შესრულების მაჩვენებელი: 54%
ვალდებულება |
რა გაკეთდა | პრობლემები | შესრულება % |
---|---|---|---|
სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის და შევიწროვების აკრძალვა | მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში | შრომითი დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე აღმოფხვრილი არ არის | 54% |
საქონლისა და მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალისა და კაცისათვის | მიღებულია და ამოქმედებულია: ცვლილება საქართველოს შრომის კოდექსში | ქალისა და მამაკაცის შრომის თანაბრობის შეფასების მეთოდიკა არ არსებობს | 55% |
ვალდებულებათა მოკლე აღწერა
2017 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა შემდეგი მოთხოვნები:
- დაემკვიდრებინა სამუშაოსთან დაკავშირებით ყველა ადამიანისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპი. ანუ აეკრძალა და აღმოეფხვრა სამუშაოზე დაქირავებისას, ან სამსახურში ადამიანების დისკრიმინაცია ან შევიწროვება რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვა კუთხით.
- უზრუნველეყო პროდუქციისა და მომსახურების (მათ შორის დაზღვევის) თანაბარი ხელმისაწვდომობა ქალებსა და მამაკაცებისთვის.
ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა:
- განმარტებითი ვიდეო
- შესრულების გაანგარიშების ცხრილი და კომენტარები