და აემოქმედებინა მონიტორთან მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნები.
ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:
- განმარტებითი ვიდეო
- შესრულების გაანგარიშების ცხრილი და კომენტარები