შესრულების მაჩვენებელი: 24%
ვალდებულება |
რა გაკეთდა | პრობლემები | შესრულება % |
---|---|---|---|
სამუშაო დროის ორგანიზება (ხანგრძლივობა, შესვენება, დასვენება, შვებულება) | მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში | სამუშაო კვირის ხანგრძლივობა (კერძო სექტორში) არ არის შეზღუდული 48 საათით | 34% |
დროებით დასაქმებულთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა | მიღებულია კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ | შრომის ინსპექცია დირექტივას არ სწავლობს. კანონის შესაბამისობა მასთან უცნობია | 19% |
მოთხოვნები პერსონალური დამცავი აღჭურვილობისადმი | შრომის ინსპექცია 2015 წლიდან სწავლობს დირექტივას | შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის. ვადა გასულია | 13% |
უსაფრთხოების ნიშნები სამუშაო ადგილებზე | შრომის ინსპექცია 2016 წლიდან სწავლობს დირექტივას | შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის. ვადა გასულია | 13% |
უსაფრთხოება სამთო-მოპოვებით მრეწველობაში (ახალი სამუშაო ადგილებისთვის) | შრომის ინსპექციამ დაიწყო დირექტივის შესწავლა | შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მიღებული არ არის. ვადა გასულია | 8% |
ვალდებულებათა მოკლე აღწერა
2020 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი მოთხოვნები:
- დაერეგულირებინა დროებით დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
- დაედგინა მოთხოვნები სამუშაო დროის ორგანიზებისადმი. კერძოდ:
- ყოველდღიური (ყოველ 24 საათში) დასვენების დრო არა ნაკლებ თანმიმდევრული 11 საათისა
- სავალდებულო შესვენება, თუკი სამუშაო დღის ხანგრძლივობა აღემატება 6 საათს;
- მინიმუმ 24-საათიანი უწყვეტი დასვენების დრო ყოველ შვიდდღიან პერიოდში;
- არა უმეტეს 48 საათი მუშაობა ყოველ შვიდდღიან პერიოდში (ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ჩათვლით);
- მინიმუმ 4-კვირიანი წლიური ანაზღაურებადი შვებულება;
- ღამით მომუშავეებისთვის ყოველ 24-საათიან პერიოდში საშუალოდ 8 საათიანი მუშაობა, ხოლო თუკი სამუშაო საფრთხეს ან მძიმე დატვირთვას გულისხმობს - ყოველ 24-საათიან პერიოდში 8 საათზე მეტი მუშაობის აკრძალვა.
- დაედგინა და აემოქმედებინა მინიმალური მოთხოვნები სამუშაო ადგილზე არსებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობისადმი;
- დაედგინა და აემოქმედებინა მოთხოვნები უსაფრთხოების ნიშნებისადმი სამუშაო ადგილებზე;
- დაედგინა და აემოქმედებინა უსაფრთხოების მოთხოვნები სამთო-მოპოვებითი მრეწველობაში არსებული ახალი სამუშაო ადგილებისთვის.
ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:
- განმარტებითი ვიდეო
- შესრულების გაანგარიშების ცხრილი და კომენტარები